kids.ge logo

ზაფხულის მზიანი დილაა!

ფავორიტებში დამატება

ბავშვი-სად მი−ზუ−ზუ−ნებ, ფუტ−კა−რო,
სა−ით იჩ−ქა−რი ამ დი−ლით?
ფუტკარი-ყვავილის ტკბი−ლი წვე−ნი−ა
ჩე−მი სა−უზ−მეც, სა−დი−ლიც.
მთე−ლი დღე ვიფ−რენ, ვიშ−რო−მებ
არ შე−ვის−ვე−ნებ წა−მი−თაც,
რომ მე−რე შენ გემ−რი−ე−ლი
თაფ−ლი მო−გართ−ვა ჯა−მი−თა.

ბავშვი-მერცხალო, ე−ნა−ჭიკ−ჭი−კა,
სა−ით იჩ−ქა−რი ამ დი−ლით?
მერცხალი-საკვები შე−მო−მე−ლი−ა,
შინ კი ბარ−ტყე−ბი მე−ლი−ან.
საჭ−მელს ვუ−ზი−დავ ბუ−დე−ში,
დავ−ზარ−დო, და−ვაფრ−თი−ა−ნო,
რომ მე−რე ჩვე−ნი სიმ−ღე−რა
შენს ჭერქ−ვეშ ა−ვახ−მი−ა−ნოთ.

ბავშვი-სად მიიჩ−ქა−რი, პე−პე−ლავ,
სად მი−ფარ−ფა−ტებ ამ დი−ლით?
პე−პე−ლა- ჩვენ ნაირ-ნაირ ფე−რე−ბით
ველ-მინდვრებს მოვეფე−რე−ბით.
თეთ−რიც, წი−თე−ლიც, ყვი−თე−ლიც..
შემ−კუ−ლი ა−თას−ფე−რი−თა,
რომ და−გიმშ−ვე−ნოთ ზა−ფხუ−ლი,
რომ დატკ−ბე ჩვე−ნი ცქე−რი−თა.

ბავშვი-ბუძგია ზღარ−ბო, სად მიხ−ვალ,
სად მი−ცუხ−ცუ−ხებ ამ დი−ლით?
ზღარბი-ოჰ, მეჩ−ქა−რე−ბა ძა−ლი−ან,
წუ−თი−თაც ა−რა მცა−ლი−ა...

ბავშვი-შენ კუსკუსა-კუ, შენ მა−ინც
სად მი−კუს−კუ−სებ ამ დი−ლით?
კუ-ზღარბმა,- გა−მო−ი−ქე−ცი−ო,
სურს, ნა−დიმ−ზე და−ვეწ−ვი−ო...
შე−მო−მით−ვა−ლა, ქარს წუ−ხელ
ჩა−მო−უყ−რი−ა ვაშ−ლი−ო,
წა−მო−კუს−კუს−დი, ძმო−ბი−ლო,
დღეს ბაღ−ში სუფ−რას გავშ−ლი−ო...

ბავშვი-ჭრიჭინა-ჭრიჭინობელა,
სად მიჭ−რი−ჭი−ნებ ამ დი−ლით?
ჭრიჭინა-მეც მაქვს სიმ−ღე−რით სათქ−მე−ლი,
ხე−დავ? დი−ლა−ა ნა−თე−ლი!
მოვ−მარ−თავ ჩემს ვი−ო−ლი−ნოს
და მე−რე ზა−ფხულს სა−ო−ცარს
ა−თას სიმ−ღე−რას მი−ვუძღვ−ნი,
სულ ჭრიჭინ-ჭრიჭინ დავ−ლო−ცავ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს გოგონა ვისია?ეს გოგონა ვისია? ეს პატარა ვისია? ვისი არის ცქრიალა, ცუგრუმელა ცისია? ვის ეკუთვნის ღიმილი კოხტა გოგოს რომ...ნინო და პიანინომოუტანეს პიანინო ცუგრუმელა გოგო ნინოს, აგრიალდა პიანინო, აამღერა ცელქი ნინო. აკისკისდნენ კლავიშები: -დელი...ნიავი ხეხილის ბაღშია-ეს ვაშლია წითელი, ეს კი ლურჯი ქლიავი,- შემოდგომის ბაღ-ვენახს თავს ევლება ნიავი: -ეს ყურძნის მტევანია,- მ...ვაშლებიერთი ვაშლი, ორი ვაშლი, ესეც სამი ვაშლი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ყველა კარგი, ყველა დიდი, ყველა ერთმან...რადიომ გამოაცხადადღეს დილით კარგი ამბავი გამოაცხადა რადიომ: -როცა სათქმელი აქვე მაქვს, სხვა ახალ ამბებს რად ვდიო? ერთ ბიჭზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026