kids.ge logo

ვინ არის ყველაზე გაბედული

ფავორიტებში დამატება

ზამთარს გაზაფხულის ყვავილები არასოდეს ენახა. ისინი  თოვლის დადნობამდე მიწიდან თავს არ ამოჰყოფდნენ, ემალებოდნენ. 

-ლამაზ-ლამაზი ყვავილები  გაზაფხულს ფერად-ფერად სამოსს   აცვამენ, ზეიმით ეგებებიან, -ეჩურჩულებოდა ზამთარს ქარი.

- მე კი მხოლოდ შენ მეგებები, -ჩიოდა ზამთარი, -მეც მინდა  ჭრელა-ჭრულა ყვავილების ნახვა.  მალე წავალ, ყვავილებს კი ვერა და ვერ  ვნახავ...

მიწის გულში ჩათბუნებულმა ყვავილებმა  მისი ნათქვამი  გაიგონეს. ძალიან  შეეცოდათ, მაგრამ მიწიდან თავის ამოწევა ვერ გაბედეს. მარტო ენძელები არ შეუშინდნენ თოვლს. დობილებმა ბევრი უშალეს, ზამთარი თავისი სუსხიანი სუნთქვით გაგთოშავთო, მაგრამ ენძელებმა მაინც არ დაიშალეს.

ჯერ  თეთრი ენძელები ამოვიდნენ. შეხედა მათ ზამთარმა და თვალებს არ დაუჯერა, თოვლის ვარსკვლავები ეგონა. თეთრ ენძელას მოჰყვა ვარდისფერი, იასამნისფერი და ყვითელიც კი. 

-გამარჯობა, ზამთარო, გამარჯობა!-დაიძახეს ენძელებმა, -აი, ჩვენც მოვედით!

-ნუთუ  ასე ჩემთვის იჩქარეთ!-გული აუჩუყდა ზამთარს,-რა ბედნიერი ვარ! თითქოს პაწია ბალერინები იყოთ! 

ქარმა ფრთხილად დაუბერა. პაწია მოცეკვავეებმა ცეკვა დაიწყეს. ძალიან სასიამოვნო იყო თოვლზე მოცეკვავე ბალერინების  ცქერა. ეს ცეკვა ზამთარს ეძღვნებოდა. 

-რა სილამაზეა!-ზამთარი სიხარულით აცრემლდა. მისმა ცრემლებმა თოვლი დაადნო. მიწიდან ყოჩივარდამაც  გაბედა ამოსვლა, ყოჩივარდას ია მოჰყვა...

ენძელები ისევ ცეკვავდნენ.  ბედნიერი ზამთარი ასე ცეკვა-ცეკვით გააცილეს. 

 

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

წყაროს ამბავი

- მე ქვეყანას სინათლესა და სითბოს ვაძლევ! -თავს იწონებდა მზე. - მე მაცოცხლებელ წვიმას, -გაიძახოდა ღრუბელი. - მე ხომ უხვი წყლით ვარ ცნობილი! -გაიძახოდა მდინარე...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

გმირი

პატარა გიორგი ოცნებობს; - ახ, ნეტავ, ფეხმარდი ცხენი მყავდეს! ნეტავ, რკინის პერანგი მქონდეს და ბასრი ხმალი! - რკინის პერანგი და ხმალი? -ბებო იცინის, -ნეტავ, რა...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: იმნაძე:


Kids.ge-ს რჩევები

გამოხატეთ სიყვარული და მხარდაჭერა

აჩვენეთ თქვენს ოჯახის წევრებს, რომ გიყვართ და მხარს უჭერთ მათ.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026