kids.ge logo

მზიანი პატარა ქოლგა

ფავორიტებში დამატება

იყო ერთი პატარა ქოლგა, რომელზედაც დიდი,  ყვითელი, მომღიმარე  მზე ეხატა.  მისი საუკეთესო მეგობარი ნიავი ნაზო იყო. მეგობრებს ერთხელ უთქვამთ,-მოდი, სულ ერთად ვიყოთ და კეთილი საქმეები ვაკეთოთო.  კეთილი საქმე არ იქნებოდა?- თუკი უცებ  გაწვიმდებოდა და რომელიმე პატარა ბავშვი წვიმაში მარტო აღმოჩნდებოდა, ნიავი ნაზო მას მაშინვე მზიან ქოლგას მიართმევდა. 

მზიანი ქოლგა ერთხელ პატარა ლიზიკოსაც დასჭირდა. გოგონა სკოლისაკენ მიიჩქაროდა, თანაც მხიარულად მღეროდა:

-დო-რე-მი-ფა-სოლ-ლა-სი! მივიჩქარი სკო-ლა-ში!

მოულოდნელად წვიმამ მიუმღერა:

-დო-სი-ლა- სოლ-ფა-მი-რე-დო! მეც იმავეს ვა-პი-რე-ბო!

-წვიმას სკოლაში რა უნდა?-გაოცდა ლიზიკო,-ვერა, ვერ წაგიყვან! შენ სკოლაში არ შეგიშვებენ!

-თუ ასეა, არც შენ გაგიშვებ სკოლაში, ლიზიკო!-წვიმა  ისე გაბრაზდა,  ლამის თავსხმად დაეშვა.

ლიზიკო სატირლად გაემზადა, მაგრამ უცებ ნაზომ მას მზიანი ქოლგა მიართვა. გოგონამ ქოლგის სახელურს ხელი სტაცა და სკოლისაკენ მოკურცხლა. წვიმა მას ფეხდაფეხ გაეკიდა, მაგრამ უცებ ქოლგაზე დიდი, მზესუმზირას ყვავილივით ყვითელი მზე დაინახა. წვიმას პირკატა ეცა, -იმას მზისა ეშინია.

გოგონა სკოლაში შევიდა, მზიანი ქოლგა კვლავ ნაზოს გაატანა. წვიმამ მახლობელი ტყისკენ გააბოტა.

ტყეში პატარა ციყვი- ბუთქუნა ბუზღუნებდა და ბუზღუნებდა:

-აბეზარმა წვიმამ ჩვენი ტყე სულ გალუმპა, ხის ტოტებზე თათები მისრიალებს და ვეღარ ვხტუნაობ. რა ვქნა, ფუღურომდე როგორ მივიდე!

ნაზომ ციყვს მაშინვე მზიანი ქოლგა მიართვა. ბუთქუნა ქოლგის სახელურზე დაეკიდა და ჰაიდა!-ფუღუროში პარაშუტით დაეშვა. გახარებულმა ციყვმა დაიძახა:

-ციყვებო! დებო! ძმებო! მოდით, ნახეთ ჩემი პარაშუტი!

ციყვებს შენ გააჩერებდი? ტყეში მაშინვე პარაშუტისტების შეჯიბრი დაიწყო.  წვიმას ეწყინა, გაიქცა და გაბუტული  მთის წვერზე შემოჯდა. 

მზემ გამოანათა. თურმე იმასაც მოუნდა პარაშუტისტების შეჯიბრების ყურება. 

-მაღლა მზეა,  დაბლაც მზეა! მე როდის უნდა ვიწვიმო?-წვიმა კარგახანს წიუწუნებდა.

დღეიდან გახსოვდეს, თუ უცებ წვიმაში უქოლგოდ დარჩები, ნუ შეგეშინდება, მაშინვე მზიანი ქოლგა გამოიძახე. ნიავი ნაზო მას მაშინვე შენთან მოაქრიალებს.

კარგადაც მოიქცევა!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ვინ რას აკეთებს

ტასო დიდ ოჯახში ცხოვრობს. ამ ოჯახის ყველა წევრი თავისი საქმიანობით  ამაყობს.   -ჩვენ ყველანი სხვებზე ვზრუნავთ,-ამბობენ ისინი. -როგორ ზრუნავთ? რას აკეთებთ?-უკ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

ზღაპარი ჯოხზე, რომელსაც საკუთარი თავი უსარგებლო ეგონა

ჯოხს მობეზრდა ხეხილის ბაღში, ბალახებში უსაქმოდ ყოფნა და მწარედ ატირდა: - რამდენი ხანია, აქ უსაქმოდ ვიმყოფები, უკვე აღარავის ვჭირდები! როცა ხის ტოტი ვიყავი, სიც...

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: თოდრია:


Kids.ge-ს რჩევები

შექმენით საკუთარი წიგნები

დაეხმარეთ ბავშვს, შექმნას საკუთარი წიგნები ნახატებითა და მოთხრობებით.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026