kids.ge logo

ხიდი

ფავორიტებში დამატება

ე−სეც საქ−მე დი−დი!
გა−ვა−კე−თოთ ხი−დი!
ა−გუ−რის თუ რკი−ნის?
ბამ−ბუ−კის თუ ტი−ნის?
კარ−გად ჩა−ვა−მაგ−როთ
ის ბურ−ჯე−ბი წყალ−ში,
ჩვენს ლა−მაზ ნა−კა−დულს
რომ არ დავრ−ჩეთ ვალ−ში,
მო−დით, და−ვამშ−ვე−ნოთ,
ხი−დი კოხ−ტა თა−ღით,
ა−რა−ვინ თქვას ძვი−რი!-
ე−სეც მო−ა−ჯი−რი!
ხე−ზე ჩი−ტი გა−ლობს:
ნა−კა−დუ−ლი ხა−რობს,
ხიდ−ზე გა−და−ცოც−და,
ლოკოკინა-მარო,
მარჯ−ვედ გა−ცუნ−ცულ−და,
ნემ−სე−კა−ლა ზღარ−ბი,
თურ−მე კურ−დღელ−მაც არ
შე−ი−ხა−რა წარ−ბი,
ხიდ−ზე გა−და−დი−ან
კუ, მაჩ−ვი და მე−ლა...
ხე−დავთ? კარ−გი საქ−მე
გა−მო−ად−გა ყვე−ლას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მთვარეტაშს უკრავენ ვარსკვლავები,- დიდებიც და პატარებიც, გამობრძანდა ცაზე მთვარე,- გაბადრული, მოელვარე. გაიცინა ...ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...ღრუბელიღამესავით მოქურუშდა, ჩააბნელა მთა და ბარი, იხუვლა და გადმოგვასხა დელგმა წვიმის ნიაღვარი. დაიწურა ყველა ფთ...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...წელო, წელო, ახალო!ქარი ქრის. მზე თავს მალავს ღრუბლის ფაფუკ უბეში, ჩიტუნია ჩიორა მობუზულა ბუდეში. სიკეთით შემოსულო, იცი, რა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026