kids.ge logo

პატარა სოფლის პატარა სკოლა

ფავორიტებში დამატება

მათე და ბარბარე სოფლის პატარა სკოლაში სწავლობენ. მათი სკოლა ერთსართულიანია, აგურით აშენებული. შენობას ირგლივ ხის აივნები და მოაჯირები აკრავს. სკოლას აქვს მხოლოდ ხუთი საკლასო ოთახი.  ოთახებში თითო-ოროლა მერხი თუ დგას, - ამ სკოლაში სულ თვრამეტი მეოცნებე ბავშვი სწავლობს. 

ბავშვებს ძალიან უყვართ თავიანთი პატარა სკოლა. მას ისე უვლიან, შენობა სისუფთავისგან ბზინავს, კრიალა ფანჯრები თითქოს იღიმებიან. 

ერთხელ დილით სკოლაში ადრე მისულ ბავშვებს შენობის თეთრ კედელზე შავი საღებავით მიჯღაბნილი წარწერა დახვდათ. ვინ იცის, ასე ვინ მოიქცა! ბავშვები თავჩაღუნული იდგნენ, სკოლას თვალს ვერ უსწორებდნენ. მათე ოხრავდა, ჯავრით აღარ იყო, ბარბარემ ტირილი მორთო. სხვებსაც თვალები ეცრემლებოდათ... ბავშვები მაშინღა დაწყნარდნენ, კედელი კვლავ რომ გაათეთრეს... 

მათი სკოლა ხომ პატარაა? სამაგიეროდ, ეზოა ძალიან დიდი. სკოლის ირგვლივ, ეზოში გოლიათი ფიჭვები დგანან,-თითქოსდა პატარა სკოლის დამცველები იყონ. მიუხედავად ამისა, ბავშვებს უნდათ გაზაფხულზე სკოლის ეზოში თვრამეტი ხე დარგონ. ფიჭვები-გოლიათები, ცოტა არ იყოს, მკაცრად გამოიყურებიან, პატარა ხეები კი ჩვენს ლამაზ სკოლას ფოთლების შრიალით გაართობენო. 

ერთხელ მათემ მასწავლებელს უთხრა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენი პატარა სკოლა გაიზარდოს, რადგან ეს ძალიან, ძა-ლი-ან მინდაო... მასწავლებელმა ბიჭს გაუღიმა და ჩაფიქრდა. თუ პატარა სოფელი გაიზრდება, მას დიდი სკოლა დასჭირდება... ნეტავი, მომავალში რა მოხდება! ნეტავი, მათე  ამ ნატვრას აისრულებს? ამას როგორ შეძლებს?!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

ვისია ეს სახლი?

სახატავ ქაღალდზე ქრისტინემ სახლი დახატა. სახლი პატარაა, თუმცა ნამდვილს არაფრით ჩამოუვარდება. აქვს პატარა კიბე, პატარა კარი და ორი პატარა ფანჯარა. ფანჯრები თითქო...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ღუზა

დაღამდა. რახანია, თოლიები სანაპიროზე გაფრინდნენ. ზოგს ზღვაზე ყოფნა ურჩევნია, ტალღებზე არხეინად ირწევიან, ნებივრობენ. ზღვაურმა ოდნავ დაუბერა. ციდან ყველა ღრუბელი...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

სკასთან მომხდარი ამბავი

ბურდღუნა დათუნია ბუთა ტყეში უსაქმოდ დაეხეტებოდა. ნაძვის ნერგს დაეჭიდა, - დიდმა ხეებმა დაუტატანეს, - არ გადატეხოო. ნეკერჩხალზე აცოცდა, - ჩიტუნია რიამ გაკიცხა, ბუ...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

გოლიათი გოგრა

გიგა პაპამ და გოგამ გოგრა დათესეს. გიგა გოგრას უვლიდა და აკვირდებოდა. გოგრა სწრაფად იზრდებოდა. მისმა მსხვილმა ღერომ და ფართო ფოთლებმა ლამის მთელი ბოსტანი გადაფა...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: რევიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

შეამოწმეთ ბავშვის მატრასი და ბალიშები

დარწმუნდით, რომ მატრასი და ბალიშები კომფორტულია და მხარს უჭერს ბავშვის სხეულს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026