kids.ge logo

კაკლის ბერტყვა

ფავორიტებში დამატება

ხიდან კაკლის წვიმა მოდის,
განა წვიმა,-
კაკლის სეტყვა!
არც წვიმაა და არც სეტყვა,
მას ჰქვია კაკლის ბერტყვა!
ჭახაჭუხით,
ჩახაჩუხით,
ბზრილით და
ტრილით
ხემ ტოტები შებერტყა....
თქვენ გეგონათ შრილით?
დაჭექა,
დაქუხა,
დაგვიძახა ამაყად:
მოდენა მოსავალი
გსმენითო არაკად?
ბებო ამბობს:
-ამას ჰქვი
შემოდგომის ბარაქა!
ხის ქვეშ მიწა მოფინა
კროლა-კროლა კაკლებით,
ახლა ბავშვების ჯერია,
რით ვარ სხვებზე ნაკლები?
თქვენ კაკლების შეგროვება
ნუ გგონიათ გართობა...
საყვარელი შემოდგომავ,
მა-დლო-ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭიამაიაჭია, ჭიამაიაო, პაწაწინა დაიაო, მზემ გაჩუქა ხალებიო, შენ კი გენაცვალებიო! ჭია, ჭიამაიაო, მშვენიერო დაიაო, ...შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ვაშლილოყაწითელა, შაქარა ვაშლი მიგორდა თაკოსთან: -გემრიელი ვარ, პატარავ,- სურნელოვანი, ტკბილიო! შენი ვარ, ჩაიტკ...თითებისაქმეში მეხმარებიან ჩემი პატარა თითები: პირს ვიბან, ვხატავ, ვთამაშობ, ვწერ, ვჭრი, ვკერავ თუ ვალაგებ... რა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026