დიახ, სანახაობა წუთიწუთზე დაიწყება! სანტას ირმები წყვილ-წყვილად გამოვლენ და მოედანზე გამწკრივდებიან. სულ რვა ირემია. რვავე გამორჩეულია, რვავე ჯადოსნური.
პირველად ლარსენი და დარსია გამოდიან, ლარსენს რქები ლაჟვარდისფრად უელვარებს. იგი სამართლიანობის დამცველია. დარსია სულ ვარდისფრად ციმციმებს. იგი სილამაზის სიმბოლოა.
შემდეგ გამოდიან სანი და ლუნა. სანის ბეწვი მთლიანად ოქროშია დაფერილი, გეგონება, მზე იყოს, მას მსოფლიოსთვის სიმდიდრის, ბარაქის მოტანა ავალია. ლუნა კი ვეცხლისფერია, მთვარესავით მოელვარე. იგი სიკეთის მომტანი ირემია.
- რა საოცარია! ნუთუ, შეიძლება, ქვეყნიერებაზე რაიმე ამათზე უფრო ლამაზი იყოს! - აღტაცებით იძახიან ლაპლანდიელები, -გამარჯობა სანი! გამარჯობა, ლუნა! ძვირფასებო, ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
- შეხედეთ! შეხედეთ! ესენიც რა დიდებულად გამოიყურებიან!
მართალია! ასტრა და ტესერიც დიდებულად გამოიყურებიან. ასტრა წითლად ვარვარებს, იგი სიყვარულს განასახიერებს. რა მშვენიერია! ტესერი თეთრად ქათქათებს. ის სიწმინდისა და გულწრფელობის სიმბოლოა. მართლა საოცარია!
- ახლა ჯიზერი და კომეტაც გამოვლენ! -ღელავენ გნომები.
- ყველაზე მეტად მე სწორედ ესენი მომწონს...
- რა გასაკვირია, ჯიზერი ყველაზე დიდია, ყველაზე ძლიერი, ხან ლითონისფრად ბზინავს, ხან ზურმუხტივით მწვანეა... და რკინასავით მაგარია...
- რა თქმა უნდა მოგეწონება, ეს ირემი ხომ სიმტკიცისა და სიმამაცის სიმბოლოა...
- მაგრამ კომეტა სულ სხვაა... ის ყველაზე საყვარელია...
- რა თქმა უნდა, კომეტა ყველა ბავშვის ოცნების ასრულებაა. ის მომავალია...
- რომ იცოდეთ, რა ლამაზები არიან...
- მაინც როგორ გამოიყურებიან? -ვერ ისვენებს ვიღაც მოუთმენელი უცხოელი სტუმარი.
- ჯიზერი მწვანედ ელავს, როგორც ზურმუხტი... კომეტა კი... კომეტა მარადიულად ნორჩი ირემია. ძალიან სწრაფია. მოგზაურობისას მისი ნაკვალევი ცაზე ცეცხლოვან კვალს ტოვებს და კომეტასაც ამიტომ ეძახიან. ჩვენი პატარა ირემი ვერცხლისფრად ბზინავს და ძალიან, ძალიან საყვარელია! - უხსნის მასპინძელი.
- მათთან ერთად სანტაც გამოგვეცხადება! ყველას ახალ წელს მოგვილოცავს...
- სამართლიანობა, სილამაზე, სიმდიდრე, სიკეთე, სიყვარული, სიწმინდე, სიმამაცე და ბავშვის ოცნებები... რა ჭკვიანი ყოფილა სანტა! ყველა სიკეთე ბრძნულად გაუნაწილებია...
- ჰო, მაგრამ... ჯიზერი და კომეტა სად დაიკარგნენ? ამდენ ხანს რატომ არ ჩანან?
- ჰო, მართლა, რატომ აგვიანებენ?
ელიან, მაგრამ ბოლო წყვილი არსად ჩანს. ლოდინი თანდათან შიშმა შეცვალა. გნომები მღელვარებამ მოიცვა. ყველა აფორიაქდა. ყველა უცნაურმა წინათგრძნობამ შეიპყრო. ნეტავი, რა უნდა მომხდარიყო?
დაეხმარე სახელის შერჩევაში
დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს დროის მართვა, რომელიც ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს პროდუქტიულობას.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო