kids.ge logo

ბობოს ბურთი

ფავორიტებში დამატება

პატარა აგარაკი-არაკის გვერდით სპორტული მოედანია. ამ მოედანზე პატარა ბიჭი ბობო ხშირად ფეხბურთს თამაშობს. მოედანს იქით ტყეა გაშლილი. ამ ტყეში ბობოს ფისო- ხეტიალა დადის, ციყვებს სტუმრობს. 

ერთხელ ბობოს მოედანზე ბურთი დარჩა. დაღამდა. ბურთს მარტო ყოფნა მოსწყინდა. კიდევ კარგი, მთვარე ამოვიდა, თანაც სულ ბობოს ბურთისნაირი. ბურთი მასთან საუბრით გაერთო, უცებ მოედანზე ფისო-ხეტიალა დაინახა, ტყიდან ბრუნდებოდა.

-ბურთო, შენ აქ ხარ? ბობოს დაავიწყდი?-შესძახა ხეტიალამ, -მარტო არ გეშინია?

-არ მეშინია, უბრალოდ, მომწყინდა.

-მეც მომწყინდა,-ამოიოხრა ხეტიალამ,-ტყეში ციყვები მოვინახულე, მაგრამ დაღვრემილები სხედან, ტოტზე ხტუნვაც კი არ ეხალისებათ. მათი მწვრთნელი დათუნა კიდევ დადის და ბუზღუნებს. გააწყალა, რა გული!

-რატომ?

-ციყვებს კურდღლებთან ფეხბურთის მატჩი წაუგიათ... დათუნა გამწარებულია. ახალი შეჯიბრების დანიშვნა უნდა.

-მერე მე აქ არ ვარ?-გაუხარდა ბობოს ბურთს,-მიდი, ციყვები და კურდღლები მოიყვანე, ახალი მატჩი გავმართოთ.

-ყოჩაღ, ბობოს ბურთო! გავრბივარ! 

მალე მატჩი დაიწყო. მოსაწყენად ვის ეცალა? ნეტავი, მთვარე გენახათ, შეხვედრას ზემოდან მსაჯობდა. მაყურებლები ტყის ბინადრები იყვნენ. მოედნიდან მარტო ტახი გააძევეს, თურმე კარის ძელთან, ბადის უკან, ორმოს ამოთხრა დაიწყო.

უპირატესობა ციყვების მხარეს იყო. 

--ყოჩაღად, ყოჩაღად!-გაიძახოდა მთვარე,-დაცვა გააძლიერეთ, კურდღლებო, და-ცვა!

კურდღლებს გაუჭირდათ და რატომღაც მთვარეზე გაწყრნენ:

-შენ მანდ გაჩუმდი დ წესიერად იმსაჯე! წეღან პენალტი რატომ არ დანიშნე?

ციყვებმა 3: 2 გაიმარჯვეს. ფეხბურთი მთვარის ქვეშ დამთავრდა. მოედანი და იმის იქით მთელი ტყე გრიალებდა. ხეტიალამ ბობოს ბურთი შინისკენ გააგორა.

გათენდა. ბობო ეზოში მთქნარებით გამოვიდა. უცებ მზისგულზე ტკბილად ჩაძინებული ფისო-ხეტიალა და თავისი ბურთი დაინახა:

-ჩემი ბურთი! მე კი მეგონა, რომ მოედანზე დამრჩა! რა დროს ძილია, ჰეი, ხეტიალა! გაიღვიძე!

მაგრამ ხეტიალა არ განძრეულა. ისევ ციყვებისა და კურდღლების ფეხბურთს უყურებდა, ოღონდ სიზმარში.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ნატვრა აუსრულდა

ერთხელ ქარიშხალმა ჩამოიქროლა. გვერდზე გადაბრეცილ დიდ ხეს მიაწვა და წააქცია. მაღლობზე გადმოკიდებული ხე ზემოდან ზღვას დაჰყურებდა. ზღვაზე გემები გედებივით დასრიალ...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

დედის სიყვარულის ძალა

წვიმინი დღე იყო. დები-თაია და ნია ფანჯარასთან მოწყენილი იდგნენ. ისინი წვიმით დაფარულ პატარა ბაღს გაჰყურებდნენ. უცებ დებმა ჩიტუნას ჟივჟივი გაიგონეს. გარეთ, სახლი...

პატარა ნაძვის ამბავი

ერთ ლამაზ ტყეში ხეები მეგობრულად ცხოვრობდნენ.  გავიდა დრო. მშვენიერ ნაძვს თანდათან სიბერე შეეპარა. წიწვები გაუყვითლდა,  ტოტები გაუხმა. ხეები დაღონდნე...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

კეთილი ჯადოქარი ჯანო

დარეჯანმა თავისი ჯადოსნური ფუნჯით ჯადოქარი ჯღუნა დახატა. ამ დროს ჯაბამ დაუძახა. დარეჯანი ჯაბასთან გაიქცა, ნახატზე ჯღუნა გაცოცხლდა. მიიხედ-მოიხედა და მშვენიერი თ...

მეკარე

მათეს ძალიან უყვარს ფეხბურთი. უნდა ეზოს გუნდში თვითონაც იყოს, მაგრამ ბავშვები არ ათამაშებენ, ეუბნებიან, ჯერ პატარა ხარო. ამიტომაა, რომ მათე მარტო ვარჯიშობს, ბიჭ...

ქვიშის კოშკი

პატარა კესო ქვიშის სათამაშო კოშკს აგებს. კოშკი ძალიან ლამაზია. კესოს უხარია. ნიკამ დაინახა ქვიშის კოშკი, დაჰკრა ფეხი და დაანგრია. კესო ატირდა: - ამ კოშკს დიდხან...

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ლომსაძე:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ თანაგრძნობა

ასწავლეთ ბავშვებს, გაითვალისწინონ სხვების გრძნობები და დაეხმარონ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026