kids.ge logo

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

საახალწლო ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

XIII. სახლში, მშობლებთან...

როცა თვალები გაახილეს, დაინახეს, რომ თბილ ოთახში ისხდნენ. ოთახს უზარმაზარი ფანჯრები ჰქონდა, -იატაკამდე. მრავალსართულიან სახლში იყვნენ და დათოვლილ ქალაქს ზემოდან დაჰყურებდნენ. ოთახის კუთხეში ფერად-ფერადი, ბრჭყვიალა ბურთებით მორთული ნაძვისხე იდგა. სამზარეულოდან საამური სურნელი გამოდიოდა.

კარი გაიღო. ოთახში დედა და მამა შემოვიდნენ. დედამ მხიარულად დაიძახა:

- ლიზ! ლეო! დაგვეხმარეთ, ბავშვებო, საახალწლო სუფრა გავშალოთ და მაგიდას ერთად შემოვუსხდეთ!

- ახლავე, დედა! -დაიძახა ლიზიმ.

- მოვდივარ! -დაიყვირა ლეომ და დედ-მამისკენ გაიქცა, -მამა, რომელი საათია? სანტა ჩემთანაც მოვა? საჩუქრებს მეც მომიტანს?

- რა თქმა უნდა, მოვა, -უთხრა მამამ, -სანტას ამაღამ ბევრი საქმე ექნება, მან ხომ ყველა ბავშვი უნდა მოინახულოს. შეიძლება, არ დაგვენახოს, მაგრამ...

- მთავარია, არ დავავიწყდე, -უთხრა ბიჭმა, -მამიკო, ვფიქრობ და ვერ გამიხსენებია, დღეს რა ვაკეთებდით? კინოში ვიყავით? ცირკში?

- რამ დაგავიწყა? -უპასუხა მამამ, -დღეს ხომ მე და შენ ქალაქგარეთ ვიყავით და ავტორბოლას ვუყურეთ.

ამასობაში ლიზი საყვარელ დედას ჩაციებით უყურებდა.

- რა გემართება, ლიზ, -გაუღიმა დედამ, -ისე მიყურებ, თითქოს გეშინია, უცებ არ გავქრე.

- არა, დედა, -გოგონა ჩაეხუტა, -შენ არ გაქრები. ჩვენ ძალიან დიდხანს ვიცხოვრებთ ბედნიერად!

- მამას ახალი სათამაშოები მოუტანია, წამო, ნაძვისხეზე დავკიდოთ!

ნაძვისხეს ახალი სათამაშოები დაამატეს. ლიზიმ თავისი ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა ბურთიც დაამატა. ბურთმა უცებ უცნაურად გაიბრწყინა და ზედ სანტას სახე დაიხატა. სანტამ ლიზის მოხედა, გაუღიმა და თავი დაუქნია.

- გმადლობ, სანტა! -გოგონას თვალებში სიხარულის ცრემლი გაუკრთა და მოელვარე ბურთს ხელი ალერსით გადაუსვა. უცებ ყურში ჩურჩული ჩაესმა:

- ლიზ! ხომ ვამბობდი, შენ კაცი ვერაფერს გამოგაპარებს-მეთქი! ბედნიერი იყავი, ძვირფასო!

- ჩემო საყვარელო! ჩემო კეთილო სანტა! -დაიჩურჩულა გოგონამ.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–12
ოპტიმალური ასაკი: 8–11

სხვა ზღაპრები

სანტა კლაუსის საოცარი მოგზაურობა

ვინ არ იცის, რომ სანტა კლაუსი ფინეთის ერთ ზღაპრულ ადგილას, ლაპლანდიაში ცხოვრობს. რომ იცოდეთ, რა საოცარია ლაპლანდია! -ულამაზესი ბუნებით: ტყეებით, მთებით, უამრავი...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლეჟავა:


Kids.ge-ს რჩევები

ისაუბრეთ ონლაინ დეზინფორმაციაზე

აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა განასხვავოს სანდო ინფორმაცია დეზინფორმაციისგან.

სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები                                       ...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026