kids.ge logo

არ მოწყვიტო ია

ფავორიტებში დამატება

,,-ნახე , ია დაგიკრიფე,
კოპწია და ნაზფურცელა,
ამ დილით, რომ შენს ფანჯრებთან,
სილამაზით გათენდა“

-გათენდა მაგრამ მერე,
შენ მოწყვიტე უდარდელად,
ბა ჰკითხე მის დედიკოს,
ან ძამიკოს, უნაზეს დას..
მათ ხომ სურდად რომ გვერდი-გვერდ,
შეხვედროდნენ მზის ალიონს,
გეხვეწები ამის შემდეგ,
არ მოწყვიტო, დღე გალიოს!

-ახლა უკვე შენს ნათქვამზე,
დავირცხვინე, ეს რა ვქენი,
მაგრამ ისე ლამაზია,
გაგექცევა მაინც ხელი.
მაგრამ ვფიცავ ამის შემდეგ,
ა იყოს თუ ენძელა,
ნაბიჯებსაც ავარიდებ,
ხელს არ ვახლებ მის მშვენებას.

-სიკეთეა ჩემი, შენი,
რაც აცოცხლებს ჩვენს ბუნებას,
-მომიფრთხილდით რომ დაგატკბოთ,
ყველა ფურცლით გვეუბნება.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *პატარა ვარ? არა, დიდი! გუშინ გავხდი ექვსის, მალე სკოლის კარს შევაღებ, მელის ჩემი მერხი. დედიკოს გულს გავა...ბაჭიამე პატარა ბაჭია ვარ, ბუჩქის ძირას ვზივარ, დედა სადმე თუ წავიდა, სულ თვალღიას მძინავს. ისე ძლიერ მეშინია, ...ენძელების ნაზი ჯარიენძელების ნაზი ჯარი, დაეფინა მიწას, ფრთხილად! ფეხი არ დაადგა, ჯერაც წყნარად სძინავთ. სადაცაა თავს წამოჰყო...ენძელა და იაიამ უთხრა ენძელას, ლამაზი ხარ, გყვარობ, მაგრამ მთელი ბუნება, ჯერ ჩემს მოსვლას ლამობს. მე თუ მოვალ, გაზაფხ...შეხედე როგორ დაუთოვია,,შეხედე, როგორ დაუთოვია, თეთრად მორთულა ქუჩა, ბილიკი, ეს ფანტელია, შენ რა გგონია? ღრუბელს წააგავს თეთრი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026