kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

კა−ლა−თებ−ში ჩა−ა−ლა−გა
შე−მოდ−გო−მამ ხი−ლი,
ა−თასგ−ვა−რი სა−სუს−ნა−ვი,-
კა−კა−ლი და თხი−ლი...
სი−ხა−რუ−ლით გა−ამ−ზა−და
სა−უ−ცხო−ო ძღვე−ნი;
სტუმ−რად მი−დის შე−მოდ−გო−მა
სიმ−ღე−რით და ლხე−ნით.
მი−დის, მი−დის, მი−იმ−ღე−რის:
-ოდელია-დელა,
მე ი−სე−თი გუ−ლუხ−ვი ვარ,
გა−ვა−ხა−რებ ყვე−ლას!
გზა−ზე შეხვ−და კურ−დღე−ლი,-
ნა−ცა−რა და ყურგრ−ძე−ლი:
-შენ რა უნ−და მარ−გო,
რას მა−ჩუ−ქებ, კარ−გო?
თეთრ−ქა−თი−ბას ერ−გო
სა−სუს−ნა−ვი ტკბი−ლი;
სურ−და, სტა−ფი−ლოსთ−ვის
გა−მო−ეკ−რა კბი−ლი.
გზა−ზე შეხვ−და ციყ−ვი:
-არ გე−გო−ნო ბრიყ−ვი,
მე რა უნ−და მარ−გო,
რას მა−ჩუ−ქებ, კარ−გო?
ციყ−ვუ−ნი−ას ერ−გო
დარ−ჩე−უ−ლი თხი−ლი,
რკო და ბუძ−გა წაბ−ლი
და კა−კა−ლი მსხვი−ლი.
გზა−ზე შეხვ−და დათ−ვი:
-ნა−ჩუ−ქარს მეც დავთვ−ლი,
მე რა უნ−და მარ−გო,
რას მა−ჩუ−ქებ, კარ−გო?
და−თუ−ნი−ას ერ−გო
თაფ−ლი ქარ−ვის−ფე−რი,
დატკ−ბა მუ−რა დათ−ვი
სავ−სე ქოთ−ნის ცქე−რით.
ტყე ბუ−ზღუ−ნებს წყე−ნით:
-გე−ტყვი ფოთ−ლის ე−ნით,
მე რა უნ−და მარ−გო,
რას მა−ჩუ−ქებ, კარ−გო?
ტყეს ჩა−აც−ვა ფარ−ჩის
ოქ−როს−ფე−რი კა−ბა,
ფო−თოლც−ვე−ნაც უძღვ−ნა,
რა გეგონათ,აბა?
ბუ−ბუ−ნე−ბენ მთე−ბი:
-სურ−ნე−ლე−ბით ვთვრე−ბით,
ჩვენ რა უნ−და გვარ−გო,
რას გვა−ჩუ−ქებ, კარ−გო?
ა−თასფ−რად მო−კაზ−მა
მთის ცი−ცა−ბო კალ−თა.
რო−გორ და−ამშ−ვე−ნა,
რა ყო−ფი−ლა მართ−ლა!
გზა−ზე შეხვდ−ნენ ჩი−ტე−ბი,-
ფრთა−მა−ლე−ბი, ცქვი−ტე−ბი:
ჩვენ რა უნ−და გვარ−გო,
რას გვა−ჩუ−ქებ, კარ−გო?
ფრინ−ვე−ლებ−საც მის−ცა
შე−მოდ−გო−მის ხვა−ვი,-
მარ−გა−ლი−ტის სი−მინ−დი,
ხორ−ბა−ლი და ჭვა−ვი...
ბო−ლოს ნა−ხა ბავშ−ვე−ბი,-
გა−უ−გო−რა ვაშ−ლე−ბი,
კა−კა−ლი და თხი−ლი,
ა−თასგ−ვა−რი ხი−ლი...
უფ−რო−სებ−საც ერ−გო
შე−მოდ−გო−მის ძღვე−ნი,
ა−ლიკ−ლიკ−და ქვევრ−ში
ყურძ−ნის ტკბი−ლი წვე−ნი...
მო−ი−ტე−ხა ყა−ნა,
და−იკ−რი−ფა ხი−ლი,
წე−ლი−წა−დის ეს დრო
ა−რის ტკბილ−ზე ტკბი−ლი.
ოქ−როს შე−მოდ−გო−მამ
გა−ა−ხა−რა ყვე−ლა,
ზე−ი−მი−ა! ლხი−ნი!
ოდელია-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...ქარიქარი დაჰქრის შარა-შარა, მთა და ბარი გაამწარა. აქეთ ეცა, იქით ეცა, გადაიქცა ლამის მხეცად. ეცა ტყემალს, ეცა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026