kids.ge logo

ობობა

ფავორიტებში დამატება

მე თუ მკითხავთ, ობობა ოჩო   ჩვენს ტყეში საუკეთესო მქსოველია. სხვა არავინ ქსოვს ასეთი ნაზი აბრეშუმის ძაფით.  ოჩოს  ნაქსოვი აურაცხელი ხაზებისგან, სხვადასხვანაირი კუთხეებისგან და კვანძებისგან შედგება. ნეტავი, მისი ქსელი დილით, მზის შუქზე განახათ!  ქსელზე ცვრის პაწაწინა წვეთები ელავს, ციმციმებს, გეგონებათ, ოჩომ თავისი აბლაბუდა მზის სხივებისგან მოქსოვა. ამ დროს ტყის ყველა კუთხიდან იკრიბებიან ოჩოს ქსელის სანახავად. ტყის ბინადრები  დგანან და უყურებენ, პეპლებიც კი.  ოჩო კეთილი ობობაა.  ის ქსელს მწერების მისატყუებლად მიმალულ ადგილებში არ აბამს. აბლაბუდას  ორ დიდ მუხას შორის შლის, რომ ყველამ შორიდანვე დაინახოს და ლამაზი ნაქსოვის ცქერით დატკბეს. 

ობრო კი ერთი ბრაზიანი, ბოროტი ობობაა. ამბობენ, ობროს ქსელი იმდენად მაგარი ძაფითაა ნაქსოვი, რომ შიგ გაბმულმა ფუტკარმაც კი ძლივს გამოიხსნა თავიო.   ობროს ოჩო   ეჯავრება, აბა, ეგ რა ობობააო. ერთხელ ადგა და  შეჯიბრებაზე გამოიწვია, ახლა  ვნახავთ, უფრო მაგარ ძაფებს ვინ ქსოვსო. ასეთი შეჯიბრება ტყეში  შემოდგომაზე იმართება, მას ჰქვია: „ფრენა ქარის მიმართულებით.“

დადგა შემოდგომა. ერთ ქარიან დღეს ოჩო და ობრო ძაფებს დაეკიდნენ  და შეჯიბრებაც დაიწყო! ოჩო წინ ქარის სისწრაფით მიიწევდა. ძაფს მთელ სიგრძეზე, თითქმის მიწამდე შლიდა, უნაზეს, თანაც მტკიცე  ნაქსოვს ქარი წამსვე გაიტაცებდა და ოჩოსაც წინ მიაქანებდა. ობროს მოკლე და მაგარი ძაფი კი შუა შეჯიბრში მაინც ჩაწყდა და ობობა მიწას დაენარცხა. 

-ორი  ობობას შეჯიბრი დამთავრდა! ოჩომ გაიმარჯვა!- გამოაცხადა დათუნია ოთომ. ტყის ბინადრებმა ტაში დასცხეს. პეპელა ანანომ ოჩოს პაწაწინა თაიგული მიართვა.  

-ამას ვეღარ მოვითმენ!-დაიღრინა ობრომ, კოჭლობ-კოჭლობით აცოცდა ხეზე, ძაფს დაეკიდა და ქარის მიმართულებით გაფრინდა. 

 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ნარჩომაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

გამოიყენეთ პოზიტიური განმტკიცება

შეაქეთ ბავშვი წარმატებისთვის და წაახალისეთ, რომ გააგრძელოს სწავლა.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026