kids.ge logo

ჭიამაიას ზღაპარი

ფავორიტებში დამატება

მზის სხივს პაწია ათინათი მოწყდა და თეთრი ყვავილის ფურცელზე დასკუპდა. 

-წამოდი, რას უყურებ, ცაში დაბრუნების დროა!-დაუძახა მზის სხივმა.

-ცაში წასვლა არ მინდა, მომბეზრდა თქვენთან ყოფნა! მიწაზე უნდა დავრჩე, -ბალახზე ვისეირნო და ყვავილის გულში ვიცხოვრო... 

დარჩა პაწია ათინათი მიწაზე, გვირილების მინდორში. განაწყენებულმა მზემ სხივები აიკრიფა და თვალს მიეფარა. დაღამდა. პაწია ათინათს შესცივდა. მისი ციცქნა ნაპერწკალი თანდათან იბჟუტებოდა, ტანზე კი პაწაწა წინწკლები უჩნდებოდა. 

მოენატრა მზეს თავისი ათინათი და სხივები დილაადრიან გაგზავნა მიწაზე. იპოვეს სხივებმა ათინათი, შეეცოდათ და თბილი სხივებით მოეფერნენ. პაწია ათინათი ლამაზ მწერად იქცა, ტანზე მას წითელი, შავად დაწინწკლული კაბა ეცვა. 

-ახლა შეგეძლება მიწაზეც იცხოვრო და ცაშიც მოგვინახულო,-ალერსით უთხრეს მზის სხივებმა. 

დარჩა პაწია მწერი დედამიწაზე. მას ლამაზი სახელები დაარქვეს, -ზოგან მაიას ეძახდნენ, ზოგან ლედიბაგს, ზოგან რას და ზოგან რას. 

ცამ ღრუბლები შემოიხვია. წვიმა დიდხანს გაგრძელდა. მოენატრა პაწია ჭიამაიას თავისი მშობლიური ცა და მზე. 

ცხრათვალა მნათობი ჭიანჭველა ჭინჭარას და ჭრიჭინა ინასაც მონატრებოდა. 

-შენ ხომ მზის შვილი ხარ! ჭია, ჭია -ჭიამაია, ხვალ როგორი დარია? -დაუძახა დობილს ჭრიჭინამ.

ჭიამაიამ პაწია ფრთები გაშალა, ღრუბლების ჭუჭრუტანებში მარჯვედ გაძვრა და მზეს ესტუმრა. 

-გამოდი, მზეო, გამოანათე, წვიმამ მიწაზე ჭენჭყოები გააჩინა და ჭიანჭველა-ჭინჭარას ბუდე დაუტბორა, ჭრიჭინა ინას უმზეოდ სიმღერა არ სურს...

მზემ არ აწყენინა, გადასწია ცის ფარდა და სასწრაფოდ გამობრწყინდა. ჭინჭარას ბუდე მალე გაშრა, ჭრიჭინამ სიმღერა შემოსძახა:

-ჭია, ჭიამაია, გულკეთილო დაია, რა მზიანი დარია, აგრემც გაგიხარია!

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ჰყავს

რა კარგი სიტყვა ყოფილა „ჰყავს.“ ეს სიტყვა თურმე იმას ნიშნავს, რომ დედამიწაზე მარტო არა ხარ. რა კარგია, რომ ადამიანებს ერთმანეთი ჰყავთ. ეს სიტყვა ცხოველებსაც ...

სამი გოჭის ამბავი

ერთ უდაბურ ტყეში დედა ღორი ცხოვრობდა. მას სამი გოჭი ჰყავდა,-ბაგი, ბუგი და ფათერაკა. ბაგი და ბუგი ისეთი ღონიერი გოჭები იყვნენ, სულ ბაგიბუგით დადიოდნენ. ფათერაკა...

მოდით, ერთად წავიკითხოთ!

მხიარული ზაფხულია. პატარა ნიკოს და ანანოს დაჭერობანას თამაში უნდათ. - ნიკაა! -ყვირის პატარა ნიკო, -სად ხარ? დაჭერობანა ვითამაშოთ! აი, იპოვეს! ბიჭი ხის ქვეშ წა...

ზაზუკა

ზაზუკა პატარა ბიჭი არ გეგონოთ, ის ნიკას ზაზუნაა. პაწაწინა ცხოველია, - თოვლივით თეთრი. თათები ჩვილის პაწია თითებს მიუგავს. ზის თავის მინის სახლში და პირს არხეინა...

გვირილები

მწვანედ მოხასხასე მინდორზე გვირილებმა გაახილეს თვალი, პირველად მზე დაინახეს და მაშინვე შეუყვარდათ: - რა ლამაზია! როგორ გვინდა, ჩვენც მზეს ვგავდეთ! როცა ერთმან...

გაიხარებენ!

დღეს ვაშლის კრეფაა! დიდები და პატარები ხეხილის ბაღში არიან. უფროსები ვაშლს კრეფენ. ნატო და სანდრო დაკრეფილ ვაშლს არჩევენ. წითელ-წითელ და მსხვილ-მსხვილ ვაშლებ...

როგორ დახატა ციყვმა ცარომ შემოდგომა

მამიკო ციყვი მხატვარია. ციყვუნია ცარო მას დილიდან ეწუწუნება: - მამიკო, რა არის, სულ ზღარბებსა და ლოკოკინებს რომ ხატავ? რა იქნება, შემოდგომის სურათი დამიხატო. მ...

დედა

დედაჩემს დეა ჰქვია. ხომ ლამაზი სახელია? დედა-დეა. ერთი დ აკლია, თორემ სახელადაც დედა ერქმეოდა. დედაჩემი დედად მუშაობს, ჩვენ გვივლის, მე და ჩემს დაიკო მაგდას....

პატარა წვეთის ამბავი

პატარა წვეთი დედამიწაზე ცხოვრობდა,-ლიკლიკა ნაკადულის ტალღებში.  ლიკლიკა ნაკადული ლამაზ მინდორზე მიედინებოდა. პატარა წვეთი წყლის ნაკად მიჰყვებოდა, ცას უყურ...

დინო-პატარა დინოზავრი

დინო პატარა დინოზავრი იყო. იგი ნესტიან და დაბურულ ტყეში გამოიჩეკა. ძლივს ამობობღდა კვერცხიდან, მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ერთმანეთში გადახლართული ხე-გვიმრების მეტი ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: რევიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

წაახალისეთ კითხვა

წაახალისეთ ბავშვი, წაიკითხოს სხვადასხვა ჟანრის წიგნები, რათა გააფართოვოს მისი ცოდნის სფერო.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026