kids.ge logo

გიგი

ფავორიტებში დამატება
ბრა−ლი−ა გი−გის სიკვ−დი−ლი,
ფშა−ველნ ნუმც გა−ი−გო−ნე−ბენ;
შა−იყ−რე−ბი−ან ციხე-გორს,
ლაშქ−რო−ბას მა−ი−გო−ნე−ბენ.
გულ−ზე ე−კა−ლი და−ესხ−მისთ,
მტერს ვე−ღარ და−ი−მო−ნე−ბენ.
- გი−გი სა−და გყავთ, ფშავ−ლე−ბო,
ან ი−მის ცხე−ნი ტი−ა−ლი?
- გი−გის თოფ დაჰკ−რეს ქის−ტებ−მა,
სისხლ−მა და−ი−წყო წკრი−ა−ლი.
ა−ღარ ა−ცა−ლეს რჯულ−ძაღ−თა,
ფრან−გულს გა−ე−ღო კრი−ა−ლი.
გვე−ნა−ხა არ−წი−ვის მოსვ−ლა,
წე−როთ დაქ−საქს−ვა, გრი−ა−ლი.
და−გე−ნატ−რე−ბათ, ფშა−ველნო,
გი−გის ფრან−გუ−ლის ტრი−ა−ლი.
ა−ხადს გავს−თხა−რეთ სა−მა−რე
შავგვ−რე−მა−ნა−ის ბი−ჭი−სა,
ცოლს გა−ვუგ−ზავ−ნეთ ი−მისას
ლურ−ჯი პე−რან−გი გი−გისა.
გი−გის ლურ−ჯა−ი ბა−გას ჰბავ,
თვა−ლით ცრემ−ლე−ბი მის−დი−სა,
ტოტს უ−ცემს მხარკ−ვე−რი−ა−ნი,
ზურ−გი და−ღარა მი−წი−სა.
- ხმა−ლი რას შვრე−ბა გი−გისი,
ფრან−გუ−ლი გვე−ლის−პი−რი−სა?
- სამ−ჯერ იღვ−რე−ბა დღე−ში−ა,
უგი−გიობას სტი−რი−სა.
- ცო−ლი რას ამ−ბობს გი−გისი,
ქა−ლი ლუ−ხუ−მათ ბე−რი−სა?
- ქმარს ე−ძებს მო−ში−ნა−უ−რეს,
არ−მიმ−დე−ვარ−სა მტე−რი−სა.
- დე−დამ რა−ღა სთქვა ჯა−ვა−რამ
შვი−ლის სიკვ−დი−ლის თქმა−ზე−და?
- გონ−თით გად−ვარ−და ბე−ჩა−ვი,
ხე−ლი ი−ტა−ცა თმა−ზე−და,
შუ−ა გა−ხი−ა მან−დი−ლი,
ხორ−ცი იგ−ლი−ჯა ტან−ზე−და.
ვე−ღარ გა−უძ−ლო ვა−რამ−სა,
და−ნას და−ეჭ−რა ფხა−ზე−და.
- მა−მამ რა−ღა სთქვა თი−ნი−ბექმ,
ამ−ბავ რო უ−თხრეს შვი−ლისა?
- გულ ჩა−იმ−ჯი−ღა, ჩა−ფიქრ−და,
ა−ლი აჰ−ვარ−და პი−რი−სა:
“რად არ ა−ცა−ლეს რჯულ−ძაღ−თა
ვე−ფხვს ერ−თხელ გას−მა კბი−ლი−სა?
მოკ−ლან, თუ მოკ−ლეს, რა−ღა ვქნა,
წეს ეგ ა−რი−ო გმირისა!”
- შვილ−მა რა−ღა სთქვა მა−ხა−რემ,
ვაჟ−კაც წვერ−შა−მა−მა−ვალ−მა?
- ზავ−თი და−იდ−ვა, რო−გო−რაც
ღრუ−ბელმ ცას გად−მა−მა−ვალ−მა;
სამტ−რო−და ჰლე−სავს ფრან−გულსა,
სისხ−ლი ა−ი−ღოს მა−მი−სა,
შა−ღე−ბოს ქის−ტის სისხ−ლითა
ქე−რა ულ−ვა−ში ბრძა−მი−სა.
- რვა−ლი სა−დღა−ა გი−გისი,
სამკ−ლა−ვე, სა−ფუ−ხა−რი−ა?
- ომ−ში ურ−ვა−ლოდ ჩა−ვი−დის,
მე−ხად ცით ნა−ქუ−ხა−რი−ა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...სამეფოს სიმღერაქალო, გნახე ფეხშიშველა, გამაჰგოგდი ეზოშია; გენაცვალე, კაკაბს ჰგვანდი, მოსეირნეს ფერდოშია. ვისი ძუძუ გიწოვ...მთამ სრულიად სხვა სთქვამთამ ეგ არა სთქვა, ბაჩანავ, როგორაც შენა გგონია. მისი ნათქვამი, ნაგრძნობი მე სულ სხვა გამიგონია. გაცვრცილ...გულო, რას დაჰღონებულხარგულო, რას დაჰღონებულხარ, რას იბურები ნისლითა? განა სულ ესრე ვიქნებით დაკრუნჩხვილები ყინვითა! ჩქარა ზაფხულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026