kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

- წასულა! -დაიძახა ბიჭუნამ, -ლიზ, ის ბრაზიანი კაცი გაქრა!

- ჰო, ლეო! -უთხრა გოგონამ, - ჩვენ კი არაფერი დაგვიშავებია!

ისევ გაიელვა. ბავშვები ერთმანეთს მიეკრნენ და თვალები შიშით დახუჭეს:

- ნუთუ, ისევ დაბრუნდა!

მაგრამ ეს სანტა და იუკი იყვნენ, -ჯიზერზე ამხედრებულები!

- კომეტა, ჩემო საყვარელო! -დაიძახა სანტამ, -მოდი ჩემთან!

- ეს სანტაა! სანტა! -დაიყვირა ლეომ და სახე გაუბრწყინდა. ჯიზერმა კომეტას მიაშურა, ბეწვი ალერსით აულოკა. სანტამ და იუკმაც ჩაიმუხლეს, კომეტას მოუალერსეს.

- ბავშვებო, -სანტა ფეხზე წამოდგა, -ხომ კარგად ხართ? ბალვარი საით წავიდა? აქ რა მოხდა, ბავშვებო? ჯადოქარმა კომეტა თქვენთან რატომ დატოვა?

ამდენი მღელვარებისგან და-ძმა ხმას ვეღარ იღებდა. ისე გამოიყურებოდნენ, იუკის შეეცოდა და თავისი ჯიბის კომპიუტერი ამოიღო. როცა წუთების წინ მომხდარი ნახა, სანტას სახე გაუბრწყინდა:

- შესანიშნავი, მამაცი ბავშვები ყოფილხართ! ვერ დამიჯერებია, თქვენ ჯადოქარი დაამარცხეთ! კომეტა გადაარჩინეთ!

- ჩვენ არაფერი გვიქნია! -ჩაილუღლუღეს ბავშვებმა.

- ეს მისი მესამე მცდელობა იყო. ჯადოქარი დარწმუნდა, რომ საახალწლო სასწაული მსოფლიოსთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ სანტას მოგზაურობას ხელს ვერ შეუშლის, ამიტომაც კომეტა დატოვა და გაიქცა...

სანტამ თავისი საოცარი კვერთხი ასწია. და-ძმის თავზე ოქროს ნაპერწკლები ჩანჩქერივით გადმოიღვარა.

- ყველაფერი კარგად გექნებათ! -კეთილმა მოხუცმა ორივე ბავშვს ხელი მოხვია, -მადლობელი ვარ, ბავშვებო! ახლა კი წავალ! ნუ გეშინიათ, საიმედოდ გტოვებთ!

- ცოტა ხანს დარჩით, გთხოვთ! განა სანტას ყოველდღე ვნახულობთ! -გაუბედავად სთხოვა გოგონამ.

- დრო არ ითმენს, ლიზ! -აუხსნა იუკიმ, -სანტამ უნდა მოასწროს და თორმეტ საათამდე მსოფლიოს სამჯერ შემოუაროს! არ იდარდო, აუცილებლად დავბრუნდები. მე იუკი მქვია!

- მე კი ლიზი, უფრო სწორად, ლიზბეტი! ეს ლეოა, -ჩემი ძმა!

- ნახვამდის, ლიზბეტ! ლეო! ძალიან გვეჩქარება, ბავშვებო!

- მაშინ... ნახვამდის, იუკ! ნახვამდის, სანტა! ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

- ნახვამდის! ხვალ ყველას ვეტყვი, რომ სანტა ვნახე, მაგრამ დამიჯერებენ? -დაიწკრიალა პატარა ლეოს ხმამ.

სანტამ გაიღიმა და თავზე გადაუსვა ხელი. ლიზთან წუთით შეყოვნდა, გოგონას თავი აუწია და თვალებში ჩახედა:

- ლიზ, ყველაფერი კარგად იქნება, ბედნიერება დაგიბრუნდებათ, მაგრამ არაფერი გეხსომებათ. ვფიქრობ, ყველაფერი, რაც ცუდი იყო, თქვენი მეხსიერებიდან წაიშლება. თუმცა, რაღაც მეეჭვება... ლიზ, შენ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს, იქნებ ეს ღამე გაგახსენდეს კიდეც. თუ ასე მოხდა, იცოდე, ლეოს არაფერი უთხრა. წარსულის მოგონებებით ნუ შეაშინებ!

სანტამ გოგონას ვერცხლისფერი ბურთი გაუწოდა. ნაძვისხის სათამაშოს ჰგავდა, მაგრამ გოგონა მიხვდა, რომ ეს განსაკუთრებული, ჯადოსნური ბურთი იყო, - სანტას ბურთი-წინასწარმჭვრეტელი.

- კარგი, სანტა! კიდევ შევხვდებით?

- რა თქმა უნდა, საყვარელო! ყოველი ახალი წლის საღამოს შევხვდებით! გჯეროდეს!

სანტამდა იუკიმ და-ძმას ხელი დაუქნიეს. სანტა ჯიზერზე შეჯდა, იუკი-კომეტაზე. გაიელვა, თბილმა ქარმა დაუბერა. და-ძმა თითქოს უხილავმა ხელმა აიტაცა, სადღაც გააქანა. ბავშვებმათვალები მაგრად დახუჭეს, თუმცა საოცარი ის იყო, რომ შიში სულაც არ უგრძვნიათ. ეს ხომ სანტას ერთ-ერთი სასწაული იყო!

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ბაღაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბავშვი, რომ დაეხმაროს სხვებს

წაახალისეთ ბავშვი, დაეხმაროს სხვებს, როდესაც მათ ეს სჭირდებათ.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026