kids.ge logo

კახა მიდის სკოლაში

ფავორიტებში დამატება

ა−ნა−ბა−ნა, ა−ნა−ბა−ნა,
დე−დამ წიგ−ნი მო−მი−ტა−ნა, -
ი−ა−კო−ბის დე−და−ე−ნა,
სა−ქართ−ვე−ლოს მზე და რწმე−ნა.

-მუ−დამ გქონ−დეს ამ დღის ხსოვ−ნა!-
კოხ−ტა ჩან−თა მი−სახ−სოვ−რა.
შე−მომ−ცი−ნის ბე−ბო თა−ნაც:
-ბი−ჭი უნ−და შე−ნის−თა−ნა!

სკო−ლის−კენ მი−მა−ცი−ლე−ბენ
გო−გა, კო−ბა, თა−კო, ლე−ლა...
მოს−წავ−ლე რომ გავხ−დი უკ−ვე
უ−ხა−რი−ა ყვე−ლას, ყვე−ლას.

-ა−ბა, შვი−ლო, გვა−სა−ხე−ლე!
დე−დი−კო−ნა მკოც−ნის ტკბი−ლად,-
ი−ყო−ჩა−ღე, გა−ი−ზარ−დე
ქვეყ−ნის სა−სა−ხე−ლო შვი−ლად!

ჩე−მი ქვეყ−ნის მზე დამ−ნა−თის,
ოქ−როს−ფე−რი სხი−ვით მლო−ცავს:
-ა−სა−ხე−ლე სა−ქართ−ვე−ლო,
დი−დი ბი−ჭი გახ−დე რო−ცა!

სკო−ლის−კენ მი−მა−ცი−ლე−ბენ
სა−ქართ−ვე−ლოს ლურ−ჯი მთე−ბი,
ჩე−მი ქვეყ−ნის სიყ−ვა−რულ−მა
გა−მო−მას−ხას ლა−მის ფრთე−ბი.

სი−ხა−რუ−ლით შე−ვის−წავ−ლი,
ჩე−მი ხალ−ხის ა−ნა−ბა−ნას,
მთელ ქვე−ყა−ნას ვათქ−მე−ვი−ნებ:
-ყო−ჩაღ, ქართ−ველს ა−მის−თა−ნას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციდან ღრუბელი გამოიპარაეს ღრუბელი-ხეტიალა ციდან დედას გაეპარა, განა შედგა ცისკიდურზე, განა მთის წვერს გაეკარა, განა ქუდად დაეხურ...სანტას ლოდინში ჩამეძინაღამით სანტა კლაუსი ჩუმად შემოპარულა, განა ჩემთვის დაუცდია, იცით, სანტას რა უქნია? საახალწლო საჩუქრები ნაძ...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...თვლა ისწავლაანათითებს, ბანათითებს, ციცქნა ანა ითვლის თითებს: -ცერა და საჩვენებელი, შუათითი, არათითი, ეს პაწაწა მეხუთე...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026