kids.ge logo

მოცეკვავე დათუნია

ფავორიტებში დამატება

ბაჯბაჯელა დათუნიას 
ცეკვა უყვარს გულით,
სულ ამაზე ლაპარაკობს
დიდი სიხარულით.

ტოლები კი დასცინიან,
უწუნებენ ილეთს,
“- შენს სიმძიმეს მონდომება
ვერ გაგიბათილებს.

- მოცეკვავე დათვი, აბა,
ვის უნახავს ნეტავ?
ამაზე ფიქრს სხვა დათვები
სიზმარშიც ვერ ვბედავთ”.

ის კი გრძნობდა, ცეკვა იყო
მოწოდება მისთვის,
არ აქცევდა ყურადღებას,
როგორ ჩანდა სხვისთვის.

და ყოველდღე განუწყვეტლად
ვარჯიშობდა ტყეში,
სრულიად არ აშინებდა, 
წვიმა, თოვლი, თქეში.

ერთ საღამოს მეფე ლომმა
ტყეში ბრძანა კრება,
სურდა მოწყენილი შვილის 
გამხიარულება.

ბევრმა სცადა, მაგრამ მაინც
ვერ გაართო პრინცი,
დათუნამ თქვა: ”- რაც გაართობს,
მგონი უკვე ვიცი”.

გამოვიდა სცენაზე და 
ამოძრავდა ნელა,
ციცქნა ლომიც ააცეკვა,
გააოცა ყველა.

იცეკვეს და იკისკისეს,
იხალისეს ერთად,
ლომმა სთხოვა, “- მასწავლებლად
მობრძანდიო ჩვენთან”.

დათუნიაც თავის ქნევით
დაეთანხმა წამში,
სიხარულის ჟრუანტელმა 
დაუარა ტანში.

ლომს იმ დღიდან ასწავლიდა
ცეკვის ყველა ილეთს,
მონდომება სიმძიმესაც
თურმე აბათილებს.

სხვა დათვებმაც დაიჯერეს
და გაუჩნდათ რწმენა,
რომ არ არის ცუდი ზოგჯერ
ოცნებებში ფრენა.

და თუ ძალებს არ დაზოგავ,
მოინდომებ გულით,
გამოგივა ყველაფერი
საქმის სიყვარულით.

სოფო გასიტაშვილი
3 თებერვალი, 2021 წ.
ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 6–11
ოპტიმალური ასაკი: 7–9

სხვა ზღაპრები

მოცეკვავე დათუნია

ბაჯბაჯელა დათუნიას ცეკვა უყვარს გულით,სულ ამაზე ლაპარაკობსდიდი სიხარულით. ტოლები კი დასცინიან,უწუნებენ ილეთს,“- შენს სიმძიმეს მონდომებავერ გაგიბათილებს. - მოც...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სეფერიძე:


Kids.ge-ს რჩევები

მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება

მიეცით ბავშვს არჩევანის უფლება, თუ რა სახის აქტივობებით დაკავდეს.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026