kids.ge logo

1795 წლის სახსოვრად

ფავორიტებში დამატება
ა−გერ ა−მოდ−გა აჩრ−დი−ლი,
აკლ−და−მის კა−რი გა−ი−ღო;
რა ფრი−ად შე−წუ−ხე−ბუ−ლა,
ხელ−ში ფრან−გუ−ლი აიღო…
მოჰგ−ვა−რეს ლურ−ჯი ტა−ი−ჭი,
ნალ−მა ძგრი−ა−ლი გა−ი−ღო.
თვალ−თა−გან ცრემლ-დანადენსა
სისხ−ლი უ−ცი−ნის მკლავ−ზე−და,
მა−ინც არ ტყდე−ბა მო−ხუ−ცი,
ხე−ლი უვ−ლი−ა ხმალ−ზე−და;
გასც−ქე−რის ტფი−ლი−სი−სა−კენ,
აღშ−ფო−თე−ბუ−ლი ძალ−ზე−და;
იწ−ვე−ბა ჩვე−ნი ქა−ლა−ქი,
ა−ლი შემჯ−და−რა ალ−ზე−და.
იქ მიშ−ვე−ლე−ბა სწა−დი−ან,
თავს ესხ−მის გუნ−დი მტე−რი−სა;
უხ−მობს ი−მერთ და ა−მერ−თა,
ვი−საც თა−ვი აქვს შვე−ლი−სა.
მო−უვ−ლენ ა−რაგ−ვე−ლე−ბი, -
გულ-გადალევით ე−ლი−სა.
სა−და ჰყავს შა−ვარდ−ნის გუნ−დი,
ვაჟ−კაც−ნი ლო−მის ფე−რა−ნი?
ტახ−ტი და−უწ−ვეს მე−ფე−სა,
ქვე−ყა−ნა ქმნი−ლა ვე−რა−ნი.
სრულ სისხ−ლით გა−და−ბას−რუ−ლან
მწვა−ნე ი−ვერ−თა ვე−ლა−ნი.
ფარ−ფა−შობს აღა-მაჰმადი,
თა−მა−შობს ი−მის მე−რა−ნი.
სა−დაა ქართ−ველთ ბი−ჭე−ბი,
ვით გასძ−ლონ ა−მის მზე−რა−ნი?
- ვაჰ−მე, სა−და და სა−დღა−ა,
კრწა−ნის−ზე გას−წყდენ ყვე−ლა−ნი.
უხ−მობს, უ−წო−დებს მხედართა…
და−დუ−მე−ბუ−ლან ენანი…
თა−მარს და ვახ−ტანგს მი−ართ−ვეს
ტან−ზედ წყლუ−ლე−ბის თმე−ნა−ნი.
ვაჰ, რომ მათ შთა−მა−ო−ე−ბას
დაგ−ვეხ−შო ყურ−თა სმე−ნა−ნი:
სისხ−ლის დაღვ−რას−თან სწო−რად გვაჩნს
ქა−ღალდს ნა−თი−თხნი მე−ლა−ნი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნატვრაკლდე უნდა იყო, სალი კლდე - მიწავ, რადა ხარ ფხვიერი, - რომ ვერა სთხრიდეს საფლავებს ქარჩით მოხუცი ხნიერი. რ...ფშაველი ჯარისკაცის წერილიგულ-მკერდიმც აგიყოვდება, დედაო, ია-ვარდითა! თვალებს ნუ ითხრი ტირილით, გულს ნუ ისერავ დარდითა! ვინც დავიჭრ...სიტყვა ეულისიტყვა გადვაგდე ერშია, სიტყვა, რა სიტყვა? - ეული, ტანჯულის გულის ნაცრემლი, ვარმით ნაკვები, სნეული, გულ-გა...დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...მთათ ძილიხევებში ჩაწვა ნისლები, განზედ დაყრილან მთანია, ერთურთზე მიქადლებულნი, როგორც ერთგულნი ძმანია. მთვარე ცას ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026