kids.ge logo

წელო, წელო, ახალო!

ფავორიტებში დამატება

ქა−რი ქრის. მზე თავს მა−ლავს
ღრუბ−ლის ფა−ფუკ უ−ბე−ში,
ჩი−ტუ−ნი−ა ჩი−ო−რა
მო−ბუ−ზუ−ლა ბუ−დე−ში.
სი−კე−თით შე−მო−სუ−ლო,
ი−ცი, რა მსურს მა−ხა−რო?
ის ჩი−ტი გა−მი−ხა−რე,
წე−ლო, წე−ლო ა−ხა−ლო!

თოვ−ლით დამ−ძი−მე−ბი−ა,
მუ−ხას ტო−ტი შიშ−ვე−ლი,
მე−გო−ბა−რო ერთ−გუ−ლო,
ი−სევ შენ თუ გვიშ−ვე−ლი.
სიმტკი−ცით შე−მო−სუ−ლო,
ი−ცი, რა მსურს, მა−ხა−რო?
ის ტო−ტი გა−მი−მაგ−რე
წე−ლო, წე−ლო ა−ხა−ლო!

დიდ−თოვ−ლო−ბას შვლის ნუკ−რი
ჩა−მო−სუ−ლა ბა−რა−დო,
თოვ−ლი, სუს−ხი, შიმ−ში−ლი
უ−კან მოს−დევს ჯა−რა−დო...
ი−მე−დით შე−მო−სუ−ლო,
ი−ცი რა მსურს მა−ხა−რო?
ის შვლის ნუკ−რი მი−ცო−ცხლე,
წე−ლო, წე−ლო ა−ხა−ლო!

მი−ტო−ვე−ბულ სოფ−ლებ−ში
სევ−დი−ა−ნი სახ−ლე−ბი,
ჩი−ვი−ან, ჩვენ რით ვარ−თო
სხვა სოფ−ლებ−ზე ნაკ−ლე−ბი...
სი−ხა−რუ−ლით მო−სუ−ლო,
ი−ცი, რა მსურს მა−ხა−რო?
პატ−რო−ნი და−უბ−რუ−ნე
სო−ფელს, წე−ლო ა−ხა−ლო!

სა−დღაც ო−მი მძვინ−ვა−რებს,
ნე−ტავ, დი−დებს რა მოს−დით?
სა−დღაც ბავშ−ვი ტი−რი−სო,
ცრემ−ლი ღვა−რად ჩა−მოს−დის,
მშვი−დო−ბით შე−მო−სუ−ლო,
ი−ცი, რა მსურს მა−ხა−რო?
ბავშ−ვებს ცრემ−ლი შე−უშ−რე,
წე−ლო, წე−ლო ა−ხა−ლო!

ამ ჩვენს დე−და−მი−წა−ზე
ბედ−ნი−ე−რად სახ−ლობ−დეს,
ა−რა−ვინ არ ტი−რო−დეს,
ი−ცინოდეს, ლა−ღობ−დეს...
ვის არ უნ−და უც−ქერ−დეს
ამ ნა−ირ−ფერ სამ−ყა−როს!
ჰო−და, მო−დი სი−კე−თით,
წე−ლო, წე−ლო ა−ხა−ლო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...სოფელირა კარგია სოფელი,- გულის დამატკბობელი, გამგზავრებას სოფელში სიხარულით მოველი. გამაქანებს მანქანა,- სწრაფი...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...ენძელადიდხანს, დიდხანს ვიარე, აი, მოველ მზიანეთს, გული გავიხალისე, სიხარულით ავივსე, თოვლში ამოვიწვერე მოვეფინე...პირველი თოვლიმთების კალთებიდან თოვლი ჩამოსულა, ჩამოცოცებულა, ჩამოპარულა, ფიფქები დაჰქრიან ცაში ჟრიამულით, ბარშიც გაუმა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026