ამასობაში ბალვარ-ბურუსიანმა კომეტა უცნობ ადგილას მიიყვანა. თოვლით გადათეთრებული მიდამო უკვალოდ გამქრალიყო და ირგვლივ უღრანი ტყე იყო გაშლილიყო. საღამოს ბინდბუნდი იდგა. პატარა ირემმა მომოიხედა. ლამაზ მდელოზე იდგნენ, დაბურული ტყის განაპირას. ერთმანეთს გადაწნული ხეების მიღმა უცნაური ხმები გაისმა, ელვარე თვალების მზერა გაკრთა...კომეტა შიშით აცახცახდა, უღრანებიდან, ტყეებიდან და სავანებიდან ნადირ-ცხოველები გამოდიოდნენ და მათ ირგვლივ ჯგუფდებოდნენ.
პატარა ირემი მიხვდა, რაც ხდებოდა. ბალვარ-ბურუსიანმა შორეულ ჯუნგლებში მიყვანა, რათა მისი თავი მშიერი ნადირებისთვის მიეგდო.
-აი, ჩემი საახალწლო საჩუქარი, -მიმართა მათ ბალვარ-ბურუსიანმა,-ეს რჩეული ირემია სანტას ამალიდან. ინებეთ, იგი თქვენია!
მაგრამ სულაც არ მომხდარა ის, რაც მას ეგონა. კომეტა თავიდან შიშისგან თრთოდა, მაგრამ მალევე დამშვიდდა, მიხვდა, რომ ცხოველები არაფერს დაუშავებდნენ. მეფე ლომი წინ გამოვიდა, მედიდურად დაჯდა და ტყის ბინადრებს ამაყად გადახედა. თითქოს მათ მზერით უთხრა, იცოდეთ, სანტას ირემი ჩემი მფარველობის ქვეშ იმყოფებაო. ცხოველები მოდიოდნენ და კომეტას თავს მოკრძალებით უკრავდნენ. დიდებული ვეფხვი სულაც ფეხებთან გაუწვა, ლეოპარდმა კი ლამაზად მბზინავი ბეწვი აულოკა. მხეცები სუნთქვაშეკრულები იდგნენ, სანტას ვერცხლისფერი ირმის ცქერით ტკბებოდნენ.
ჯადოქარი საშინლად განრისხდა:
-სულელო ოთხფეხებო!-დაიყვირა მან,-ნუთუ, სანტამ თავისი სულელური ზღაპრით თქვენც მოგაჯადოვათ. ახია ჩემზე, ახია!
ტყის ბინადრები გაუნძრევლად იდგნენ. ბალვარ-ბურუსიანს თითქოს მზერით ეუბნებოდნენ, ნუთუ, არ იცოდი, რომ სანტას ირემს გარეული ცხოველებიც კი არაფერს დააკლებდნენო.
ჯადოქარმა თავისი საშინელი ჯადო-სიტყვები წარმოთქვა. მასაც და ირემსაც წამსვე ბურუსის მოსასხამი შემოეხვია. კომეტა გაუძალიანდა. ისევ ამაოდ.
ლომმა დაიღრიალა, მაღლა ისკუპა, რათა ბურუსში გახვეულ ჯადოქარს წასტანებოდა. არ გამოუვიდა, რადგან ბალვარ-ბურუსიანი და კომეტა უკვე ძალიან მაღლა იყვნენ. ჯადოქრის მქუხარე ხმა მეხის გვრგვინვასავით ისმოდა:
-თქვენც მიღალატეთ, თქვენც სანტას მხარეზე ხართ! მაინც ვერაფერს იზამთ, რადგან კლაუსს ამ ირემს არ დავუბრუნებ! ახალი წელი არც თქვენთვის დადგება და არც ადამიანებისთვის! სისულელეა ეს ყველაფერი! აი, ნახავთ, მალე სამუდამოდ შევწყვეტ სანტას საახალწლო მოგზაურობას!
განრისხებული ცხოველები ცას ანთებული, აელვარებული თვალებით შეჰყურებდნენ. მტაცებლებმა ყმუილი გააბეს. ცაზე ერთხანს მოჩანდა ვერცხლისფერი ზოლი,-კომეტას ნაკვალევი, მერე კი ისიც თანდათან გაქრა.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ასწავლეთ ბავშვს სუფთა ტანსაცმლის ჩაცმა და ჭუჭყიანის გამოცვლა.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო