kids.ge logo

ლომიც კი არაა ყველაზე ძლიერი

ფავორიტებში დამატება

ერთ დიდ ტყეში მეფე ლომი ცხოვრობდა. ის ძალიან დიდგულა იყო. ტყის ბინადრებს აბუჩად იგდებდა, ტრაბახობდა, მე ქვეყნიერებაზე ვერავინ შემედრება, რადგან ყველაზე ღონიერი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე... ყველაზე  მოქნილი ვარო.

მობეზრდათ ტყის ბინადრებს მისი ტრაბახი და შეჯიბრში გამოიწვიეს, პირველად ლომს პაწია, ლამის თვალით  უჩინარი კოღო შეებრძოლა, ცხვირზე დაუწყო კბენა, ლომმა კოღოს ვერაფერი დააკლო და აღიარა, რომ ყველას თურმე ვერ მოერეოდა.

შემდეგ  ხვლიკი შეეჯიბრა. ლომი მართლა სწრაფად დარბოდა, მაგრამ  ხვლიკი ელვასავით სწრაფი აღმოჩნდა. თვალი ვერც კი შეასწრეს, ისე სწრაფად გაჩნდა ფინიშთან.  

ლომმა აღიარა, რომ ქვეყნიერებაზე თურმე  მასზე სწრაფი არსებებიც ცხოვრობენ. 

შეჯიბრი გაგრძელდა. ახლა  ლომს ფოთლისფერი კალია შეეჯიბრა. ტყის მეფე მართლა ძალიან შორს გადახტა, მაგრამ ეს ნახტომი კალიას სახლისოდენა ნახტომთან შედარებით, აბა, რა მოსატანი იყო! ლომმა აღიარა, რომ თურმე მასზე უკეთესი მხტომელიც არსებობს.

იმ ტყეს ახლა სამართლიანი და კეთილი მეფე მართავს. ლომმა დიდგულობა მოიშალა. უკვე მიხვდა, რომ შეუძლებელია ქვეყნიერებაზე ვინმე  იყოს ყველაზე ძლიერი. შენზე ძლიერი შეიძლება პაწია, ლამის თვალით უჩინარი არსებაც კი აღმოჩნდეს. 

მეფე ყველას უყვარს. ბზუილა  კოღო, სწრაფია ხვლიკი და ხტუნია კალია მისი საუკეთესო მეგობრები არიან. 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

როგორ გაჩნდა ვარდი

ყვავილების ფერიას, როსას ყველაზე მეტად ერთი უბრალო ყვავილი უყვარდა. ამ ყვავილს ასკილი ერქვა. ერთხელ როსა ავად გახდა. ფერიას ვერავინ შველოდა. - რა ვქნა, როსას რ...

ნამცეცა ნავი

მწვანე მინდორში ნორჩი ბალახი და ნარნარა ყვავილები სულ დაინამა. ჭიანჭველა ნუნე ბუდეში ვეღარ ბრუნდებოდა. მისი ბუდე დიდ ნაძვთან იყო. ნუნე ამხელა ნამის ზღვას როგორ ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

ვინ რას საქმიანობს ტყეში

ხედავთ? ტყეში ყველა შრომობს. ყველა საქმეშია გართული. კოდალა ხეებს მკურნალობს, ჭია-მატლებისგან იცავს. ციყვი თხილსა  და კაკალს აგროვებს. ზღარბი სოკოს იმარაგებს...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

ვინ რას აკეთებს

ტასო დიდ ოჯახში ცხოვრობს. ამ ოჯახის ყველა წევრი თავისი საქმიანობით  ამაყობს.   -ჩვენ ყველანი სხვებზე ვზრუნავთ,-ამბობენ ისინი. -როგორ ზრუნავთ? რას აკეთებთ?-უკ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჯანაძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ უცხო ენების სწავლა

უცხო ენების სწავლა ავითარებს გონებრივ მოქნილობას და ანალიტიკურ უნარებს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026