kids.ge logo

ლოკოკინა

ფავორიტებში დამატება

ასეა დაწესებული,-ლოკოს ლოკო ერქვას,  იმის ხვეულ სახლს კიდევ კინა.

ეს ჩვენი ლოკო მართლა საოცარი ვინმეა. თავისი სახლი კინა ისე უყვარს, მუდამ ზურგით დაატარებს. ისე ძალიან, რომ   ადამიანებმა თქვეს, ეს ორი სიტყვა ბარემ შევაერთოთო. მიხვდი, რა გამოვიდა?-ლოკოკინა!

ლოკოს..უუჰ, ბოდიში!-სახლიანად ლოკოკინას გულითადი მეგობარი ჰყავს, ლამაზი ჭიამაია მია. მეგობრები ერთ  მშვენიერ, მწვანედ მოხასხასე მდელოზე ცხოვრობენ. ამ ადგილს ისინი ლოკომიას ეძახიან.

თავიდან მია ლოკოზე გაბრაზებული იყო, -აბა, ეგ რა მეგობარია, თავის სახლში ერთხელაც არ  შეგიპატიჟებსო, მაგრამ მერე მიხვდა,რომ ცდებოდა. ლოკოკინას ძალიან კეთილი გული აქვს და სწორედაც რომ ნამდვილი მეგობარია. აი, ერთხელ რა მოხდა...

მია ჭიადრომიდან აფრინდა, მზისკენ ამინდის გასაგებად გაეშურა, მაგრამ დაბრუნება შეაგვიანდა.  ამასობაში კიდევაც დაღამდა. მია სიბნელეში ჭიადრომზე ვერ ეშვებოდა.  ეს კი იმას ნიშნავდა, რომ  ვერც მეგობართან,-ლოკომიაში დაბრუნდებოდა. 

გასაჭირში თუ არ დაგეხმარა, ასეთი მეგობარი რაღა  მეგობარია?  ჩვენს ლოკოს თვალები რქებზე ასხია და იმ თვალებს სიბნელეშიც კარგად კუსავს.

დაკუსა ლოკომ თავისი უცნაური თვალები, გაფორთხდა და ჭიადრომიდან ლოკომიამდე ვერცხლის ბილიკი გაიყვანა. იცი, ეს რა არის? როცა ლოკოკინა მიფორთხავს, გზაზე ვერცხლისფერ კვალს ტოვებს. ვერცხლის ბილიკი სწორედ ესაა.

მთვარემ ვერცხლის ზოლი ააბზინა. მია ამ ზოლს გაუყვა და სულ მალე ლოკომიაში აღმოჩნდა.

-ლოკო, შენ ნამდვილი მეგობარი ყოფილხარ!-დაიძახა ჭიამაიამ, -მერე რა, რომ შენს კინაში არ მიმიპატიჟე... ეგ არაფერია, მეგობარო!  მთავარი გულია, შენი კეთილი გუ-ლი!

მია არ  შემცდარა.  მართლა კეთილი  გული ყოფილა მთავარი! ამიტომაც დღემდე მეგობრულად ცხოვრობენ თავიანთ ლოკომიაში გასაოცარი არსებები,-ლოკოს პლუს კინა, ანუ ლოკოკინა და ჭიამაია მია.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ვინ რას აკეთებს

ტასო დიდ ოჯახში ცხოვრობს. ამ ოჯახის ყველა წევრი თავისი საქმიანობით  ამაყობს.   -ჩვენ ყველანი სხვებზე ვზრუნავთ,-ამბობენ ისინი. -როგორ ზრუნავთ? რას აკეთებთ?-უკ...

როგორ მოიქცნენ ერთხელ ხმოვნები

შენ ალბათ იცი, რომ ჩვენი ანბანის სასახლეში ოცდაცამეტი ასო-ბგერა ცხოვრობს. მათგან ხუთი ხმოვანია, დანარჩენი-თანხმოვანი. ხმოვნები მომღერალი ბგერები არიან. თანხმო...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

ჭიამაიას ზღაპარი

მაშინ ჭიამაია მწერი კი არა, ელფი იყო-ყვავილების ფერია. სახელად მაია ერქვა. პაწია გოგონას წითელი, შავად დაწინწკლული კაბა ეცვა და გამჭვირვალე ფრთები ჰქონდა. მაია ...

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ფორჩხიძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ ბუნებაში გასეირნება

წაახალისეთ ბავშვი, გაატაროს დრო ბუნებაში და დააკვირდეს გარემოს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026