kids.ge logo

ტახი ზამთარს უბრაზდება

ფავორიტებში დამატება

მო−ვი−და ზამ−თა−რი თოვ−ლი−ა−ნი,
მო−ვი−და ზამ−თა−რი ჯან−ღი−ა−ნი!
ფიფ−ქე−ბის ცვე−ნა არ ა−ხა−ლი−სებს...
ტა−ხი რად ბრძან−დე−ბა ჯავ−რი−ა−ნი?
მი−წა−ზე ფუმ−ფუ−ლა ხა−ლი−ჩე−ბი
და−ა−გო ზამ−თარ−მა ად−რი−ა−ნად,
ტყე ფა−ფუკ სა−ბან−ში გა−ახ−ვი−ა...
ტა−ხი რად ბრძან−დე−ბა დარ−დი−ა−ნად?
ზამ−თა−რი ყვე−ლა−ფერს ა−ლა−მა−ზებს,
მას ყვე−ლა შეჰ−ყუ−რებს აღ−ტა−ცე−ბით,
ტა−ხი კი ბრა−ზი−ა−ნად დაღ−რუ−ტუ−ნებს,
თოვლ−ში რას და−ე−ძებს გა−ტა−ცე−ბით?
მუ−ხის ქვეშ თოვ−ლი სულ გა−და−ქე−ქა,
და−ე−ძებს რკო−სა და მწვა−ნე ბა−ლახს,
ციყ−ვი ფუ−ღუ−რო−დან ი−ბღვი−რე−ბა:
-ხომ ხე−დავთ?
და−ამს−გავ−სა თოვ−ლი ტა−ლახს...
ლა−მაზ კარ−მი−და−მოს მი−უშ−ნო−ებს,
მი−წა გა−და−ჩიჩქ−ნა ერ−თი−ა−ნად,
თუ დრო−ზე რა−მე არ მო−ვი−ფიქ−რე
ჩემს მუ−ხას წა−მო−აქ−ცევს ფეს−ვი−ა−ნად,
რა−საც წა−ა−წყდე−ბა, ყვე−ლა−ფერს ჭამს,
გა−ნა გა−ჩერ−დე−ბა ერ−თი წა−მით,
მთე−ლი დღე რა−ღა−ცას ახ−რა−მუ−ნებ,
ძმო−ბი−ლო, დაგ−ვას−ვე−ნებ თუნ−დაც ღა−მით?
-რა ვქნა? ზამ−თა−რია, ციყ−ვუ−ნი−ა,
ად−ვი−ლი არ ა−რის საჭმ−ლის პოვ−ნა,
დღე−ი−დან უფ−რო უნ−და გა−ვი−სარ−ჯო,
თოვ−ლის ქვეშ მო−მი−წევს საჭმ−ლის შოვ−ნა...
ჰო−და, ტახს ხე−ლი რომ გა−უ−მარ−თონ,
თა−გუ−ნამ მი−ართ−ვა მარცვ−ლე−უ−ლი,
კურ−დღელ−მა სტა−ფი−ლო მო−უ−კი−თხა,
ციყ−ვუ−ნამ კა−კა−ლი დარ−ჩე−უ−ლი...
ზამ−თარ−მა კვლავ ნის−ლი გა−მო−იხ−მო,
ტყეს ჩა−მო−ა−ფა−რა თეთ−რი ფარ−და,
ტახ−მა კი ნუგ−ბარს რომ მო−ულ−ხი−ნა
ად−გა და სხვა მუ−ხასთან გა−და−ბარგ−და.
ი−სევ თოვს! ი−სევ თოვს! ი−სევ ბარდ−ნის!
ტყე უფ−რო ხვავ−რი−ე−ლად და−ი−ბარდ−ნა...
მაგ−რამ ვის შე−ა−ში−ნებს ზამთ−რის სუს−ხი,
მარ−ტო დარ−ჩე−ნი−ლი ტუ−რას გარ−და?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დევთამჟლეტიკობამ ხისგან გამოთალა მშვენიერი ხმალი: -ბაყბაყდევი სად ბრძანდება,- ის ლაჩარი, მხდალი? გამობრძანდეს, თუ ბი...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...ლომს რა ენატრებადღეს მე ზოოპარკში ვნახე ლომი ოქროსფაფრიანი, აფრიკა თუ ენატრება, მომეჩვენა ნაღვლიანი. გალიაში გაშოტილი იწვ...ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026