kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

VI. სად იყო ამ დროს კომეტა

კომეტა ამ დროს მეჩხერი ტბის მოდამოებში მდგარი ბალვარ ბურუსიანის საზარელი სასახლის დარბაზში იყო. პატარა ირემი ინვალიდის ეტლში მჯდარი ენდრიუსის წინ იდგა. ბურუსის საშინელი მოსასხამი არ ჩანდა, თუმცა ჯადოქარ ბალვარს თვალები უგიზგიზებდა, კუპრივით შავსა და გრძელ წვერ-ულვაშში ჯადოსნური ხვიარა მცენარეები ჩახლართვოდა. ისე გამოიყურებოდა, რომ საბრალო კომეტას თავის აწევა ვერ გაებედა.

- მამა, შენ ეს შეძელი! -დაიძახა ენდრიუსმა. ეტლიდან წამოწევა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო.

- შენთვის შეუძლებელსაც შევძლებ, შვილო! -დაიგუგუნა ბალვარ-ბურუსიანმა, -ნუღარ აყოვნებ, სთხოვე სანტას ირემს, სურვილი შეგისრულოს... თუმცა არა, არ სთხოვო, მოსთხოვე, შვილო!

- მამა, ვერ დამიჯერებია... არ მეგონა, სანტასთვის კომეტას წართმევას შეძლებდი!

- ენდრიუს, მამაშენი ცუდად გცნობია, -დაიგრგვინა ბალვარ ჯადოქარმა, -თუმცა, ახლა ლაპარაკის დრო არაა. მოსთხოვე, შენი სანუკვარი სურვილი შეასრულოს... შვილო, მოსთხოვე და შენი ტანჯვაც დასრულდება.

- ნუთუ, მართლა! -დაიჩურჩულა ენდრიუსმა.

- მართლა, მართლა! იჩქარე, ენდრიუს! გგონია, ვერ მიხვდებიან, კომეტა რომ მე გავიტაცე? ალბათ წუთიწუთზე მოვლენ.

- ვთქვათ, სურვილს შემისრულებს, მაგრამ... კომეტას რა მოუვა, მამა?

- რა მენაღვლება? -დაიჭექა ბალვარ-ბურუსიანმა, -შენ განიკურნები, სანტას ჯადოსნურ მოგზაურობას კი ბოლო მოეღება. შვილო, ხვდები, რა ბედნიერი ვიქნები? ორმაგად ბედნიერი...

- კომეტას რა მოუვა-მეთქი.

- კომეტასთვის ეს აღსასრული იქნება. ასეა დათქმული, სანტას გვერდით მას შეუძლია ყველას შეუსრულოს სურვილი, მარტო კი მხოლოდ ერთადერთი ნატვრის ახდენას შეძლებს. ამას შეეწირება კიდეც... თურმე სამმაგი ბედნიერება გამომდის, -საზარლად გადაიხარხარა ბალვარ-ბურუსიანმა.

- რაო?! -დაიყვირა ენდრიუსმა.

- ასეა. ბავშვის თხოვნა აუცილებლად უნდა შესრულდეს!

- რას ამბობ, მამა? ამის შემდეგ კომეტა დაიღუპება?!

- ჰო, ასეა... ვერ მოგატყუებ... ან ტყუილი რა საჭიროა? -თქვა საზარელმა არსებამ.

- შენ რა მოგივა, მამა?

- მე თავს როგორღაც დავიძვრენ, -პირქუშად მიუგო მამამ, - ნუ დარდობ, ჩვენ გადავრჩებით. მამაშენს კარგად არ იცნობ-მეთქი, ენდრიუს!

ენდრიუსი წამით მიყუჩდა. მამა მას პირქუშად შესცქეროდა.

- მომიახლოვდი, კომეტა, შემომხედე! -თქვა ენდრიუსმა.

ირემმა მორჩილად ასწია თავი და ბიჭუნას ნაღვლიანი მზერა მიაპყრო.

- რომ არ შეასრულოს? -დაიჩურჩულა ბიჭმა.

- გამორიცხულია, -უთხრა მამამ, -მან კარგად იცის, თუნდაც დაიღუპოს, ბავშვის სურვილი უსათუოდ უნდა შესრულდეს. იმ ბავშვისა, რომელიც მას შეხედავს, ხელს შეახებს და პირისპირ დაელაპარაკება... ამდენხანს რას ფიქრობ? ისურვე, რომ ისევ შეძლო სიარული...

- კარგი, მამა, - ენდრიუსს ხმა გაებზარა, -ვიფიქრე და და გადავწყვიტე კიდეც...

მან გაუბედავად შეახო ხელი კომეტას. პატარა ირმის ვერცხლისფერი ჯერ მკვეთრად აელვარდა, მერე კი სხეულზე ცისარტყელას ყველა ფერმა გადაურბინა.

- მამა, სანტასთანრომდავრჩენილიყავით, ალბათ ჩვენც კეთილი არსებები ვიქნებოდით... -დაიჩურჩულა ენდრიუსმა.

- შენ ხომ არ გაგიჟდი! -დაიჭექა ბალვარ-ბურუსიანმა.

- მე მეგობრებს შორის ვიქნებოდი, მეჩხერ ტბაზე არ დავშავდებოდი, ცუდი არაფერი დამემართებოდა... ყველაფერი ჩვენი ბრალია, მამა!

- რას ამბობ, ახლავე წარმოთქვი, რაც სათქმელია!

ენდრიუსმა თავი ჯიუტად გადააქნია, თვალებში უცნაური სხივი ჩაუდგა:

- რა თქმა უნდა, ვეტყვი, -ენდრიუსმაკომეტას ალერსით გადაუსვა ხელი, -მსოფლიოში უამრავი ბავშვი ცხოვრობს, ყველას ბედნიერება სწყურია. მეც ბედნიერი ვიქნები, თუკი კომეტა ბავშვებსსურვილებს სანტასთან ერთად შეუსრულებს!.. აი, რა ვეტყვი... მინდა, რომ ჯადოსნურმა ირემმა ჩემი სურვილი არ შეასრულოს! კომეტა, ჩემთვის არაფერი მინდა! ა-რა-ფე-რი!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ონლაინ ბულინგის ამოცნობა

აუხსენით ბავშვს, რა არის ონლაინ ბულინგი და როგორ უნდა მოიქცეს, თუ ის გახდება ბულინგის მსხვერპლი ან მოწმე.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026