kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

V. ერთი საათის წინათ, კომეტას სადგომში...

პატარა ეკრანზე გამოჩნდა კომეტას სადგომი და ვერცხლისფრად მოელვარე პატარა ირემი, რომელიც მოედანზე გასასვლელად ემზადებოდა. მოულოდნელად მას ნისლოვანი აჩრდილი- უცნაური ბურუსი მიუახლოვდა და გაისმა ხმა:

- კომეტა, ეს ჩემი ენდრიუსის, ჩემი ბიჭუნას ხმაა. მოკითხვა შემოგითვალა და გთხოვა, მოუსმინო.

კომეტამ გაიხედა და ხმოვან ჩანაწერს ყური მიუგდო. ეს მართლა ბავშვის ხმა იყო:

- კომეტა, გთხოვ, ახლავე გამოჰყვე მამაჩემს და ჩემთან მოხვიდე! არა, კი არ გთხოვ, გიბრძანებ! მე ასე მსურს! ეს ჩემი საახალწლო სურვილია. რომ გადავრჩე, ჩემთან უნდა მოხვიდე, თანაც დაუყოვნებლივ!

ის უცნაური ბურუსი გასასვლელისკენ დაიძრა. კომეტამ თავი ჩაღუნა და მორჩილად გაედევნა. გაისმა გაუგებარი სიტყვები, ჯადოსნირი შელოცვა. ბურუსის რუხი მოსასხამის კალთები ფართოდ გაიშალა. და პატარა ვერცხლისფერი ირემიც ბურუსმა დაფარა. რუხი ჩრდილი კარს მიუახლოვდა და... გაქრა!

- აი, თურმე რა მოხდა! კომეტა ბავშვების ოცნებაა! მათი სურვილების ამსრულებელი. ბავშვმა უბრძანა და კომეტამ ვერაფერი გააწყო, მისი სურვილი შეასრულა.

- ეს რა ბურუსიანი არსება იყო? ვინ წაიყვანა?

- ეს ბალვარი იყო, ბალვარ-ბურუსიანი! - გამოაცხადა სანტამ, -მან ჩვენი პატარა ირემი ბავშვის ხმით მიიტყუა.

- ბალვარ-ბურუსიანი ყოფილა, ჩვენი დაუძინებელი მტერი! დავიღუპეთ! -ლაპლანდიელაზე შეკრებილგნომებსთავზარი დაეცა.

- მეჩხერი ტბისკენ მივდივარ! -დაიგრგვინა სანტამ, -ბალვარ-ბურუსიანს ჩეთან შეხვედრა მოუწევს!

- მეც შენთან ერთად წამოვალ, სანტა! -დაიძახა იუკიმ, -ვინ იცის, იქნებ, დაგჭირდე.

- ვერ წაგიყვან, იუკი, ეს ძალიან სახიფათოა...

- მაინც გაგეკიდები, -დაიჟინა ბიჭმა, -ვიცი, როგორაც უნდა დაგეხმარო.

- კარგი, ასე იყოს, -განაცხადა სანტამ, -მაშინ ვიჩქაროთ! დრო არ ითმენს!

მან ბიჭი სასწრაფოდ ჯიზერზე შემოსვა, თვითონაც უკან შემოუჯდა.

- ნახვამდის, ჩემო ერთგულო მეგობრებო!

- შეხვედრამდე, სანტა! იმედია, კომეტასთან ერთად დაგვიბრუნდებით!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: იმნაძე:


Kids.ge-ს რჩევები

მიირთვით რეგულარულად

მიაჩვიეთ ბავშვი რეგულარულ კვებას.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026