kids.ge logo

ვიცანი, ღმერთო, სამყარო

ფავორიტებში დამატება
ვი−ცა−ნი, ღმერ−თო, სამ−ყა−რო, -
ეს შე−ნი და−ნა−ბა−დე−ბი, -
ი−მი−სი ავლა-დიდება
და შიგ საგ−ძა−ლი ნა−დე−ბი;
მბო−ჭავს, არ მა−თა−ვი−სუფ−ლებს
გარს შე−მორ−ტყმუ−ლი ბარ−დე−ბი;
დღეს გულ−სა−ცა სწვავს, კუჭ−სა−ცა
გუ−შინ ნა−ჭა−მი ქა−დე−ბი.
რად გვინ−და, ნე−ტავ, სი−ცო−ცხლე,
ეს ა−მო−დე−ნა ამ−ბე−ბი,
თავ−ში სი−ცი−ლი, მოლ−ხე−ნა,
ბო−ლოს - ვა−ი და დარ−დე−ბი!
გან−გე−ბის სა−თა−მა−შო−და,
გა−სარ−თო−ბად ვართ გამხდ−რე−ბი;
ერ−თი−ა, თუნ−და ჩვენ ვიყვ−ნეთ
და თუნ−და მინდვ−რის თაგ−ვე−ბი:
გა−ვე−რან−დე−ბა ერ−თხე−ლაც
ტურ−ფად შემ−კუ−ლი ბა−ღე−ბი,
ჩა−მო−ინგ−რე−ვა დარ−ბა−ზი
და სრა-სახლების თა−ღე−ბი;
ცრემლს და−უ−წყე−ბენ ფრქვე−ვა−სა
დღეს მოლ−ხი−ნა−რი ბალ−ღე−ბი.
ა−მას ბჭობს, ვისც ა−ბა−რი−ა
გან−გე−ბის ბჭე−თა სა−ღე−ბი.
ა−სე−ა, ვი−ცით კარ−გა−და,
ამ წუ−თი−სოფ−ლის თვი−სე−ბა,
ვე−რა−ფერს ვი−ზამთ ო−მი−თა,
ა−რას გვიშ−ვე−ლის გი−ნე−ბა,
ქრთა−მი და ხვეწნა-მუდარა,
ხმალ-ზარბაზნების ღი−რე−ბა,
დი−დი ჭკვა, გა−მოც−დი−ლე−ბა,
ქვე−ლო−ბის გა−მო−ჩი−ნე−ბა.
გან−გე−ბის გა−სარ−თობ−ნი ვართ
ჩვე−ნის ჭი−რით და ლხი−ნი−თა,
ა−მის მეტს ვერ თუ შესძ−ლებ−და,
ღმერთ−მა ი−ნე−ბა ი−მი−თა -
დაგვ−ღა−ლოს, ოფ−ლი გვა−დი−ნოს,
მე−რე გაგ−ვაძ−ღოს ძი−ლი−თა,
რომ ბო−ლოს სიტკ−ბო ვი−გე−მოთ
გამსჭ−ვა−ლუ−ლებ−მა ჭი−რითა.
ალ−ბათ, ა−სე სჯობს, ჩვენ ვცდე−ბით,
ვერ ვსა−ზღვრავთ ჩვე−ნის ტვი−ნი−თა
ი−მას, რაც წარ−მოს−დინ−დე−ბა
სიწ−მინ−დის ჭურჭ−ლის პი−რი−თა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კიდევაც ვნახავ გაზაფხულსკიდევაც ვნახავ გაზაფხულს, ყელმოღერებულს იასა, სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს, იმის სიტურფეს ღვთიანსა, ამწვა...ობოლი“აღარც დედა მყავს, არც მამა, აღარც ძმა, აღარც ბიძები, სულ დამელია თვის-ტომი, ტყის ნადირივით ვიზრდები. ტან...გულო, არ გასტყდე!გულო, არ გასტყდე, გამაგრდი, კლდეო, კლდედ იდეგ სალადა! რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა, მეცა გყევივარ ავადა. ...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...ის კი არ არის ბიჭობაის კი არ არის ბიჭობა, რო გამაგრებდნენ, ჰმაგრობდე. ბიჭს მაშინ დაგიძახებდი, თავისთავადა ჰვარგობდე. არც ის მ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026