kids.ge logo

რატომ დგანან წეროები გრძელ ფეხებზე

ფავორიტებში დამატება

ძველად, ძალიან დიდი ხნის წინათ, წეროებსაც ბატებივით მოკლე, ბაჯბაჯა ფეხები ჰქონდათ. ისინი სისუფთავის ძალზედ მოყვარულები იყვნენ და ყოველი ნადირობის შემდეგ დიდხანს უწევდათ ბუმბულის დასუფთავება.

ერთი ლამაზი წერუკა, ასე ეძახდნენ მას ახლობლები, განსაკუთრებით კოპწია და პრანჭიკელა ვინმე გახლდათ. ბუმბული მუდამ ბმზინვარე ჰქონდა და ფეხებზეც ნამცეც ტალახსაც ვერ უპოვნიდით. იმდენად ეზარებოდა ჭაობში, შლამში დგომა და ნადირობა, რომ, სანამ შიმშილი ძალიან არ შეაწუხებდა, საშოვარზე არ გადიოდა ხოლმე.

ერთ დღესაც მშიერმა წერუკამ გადაწყვიტა სანადიროდ წასულიყო. წინა ღამის ნაწვიმარი იყო, გზა სამაოდ ტალახიანი, ჭაობი  კი საკმაოდ ჭუჭყიანი ჩანდა. სულ თითის წვერებზე მიდიოდა და ჭაობში შესვლაზე ფიქრიც კი ზარავდა. ბილიკი ფოთლოვან ტყეში გადიოდა. წერუკამ ჩამოტეხილი ტოტი შეამჩნია, რომელსაც შუა ადგილზე კოხტა წამონაზარდი ჰქონდა. მან ყურადღებით შეათვალიერა ტოტი, ფრთის ქვეშ ამოიჩრა და მსგავსის ძებნა დაიწყო. მალევე იპოვა მეორეც. იცით რისთვის უნდოდა? იფიქრა, ოჩოფეხებად გამოვიყენებო. დიდი წვალებით შესკუპდა ამ ოჩოფეხებზე. ჯერ მინდორში დაიწყო სიარული, რადგან ჩამოვარდნისას რამე არ ტკენოდა და არც დასვრილიყო. კარგა ხანს წვალობდა ჩვენი წერუკა. ნელ–ნელა უფრო გამართულად და ადვილად გადაადგილდებოდა. შუადღისკენ მშვენივრად დადიოდა  ოჩოფეხებით.

იმ დღეს მშვენივრად ინადირა, ერთი ბუმბულიც კი არ დასვრია. გრძელი ნისკარტის წყალობით მაღლიდანაც მშვენივრად იჭერდა ბაყაყებსა და ლიფსიტებს. იმდენად კომფორტულად გრძნობდა თავს, სახლშიც კი იმ ოჩოფეხებით წაბაკუნდა.

სხვა წეროები ჯერ ამრეზით უყურებდნენ წერუკას: – ამ მეტიჩარამ ეს რა მოიფიქრა, როგორ ზემოდან გადმოგვყურებს, რა აწოწილია, როგორი უშნოაო– მაგრამ, როცა დაინახეს, რომ ნადირობასაც მშვენივრად ახერხებდა და საერთოდ არ ისვრებოდა, თვითონაც იკადრეს მიბაძვა. მოძებნეს ტყეში ტოტები და მოირგეს ფეხებზე.

მალე ყველა წერო ოჩოფეხებზე დადიოდა. იმდენად კომფორტულად გრძნობდნენ თავს, ღამეც კი არ იხსნიდნენ მათ.

ხომ იცით, რომ ყველა ტყეში ცხოვრობს ცისფერი ფერია. ამ ტყის ფერიას მოეწონა წეროთა მოხერხებულობა და ოჩოფეხები ყველას ნამდვილ ფეხებად უქცია.

მის მერე ყველა წერო გრძელ ფეხებზეა შედგარი. ისინი მოხერხებულად ნადირობენ ყველგან და თან ისე, რომ ერთ ბუმბულსაც კი არ ისვრიან.

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო
სოფოს ბლოგი - შვილთან ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო

     მშობელთა აბსოლუტური უმრავლესობის სანუკვარი ოცნება - „ჩემი ნათქვამი, მომენტალურად ჯდებოდეს ბავშვის გონებაში და არასდროს მჭირდებოდე...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2021