kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

X. დიდი ქალაქის ქუჩებში

ამ დროსბავლარ-ბურუსიანი და კომეტა დიდი ქალაქის ერთ დათოვლილ, უკაცრიელ ქუჩაზე დაეშვნენ. თურმე მთელი დღე უხვად თოვდა, ქუჩები თეთრი თოვლით იყო გადაბამბული. საღამოს თოვას გადაეღო. ცა მოწმენდილიყო და მთვარე ცივად, თეთრად ანათებდა, ვარსკვლავებიც ცივად კრიალებდნენ, ყინავდა. ადამიანები საახალწლო სამზადისში გართულიყვნენ, ქუჩაში კანტიკუნტად თუ გაივლიდა ვინმე გამვლელი. ყველანი სახლებში იყვნენ შეყუჟული ან გასართობად დიდი ქუჩებისკენ და მოედნებისკენ გაკრეფილიყვნენ.

კომეტა და ბალვარ-ბურუსიანი ერთ უკაცრიელ, გაყინულ ქუჩაში მიაბიჯებდნენ. ჯადოქარი მრუმე შესახვევებს, ბნელ კუნჭულებს, ავტობუსების მოსაცდელებს ყურადღებით აკვირდებოდა. მან უკვე იცოდა, რომ ეს ადგილი მეტად ღარიბული უბანი იყო. ისიც იცოდა, ქუჩაში ვის შეხვდებოდა.

ავტობუსის ერთ-ერთ მოსაცდელთან, ქუჩის ყველაზე განაპირა, ბნელ ადგილას ორი რუხი, პატარა ჩრდილი გამოჩნდა. სუსტად მბჟუტავი ნათურის შუქზე გოგონა და ბიჭი გამოვიდნენ. ეტყობოდათ, და და ძმა იყვნენ. ორივეს ძველი, გაცვეთილი, მოკლე პალტო ეცვა, არც დათბილული ფეხსაცმელები ჰქონდათ. გოგონა თავშიშველი იყო, ბიჭუნას კი თხელი ქსოვილის ქუდი ეხურა. საბრალო ბავშვები ყინვისგან დამზრალ ხელებს საკუთარი სუნთქვით ითბობდნენ. კომეტამ ყური მიუგდო მათ ნაღვლიან სიტყვებს. ეტყობოდათ, ეს ბავშვები გარეთ ცოტაოდენი ფულის საშოვნელად გამოსულიყვნენ, მაგრამ ბევრი ვერაფერი მოეხერხებინათ.

- ლიზ, შინ წავიდეთ, გთხოვ! ძალიან მეძინება! მცივა, დაიკო! - ეუბნებოდა ბიჭი გოგოს,

- ძალა არ მყოფნის, გზა გავაგრძელო, -დაიწუწუნა გოგომ, -ძალიან მცივა, ლეო, მეც ძალიან დავიღალე... მოდი, რომელიმე სახლის სადარბაზოს შევეფაროთ.

- აქ? ასეთ ყინვაში? თანაც ახალი წლის ღამეს!

- გგონია, ჩვენს ფიცრულში ეთბილება? თანაც საკმაო ფული ვერ მოვაგროვეთ, ბიძია კარლი მაინც გარეთ გაგვაგდებს. ლეო, მართალი არ ვარ? შენც ხომ იცი, რომ ასე იქნება. მიპასუხე, ლეო!

- ჰო, მართალი ხარ! -ამოიოხრა ბიჭმა.

უცებ იქაურობა განათდა, ირგვლივ ყველაფერი აელვარდა. ბავშვებმა მოახლოებული ვერცხლისფერი ნათება რომ დაინახეს, ძალიან შეეშინდათ.

- ვერცხლისფერი ირემი! -წამოიყვირა გოგომ, -შეხედე, ლეო, შეხედე! ნახე, რა ლამაზია!

- მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ... მეშინია, ლიზ! წამო, გავიქცეთ!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დარბაიძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ ღირებულებები გადაწყვეტილების მიღებისას

როდესაც ოჯახი რაიმე გადაწყვეტილებას იღებს, გაითვალისწინეთ, როგორ შეესაბამება ეს გადაწყვეტილება თქვენს ოჯახურ ღირებულებებს.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026