ის იყო,დაღონებულმა ნადირ-ფრინველმა ტყის უღრანისკენ იბრუნა პირი, რომ ციდან შხუილით ჩამოეშვა ჯიზერი. ისე დაიბღავლა, კაბადონი ლამის ძირს ჩამოიღო. ტყის ბინადრებმა მყისვე უკან იბრუნეს პირი.
სანტა და იუკი ირმიდან ჩამოქვეითდნენ. ცხოველებმა სანტას წინაშე თავი მორჩილად დახარეს, - ლომებმა და ვეფხვებმაც კი.
- კომეტა სადაა? -შეშინებული ხმით დაიძახა სანტამ, - ნუთუ, ჩვენი პატარა ირემი თქვენ...
- არა, სანტა, ნუ გეშინია, ცუდი არაფერი მომხდარა. წარსულის მზვერავს შეხედე, -სხაპასხუპით უთხრა იუკმა.
სანტა პატარაეკრანს დააკვირდა და შვებით ამოისუნთქა, სახე გაებადრა.
- გამოდის, რომ სანტას ირემს ზიანი გარეულმა ნადირებმაც კი არ მიაყენეს. მადლობელი ვარ, მადლობელი! ამიერიდანადამიანი უფრო მეტად იგრძნობს თავის მოვალეობას, ცხოველები რომ დაიცვას, -თქვა მან, -მე ადამიანთა მეგობრობას გპირდებით, რადგან ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. თურმე ცხოველებიც კი გრძნობენ კრძალვას საახალწლო საიდუმლოს წინაშე, სანტას ლეგენდა იმათაც კი სჯერათ...
როცა ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, სანტადიდებულად გამოიყურებოდა.მან შემოატრიალა თავისი კვერთხის ოქროს ვარსკვლავი დაიგი ცხოველებისკენ მიმართა. ჯადოსნურინაპერწკალინიღვარივითწამოვიდა. სანტას სასწაულმა არ დაააყოვნა, -ტყის განაპირას უცებ საუცხოოდ მორთულ-მოკაზმული ნაძვისხე აღიმართა,ირგვლივ კი სასურველი საკვები მთებად და ზვინებად დადგა. ნადირთაგანსაჭმლისკენარცერთიარ გაქცეულა. ცხოველებს ნაძვისხის ირგვლივ წრე შეეკრათ. ასეთი საოცრება აქამდეარასოდესენახათ. ეს საოცრება ხომ ადამიანთა ფანტაზიის ნაყოფი იყო! ტყის ბინადრები მომხიბლავ ფანტაზიას ახლა საკუთარი თვალებითუმზერდნენ!
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ასწავლეთ დამოუკიდებელი აზროვნება
დაეხმარეთ ბავშვს, განავითაროს საკუთარი აზროვნება და არ ენდოს ბრმად სხვების მოსაზრებებს.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო