- სად უნდა გავიქცეთ? გაჩუმდი, სულელო! ძია, ეს თქვენი ირემია? ნამდვილია თუ ჯადოსნური?
- ჯადოსნურია! -პირქუშად უპასუხა გოგონას ბურუსის შავსამოსიანმა ჯადოქარმა, -მას ბავშვის ერთი სანუკვარი თხოვნის ასრულება შეუძლია. სთხოვეთ, რაც გინდათ.
ბიჭუნას სახე გაუბრწყინდა, გოგონა ჩაფიქრდა. პატარა ირემს სევდიან თვალებში ჩახედა და ჯადოქარს კითხვები დააყარა:
- რა ირემია? საიდან გყავთ, ძია? ჩვენთან რატომ მოიყვანეთ? ასე სევდიანად რატომ გამოიყურება?
ჯადოქარმა წარბები ბრაზით შეიკრა:
- რას კითხულობ, გოგონა? რა შენი საქმეა? დროზე ინატრე, რაც გინდა...
- ვერცხლისფერი რატომაა? ქალაქში ამ დროს რა უნდა? ტყეში რატომ არაა სხვა ირმებთან ერთად? მოიპარეთ, ძია? ზღაპრულია? სევდიანად რატომ იყურება -მეთქი! -ვერ ისვენებდა გოგონა.
ეტყობოდა, ძალიან ჭკვიანი გოგონა იყო. ყველაფერს უცებ მიხვდა და წამოიყვირა:
- ეს სანტას ირემია! თქვენ კი სანტა არა ხართ!
- გაჩუმდი, ლიზ! -დამფრთხალმა ბიჭუნამ დას სახელოზე მოქაჩა.
- შენ თვითონ გაჩუმდი, ლეო! ნუ გეშინია, მე შენთან ვარ! -უთხრა დამ და ჯადოქარს მიუბრუნდა, - სანტას ირემი მოპარეთ, არა?
ბალვარ-ბურუსიანი განრისხდა:
- სულელო გოგო, ახალი წლის ჯადოსნური ღამეა, შენ კი პატარა ძმასთან ერთად გაყინულ ქუჩაში დგახარ... ინატრე თბილი სახლი, გემრიელი, ცხელი წვნიანი, თბილი ტანსაცმელი... ალერსიანი მშობლები.
- ჩვენ მშობლები არა გვყავს. დედა და მამა ავტოავარიის გამო დაიღუპნენ... -ჩაიბურტყუნა ბიჭუნამ, -მე ისინი აღარც კი მახსოვს...
- ჰოდა, ისინი ინატრე, -უთხრა ბალვარ-ბურუსიანმა, - ისურვე და აუცილებლად შეგისრულდება.
- ლიზ! ლიზ! მოიხედე! გესმის, ეს ძია რას გვეუბნება? -ბიჭმა დას სახელოზე ისევ მოქაჩა.
- დამაცადე, ლეო, -უთხრა დამ, -აქ რაღაც ისე არაა. ძია, ვიცი, რომ ეს სანტას ირემია... ჩვენ ნატვრას შეგვისრულებს, მაგრამ... მას რა დაემართება?
- რა შენი საქმეა, -კბილებში გამოსცრა ჯადოქარმა, -ბედნიერება კარს მოგდგომია, შენ კი რას ელოდები?
ბიჭუნამ ვერ მოითმინა:
- მე მინდა, რომ...
დამ იმარჯვა, სასწრაფოდ პირზე ააფარა ხელი:
- კრინტი არ დაძრა, ლეო! ეს ცუდი კაცია! არაფერს გვიხსნის... გამოდის, რომ რაღაც ცუდი საქმისთვის გვიყენებს... ხვდები, ირემს რა დაემართება? ის დაიღუპება, ლეო!
- ამას მეც ვხვდები, მაგრამ... სამაგიეროდ, დედა და მამა ისევ გვეყოლება, -დაიჩურჩულა ბიჭუნამ, -ძალიან მინდა, ბედნიერები ვიყოთ, ლიზ! მინდა, ბედნიერი ოჯახი გვქონდეს! ბიძია კარლთან კი არა, მოსიყვარულე მშობლებთან ვიზრდებოდეთ!
- მარტო საკუთარ თავზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ? -უსაყვედურა დამ, -თუ ყველა ბავშვი უბედური იქნება, ჩვენ როგორღა ვიქნებით ბედნიერი? სხვას რა ეშველება? ბავშვებს სურვილებს ვინ შეუსრულებს?
ბალვარ-ბურუსიანი საშინლად განრისხდა. მისი წამოსასხამის კალთა ფართოდ გაიშალა, ცივმა ქარმა დაუბერა. ბიჭუნა მოიბუზა.
- სხვას თავი ანებე და საკუთარ თავზე იფიქრე! -დაიგრგვინა ჯადოქარმა, -იჩქარე, სულელო გოგო!
ცივი ქარი გოგონას ეცა და იქვე მინამქრულ თოვლზე დაანარცხა. ჯადოქარმა ახლა ბიჭს მიაპყრო მკაცრი მზერა:
- ინატრე, ბიჭო! ჩქარა! დრო არ ითმენს!
- მე მინდა, რომ..
- ლეო, გთხოვ, ლეო! -დაუძახა გოგომ, -ძამიკო, ეს კაცი გვატყუებს. ჩვენი ბედნიერება მას სულაც არ ანაღვლებს... თანაც... ადამიანი მხოლოდ სხვებთან ერთადაა ბედნიერი!
- ისეთ რამეს ვინატრებ, პატარა ირემს არაფერი ვავნო, -ამოისლუკუნა ბიჭმა, -ლიზ, ჩემთვის და შენთვის მას არაფერს ვთხოვ!
- არანაირი თხოვნა არ წარმოთქვა, ლეო, არაფერი წამოგცდეს!
მერე კი თითქოს გონება გაუნათდათო, თითქოს შეთანხმდნენო, ორივემ ერთად დაიძახა:
- ჩვენთვის არაფერი გვინდა! დაე, სანტას ირემი სანტასთან დარჩეს!
გაიელვა. ამ თოვლიან ზამთარშიც კი საშინლად დაიჭექა. გოგონა თოვლის ბორცვიდან წამოხტა და ძმა გულში ჩაიკრა. ირემიც იმათ მიეკრა, ბავშვებს ხელი აულოკა. იმათაც მიუალერსეს.
სამივემშიშით შეათვალიერა იქაურობა. ჯადოქარი არსად ჩანდა, გამქრალიყო.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
გააფრთხილეთ ბავშვი ცვლილების შესახებ
თუ რაიმე სიტუაციურ ცვლილებაზე თქვენს შვილს უარყოფითი რეაქცია აქვს, იქნება ეს ტელევიზორის გამორთვა, თამაშის შეწყვეტა საჭმელად ან მეგობრის სახლის დატოვება, ეს ხდება იმიტომ, რომ მას წინასწარ არ აფრთხილებთ. „სკოლაში ჩვენ ვატყობინებთ ბავშვებს ცვლილების შესახებ, რათა მათ ჰქონდეთ საკმარისი დრო რაღაცის დასასრულებლად“, აღნიშნავს კოენ-დორფმანი. „თუკი სახლიდან 8:30-ზე გადიხართ, გააფრთხილეთ თქვენი შვილი ამის შესახებ 8:15-ზე, რათა მას კიდევ ხუთი წუთი ჰქონდეს სათამაშოდ და წინასწარ გასათვალისწინებლად. დააყენეთ ტაიმერი, რათა მან აკონტროლოს დრო“.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო