kids.ge logo

ილია ჭავჭავაძის სახსოვრად

ფავორიტებში დამატება
სა−ძირკვ−ლად აზ−რი ჩა−აგ−დე,
ზედ დასდ−გი გრძნო−ბის ტა−ძა−რი,
მან გა−აბრ−წყი−ნა სხი−ვე−ბით
ჩვე−ნი სამ−შობ−ლოს მთა-ბარი.
გვყა−რა−უ−ლობ−დი თვალ-ფხიზლად,
შენ ი−ყავ ჩვე−ნი სა−ფა−რი -
მოგ−კა−ლით ჩვე−ნისვე ხე−ლით,
მოძ−მეთთ−ვის ნა−ჭირ−მა−გა−რი;
და შე−ნი სისხ−ლიც იქ ბრ−წყი−ნავს,
სად წი−ნა−პარ−თა ნ−თხე−უ−ლა,
რო−მელ−თა ხსოვ−ნა შენს გულ−ში
ა−რო−დის გა−მო−ლე−უ−ლა;
ი−მათ სისხლს ა−რაგ−ვის პი−რად
შე−ნიც და−ერ−თო წლე−უ−ლა.


მოჰკვ−დი თვის სატრ−ფოს კალ−თა−ზე.
და−დუმ−და ჩან−გის სი−მე−ბი;
აყ−ვა−ვე−ბუ−ლი მა−მუ−ლი
გაგ−ვიხ−და და−სა−ტი−რე−ბი!
და−გი−კოც−ნი−ან სა−ხე−სა
ნა−თელს ა−რაგ−ვის გმი−რე−ბი;
შვი−ლის და−კარგ−ვას გლო−ვო−ბენ
ტურ−ფა ა−ლაზ−ნის პი−რე−ბი!
კა−კო ყა−ჩაღ−თან ერ−თა−და
მოსთქ−ვა−მენ გლე−ხის შვი−ლე−ბი,
უ−სა−მართ−ლო−ბის მსხვერპ−ლე−ბი,
ყა−ჩა−ღად გაც−ვივ−ნი−ლე−ბი.
ჩვე−ნის სა−წყლო−ბის მო−ზა−რევ,
მანდ და−ის−ვე−ნო ე−გე−ბი?!
ჩვენ რა ვქნათ, ჩვე−ნა, ცო−ცხლებ−მა?
გარს შე−მო−ვივ−ლეთ ბე−ქე−ბი,
ვხდე−ბით ყვავ-ყორნის სა−დი−ლად,
ტურა-მგელთ გა−საყვ−ლე−ფე−ბი!


ვა−ი, რომ რჩე−ბა აკ−ვა−ნი
ბა−ზა−ლე−თის ტბის ძი−რა−სა,
და დიდ−ხანს კი−თხვად−ვე გვრჩე−ბა:
„ვინ ა−მო−ი−ღებს ი−მა−სა?
ან იმ ბალღს ვინ უ−პატ−რო−ნებს,
უ−სუ−სურს მტი−რალს ბე−დი−სა,
აკ−ვან−ში რომ წევს სა−წყა−ლი
და ძუ−ძუ ს−წყუ−რის დე−დი−სა?
ან იმ ცრემ−ლის ტბას დი−ად−სა,
ე−რის−გან და−ნა−დი−ნარ−სა,
ვინ დაშ−რეტს, ვინ ა−მო−იყ−ვანს
იმ უ−სუ−სურსა მტი−რალსა?!”

ვე−რა−ფერს ვი−ტყვი. ე−ნა სდუმს,
თავ−ზე დაგვ−ჩხა−ვის ყო−რა−ნი;
გაღ−მა გასვ−ლი−სა მსურ−ველ−თა
უ−კუღ−მა მიგვ−ყავს ბო−რა−ნი;
გაგ−ვი−ბა−ტონ−და, მგო−სა−ნო,
სი−რეგვ−ნე შეუწონარი…

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როს ვუკვირდები თავის თავს…როს ვუკვირდები თავის თავს და არ ვემდური მეტადა: მადლს დავთვლი ათასობითა, ცოდვა სამ რჩება კენტადა, მხრები ...მთათ მითხრეს...მთათ მითხრეს: “ნუ დაგვივიწყებ, კარგად აგვხედე, ჩაგვხედე; ჩვენსავით იდეგ მტკიცედა, ვინძლო აროდეს დაჰბერდე....ადგილო კურუმ-კურუმოადგილო კურუმ-კურუმო, ველიან-ჭალიანაო, სამოთხესავით ლამაზო, მიყვარხარ ძალიანაო, რადა ხარ სულ მუდამ დინჯი შ...რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოსრა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს, რა-გინდ ვარამმა მკბინოსა, კიდევ შავმღერნებ ერთხელა, რომ გულმა მაილხინოსა, მური...წილის ყრასკამს იჯდა ბაბურაული გუდანს გუდანის ჯვარშია, - გარეთ იყოფდენ ნადავლსა, ჩოჩქოლი ისმის ჯარშია. წილის ყრა არ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026