kids.ge logo

მუშური

ფავორიტებში დამატება
სი−მინდ−სა თოხ−ნა და−ვუ−წყოთ,
ერ−თხმად დავს−ძა−ხოთ მუ−შუ−რი;
ე−გებ მა−შინ დაგ−ვა−ვი−წყდეს,
რომ გლეხ−ნი ვართ უ−ბე−დუ−რი!

მარ−ტო ჩვენთ−ვის არ ვმუ−შა−ობთ,
სხვი−საც გვმარ−თებს სამ−სა−ხუ−რი:
ბა−ტო−ნი გვყავს, ვართ სა−წყა−ლი,
უ−პატ−რო−ნო, უ−ბე−დუ−რი!

ყვე−ლა თავ−ში გვი−ჩაჩ−ქუ−ნებს,
გა−რე−შე და ში−ნა−უ−რი;
ცხელ−სა მი−წას უხ−ვად ალ−ბობს
ოფ−ლი, ჩვენ−გან მო−ნა−წუ−რი.

ჩვე−ნი ჯა−ფით მო−ნაყ−ვა−ნი
სხვას−თან მი−დის საზრ−დო პუ−რი,
შინ ცოლ-შვილს შიმ−ში−ლი გვიკ−ლავს,
მაგ−რამ ვინ მი−უგ−დოს ყუ−რი?

მათ−სა საზრ−დოს სხვა ი−ტა−ცებს,
სტი−რის ცო−ლი მე−ძუ−ძუ−რი,
შიმ−ში−ლისგან რძე უშ−რე−ბა,
წი−ვის შვი−ლი უ−სუ−სუ−რი!

ღმერთს ბა−ტო−ნად მო−უ−ცი−ა
ჩვენთ−ვის ერ−თი აზ−ნა−უ−რი,
მისთ−ვის სუყვე−ლა ჩვე−ნა ვართ -
მე−ბეგ−რე−ცა და მსა−ხუ−რი.

მის−გან ტანჯ−ვას რომ მოვრ−ჩე−ბით,
მა−შინ გვტან−ჯავს მი−სი ფუ−რი!
უ−პატ−რო−ნოდც არ ვარ−გი−ვართ,
რო−გორც ცხვა−რი უმ−წყემ−სუ−რი.

მა−შინ ყვე−ლა ბა−ტო−ნია!
გამ−კი−თხა−ვი სა−დღა ა−რი!...
მდი−ვან−ბე−გის ბო−ქა−უ−ლებს
გა−ე−ღე−ბათ სახ−ლის კა−რი.

სულ მათ მი−აქვთ, რაც რო−მა გვაქვს:
ქა−თა−მი, თხა, ძრო−ხა, ცხვა−რი.
ჩვენ ყო−ველ−დღე ტანჯ−ვას ვე−ლით!..
გლე−ხებს რა გვაქვს გასახა−რი?

სა−მარ−თალს კო−ლოფ−ში სძი−ნავს,
ის არს ფუ−ლის მეგობა−რი,
არ იღ−ვი−ძებს, თუ უ−ფუ−ლოდ
მას−თან მი−ვი−და სტუმა−რი!

შინ−დის წკნე−ლებ−ზე სწე−რი−ა
ჩვე−ნი სა−ხე−ლი და გვა−რი...
გან−ვაგრ−ძოთ, ძმე−ბო, მუ−შუ−რი,
ჩვე−ნი სევ−დის განმაქა−რი!

ბანს გვე−ტყვი−ან ნაღვ−ლი−ა−ნად
არე-მარე, მთა და ბა−რი!
ნუ−თუ გულგ−რი−ლად უ−ყუ−რებს
ჩვენს ტანჯ−ვასა მაცხოვა−რი!...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იმერული სიმღერაპატარა საყვარელო, რისთვის მომიკალ გული? გალიაში გაგზარდე, ვით მაისის ბულბული. შაქრით მყავდი გაზრდილი, შენ...ღამურაერთმა უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგვობა, დასწყევლა თვისი გაჩენა, ბუნების იწყო მან გმობა: “იმ უსამართლო ბუ...მუხამბაზინახევარი ცხოვრების გზა გავლიე, სიტკბოზედა მწარე მეტი დავლიე. არ მშორდება მწუხარება და ჭირი, მაგრამ მაინც ...ხანჯალსშენი ჭირიმე, ხანჯალო, რკინაო ხვარასნისაო, შენ ერთად-ერთო იმედო მტრისაგან გამოხსნისაო!.. გლესავ და გლესავ,...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026