kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

IV. კომეტა ბალვარ-ბურუსიანმა გაიტაცა?!

უცებ მოედანზე ქარივით შემოიჭრა ზურმუხტისფერი ჯიზერი. მასზე სანტა კლაუსი შემომჯდარა. ეს რა ხდება? სანტა მოქალაქეების წინაშე ასე არასოდეს წარმდგარა, ირმებს ფეხით მოუძღვოდა ხოლმე, მერე კი სათითაოდ ჯადოსნურ მარხილში შეაბამდა და თვითონაც მარხილში ჩაბრძანდებოდა. ახლა კი სახე გაფითრებია, შიში და მრისხანება ეტყობა. ჯიზერი ფრთხვინავს და წინა ფეხებს მიწას ბრაზით ურტყამს.

- სანტა, რა მოხდა? -ყველამ ერთად ამოიგმინა.

- კომეტა სადაა?

- სადაა ჩვენი პატარა, ვერცხლისფერი ირემი?

როცა თავის მოქალაქეებს ახალი და თავზარდამცემი ამბავი ამცნო, სანტას ხმა უკანკალებდა:

- კომეტა არსად ჩანს... დაიკარგა... ან იქნებ... გაიტაცეს!

ყველა იქ მყოფი შიშმა და აღშფოთებამ მოიცვა. ეს გრძნობები მალე მწუხარებაში გადაიზარდა. ასეთი რამ აქამდე არასოდეს მომხდარა. რა ელის მსოფლიოს? ხვალ როგორი ახალი წელი გაუთენდება?

- ეს ვინ გაბედა? ჩვენი კომეტა ვინ გაიტაცა? როგორ? რანაირად?

- ამ რვა ირემს ერთიც რომ დააკლდეს, მსოფლიო მოგზაურობა ვერ შედგება!

- მოვასწრებთ კი კომეტას მოძებნასა და დაბრუნებას?

- ჩვენ ხომ ჯერ ისიც არ ვიცით, სინამდვილეში რა მოხდა!

- ამას ახლავე გავიგებთ! -დაიძახა ბიჭუნა იუკიმ. თავისი საოცარი გამოგონებების წყალობით მას მთელი ლაპლანდია იცნობდა, -ჩემს ახალ გამოგონებაზე მუშაობა სწორედ გუშინ დავასრულე...

- რა გამოგონებაა, იუკი?

- მე ამას წარსულის მზვერავს დავარქმევდი, ჯიბის კომპიუტერივითაა.

იუკიმსასწრაფოდ ამოაძვრინა ჩანთიდანმინიკომპიუტერი პაწია კლავიატურაზეტექსტი აკრიფა: ერთი საათის წინათ, კომეტას სადგომში...

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

მოაწყვეთ ერთობლივი კულტურული ღონისძიებები

დაგეგმეთ კულტურული ღონისძიებები ბავშვის მეგობრებთან ერთად, როგორიცაა მუზეუმში წასვლა ან ფილმის ყურება.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026