წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
-ეს რა გააკეთე, ენდრიუს!-ამოიგმინა ბალვარ-ბურუსიანმა,- შვილო, საკუთარი თავი გაწირე? რატომ? რისთვის?
-შენთვის, ჩემთვის და ყველა ბავშვისთვის,-მიუგო ენდრიუსმა,-ახლა კი, კომეტა სანტასთან წაიყვანე, მამა!
კომეტას ჩვეული ვერცხლისფერი დაბრუნებოდა, ირემმა ბიჭუნას ხელი ალერსით აულოკა.
-სანტასთან წადი, მამა, სანტასთან!
-ამას არაფრის გულისთვის არ გავაკეთებ!-დაიჭექა უზომოდ განრისხებულმა ბალვარ-ბურუსიანმა,-სანტა კომეტას ვერასდროს ნახავს...
-ამას ჩემთვისაც კი არ გააკეთებ?
-არც შენთვის,-მიახალა მამამ,-მე მას წავიყვან და დავტოვებ... თუმცა არა, შენ ამას არ გეტყვი!
ჯადოქარმა თავისი ჯადო- სიტყვები წაიბუტბუტა. კომეტა გაუძალიანდა, თუმცა ამაოდ. ჯადოქართან ერთად ბურუსის მოსასხამში გაეხვია და... ორივე გაქრა!
-მამა, -დაიყვირა საბრალო ბიჭმა,-მამა, კომეტა სად მიგყავს?
-სად მიდიხარ, მამა? დაბრუნდი!- საბრალო ბიჭმა კარისკენ გაიწვდინა ხელი,-იცოდე, კომეტას ცუდი არაფერი შეემთხვეს...
ბიჭს არავინ გამოპასუხებია. ენდრიუსმა ორივე ხელი სახეზე აიფარა და მწარედ ატირდა:
-ვიცი, სულ ასე გაგრძელდება! ჩვენი უბედურება არასოდეს დასრულდება! არასოდეს! მამას არ სურს, მომისმინოს!
ამაოდ სცადა, მამისთვის ხმა მიეწვდინა:
-თუ კომეტას რამეს დაუშავებ, იცოდე, შენთან არ გავჩერდები, სანტა კლაუსს შევუთვლი, აქედან წამიყვანოს...
არავინ გამოპასუხებია. საბრალო ბიჭს ტირილისგან გული ამოუჯდა.
ვიღაცამ კარზე დააკაკუნა, მერე ხმაურით გააღო. იატაკმა დაიჭრიალა.
-მამა, დაბრუნდი?-დაიძახა ბიჭმა და ეტლი კარისკენ შეაბრუნა. უცებ სახტად დარჩა:
-ოჰ, ნუთუ, სანტაა!-ენდიუსის წინ სანტა კლაუსი და გამომგონებელი ბიჭუნა იუკი იდგნენ.
-ხომ ენდრიუსი ხარ?-ჰკითხა სანტამ, - კომეტა სადაა, ენდრიუს? გვითხარი, ძვირფასო, დრო არ იცდის...
ბიჭმა ამოისლუკუნა:
-არ ვიცი, მამამ არ დამიჯერა და წაიყვანა..ნეტავი, ვიცოდე, საით წავიდნენ!
ბიჭის მწუხარება ისეთი გულწრფელი ჩანდა, გული სანტასაც სიბრალულით გადაუქანდა და იუკისაც.
-აქ რა მოხდა?-იკითხა სანტამ,-ენდრიუს, შენ ისევ ამ ეტლში ზიხარ. ნუთუ, კომეტა...
დამწუხრებულმა ბიჭმა ლაპარაკი ვერ შეძლო. იუკიმ მინიკომპიუტერი ამოიღო და კლავიატურაზე აკრიფა,-დღეს ოცი წუთის წინ.
როცა ოთახში მომხდარი დაინახეს, ორივეს თვალები გაუბრწყინდა. სანტამ თავისი ჯადოსნური ჯოხი ასწია და მის წვერზე ოქროს ვარსკვლავი შემოატრიალა. ვარსკვლავიდან გადმოცვენილი ოქროს ნაპერწკლები ენდრიუსისკენ მიმართა და თქვა:
-საოცარი ბიჭი ყოფილხარ, ენდრიუს! შენ ეს დაიმსახურე! ბედნიერი იყავი, ძვირფასო! ახლა კი უნდა ვიჩქარო, კომეტა უნდა გადავარჩინო!
სანტა ოთახიდან გავარდა. იუკიმ ენდრიუსს თანაგრძნობით დაადო ხელი ხელზე, უჩურჩულა:
-არ იდარდო, მე მალე გნახავ, მეგობარო! ყველაფერი კარგად იქნება!
და თვითონაც სანტას გაეკიდა.
ენდრიუსი დაკეტილ კარს კარგახანს გაჰყურებდა. უცებ ვერც კი მიხვდა, რა მოხდა. გარეთ გასვლა ისე ძალიან მოუნდა, ეტლიდან წამოიწია. მერე ფეხზეც დადგა და კარისკენაც თავისუფლად გადააბიჯა.
რა თქმა უნდა, ეს სანტას საჩუქარი იყო! ენდრიუსს სიარული ისევ ძველებურად შეეძლო!
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
დაეხმარეთ ბავშვს სტრესის მართვაში
დაეხმარეთ ბავშვს, ისწავლოს სტრესის მართვა ჯანსაღი გზებით.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო