kids.ge logo

ასპინძის ომი

ფავორიტებში დამატება

VI. ქართველი ჯარის განსაცდელი იდუმალასთან

ერეკლემ აჰყარა ალყა აწყურს. დასძრა თავისი ჯარი და გაუძღვა როკეტის გზაზე. ჩვენი ჯარი ძლიერ ნელა მიდიოდა ცუდ და უცნობი გზის გამო. შეიტყო თუ არა ალყის აყრა აწყურის ციხეში მყოფმა მტრის ჯარმა, იგი, უმეტეს ნაწილად, გამოვიდა სიმაგრიდან, უფრო მოკლე გზა აირჩია, გაუსწრო წინ ჩვენ ჯარსა, წინ უყელა, შეუერთდა თავიანთ ჯარს, ასპინძის ახლო მყოფსა, შეადგინა ორი ათასი ლაშქარი და უცებ თავს დაესხა ქართველ წინა ჯარსა იდუმალას მახლობლად. ბლომა ნაწილი ჩვენი ჯარისა უკან იყო დარჩენილი, წინა ჯარსაც მტერმა მოასწრო უხერხულს ალაგს, მოულოდნელად მიიტანა მასზე იერიში და ამიტომ ჩვენი ჯარი აირია, შეძრწუნდა და ზურგი აქცია მტერსა. საშინელი დამარცხება ვერ ასცდებოდა ქართველთა ჯარსა, თუ რომ მეფის სამაგალითო გულადობას არ ეხსნა იგი დიდის განსაცდელისაგან. ერეკლე პირადად გაექანა“რაოდენიმე ჩინებულითა და შინა ყმითა თვისითა და შვიდით ხევსურითა, განსწირა თავი თვისი და ეკვეთა ფიცხლად, ვიდრე სიკვდილამდე”... გამოქცეული ჩვენი ჯარი, როცა მან თავისი უსაყვარლესი მეფე განსაცდელში დაინახა, გონზე მოვიდა, ისევ აივსო მამაცური გამბედაობით, მიუბრუნდა მტერსა, დაესხა თავსა და საშინლად დაამარცხა. მტრის ორი ათასი კაციდან ათასმა ძლივს უშველა თავსა გაქცევითა. ნახევარი ჯარი ოსმალ-ლეკებისა ბრძოლის ველზე დარჩა დახოცილი და დაჭრილი.

ამ შემთხვევაში ერეკლე უნებლიედ მოგაგონებთ იულიუს კეისარსა, პირველს სარდალს ძველის დროისას. როცა ისპანიაში პომპეუსის შვილების ჯარმა ზურგი აქნევინა კეისარის ჯარსა და გამოაქცია, ეს სწრაფად მოაჯდა თავის ცხენსა, მჭეხარი ხმით შესძახა:“განა ამ ბალღებს უნდა დავემარცხებინოთო! ” და იერიში თვითონ მიიტანა მტერზე. გაქცეულმა ჯარმა რომ თავისი უძვირფასესი წინამძღოლი დაინახა საშინელს ხიფათში, მობრუნდა, მამაცურად შეება მტერსა და საშინლად დაამარცხა.

ასაკობრივი შეფასება
3456789101112131415161718
ზოგადი ასაკი: 8–18
ოპტიმალური ასაკი: 12–15

სხვა მოთხრობები

ერეკლე მეფე და ინგილო ქალი

ერეკლე მეფეს ომი ჰქონდა ჭარის ლეკებთან და ძლიერ დაამარცხა. გამარჯვების შემდეგ თავისი ჯარით უკან გამობრუნდა მეფე, ორმოცდაათი წლის ვაჟკაცი, მშვენიერს ბედაურზე იჯდ...

ცხრა ძმანი ხერხეულიძენი

თბილისის სამხრეთით, ორმოცი ვერსის მანძილზე მდებარეობს მოზრდილი სოფელი მარაბდა. სამასი წლის წინათ ამ სოფელში ცხოვრობდა მოხუცი აზნაური ხერხეულიძე, რომელიც გადასახ...

სირცხვილის აშორება

შუადღე იყო, ძალიან ცხელოდა. პატარა სანდრო მინდვრიდან შინ ბრუნდებოდა. შიმშილიც ძლიერ აწუხებდა და წყურვილიც. გზაზე, მეზობლის ვენახში ღობესთან დაინახა წითლად დაკუნ...

თხა და გიგო

იყო ერთი ზარმაცი გიგო. ერთხელ თქვა: მოდი, ერთი თავს გამოვიჩენ ბეჯითობითაო. გამოვიდა სახლიდან, გამოიტანა თან წიგნი და გავიდა სოფლის მოედანზე. ჩამოჯდა იქ კუნძზე, ...

მკვეხარა ქოთანი

ქოთნები ერთად შეგროვილიყვნენ. ერთი უფრო მაღლი ქოთანი შუაში ჩამდგარიყო და იკვეხნიდა: მე თქვენისთანა როდი ვარ, მე ოქროს ძირი მაქვსო. უცებ თავს წაადგა ცაცხვი. მკვ...

სიკეთე ბოროტებისათვის

ერთ სკოლაში ვარო სწავლობდა. ძლიერ ლამაზი გოგონა იყო, მაგრამ გული კი ბოროტი ჰქონდა. მეტად თავი მოჰქონდა სილამაზით, ნაკლებად ბეჯოთობდა და წამდაუწუმ დასცინოდა თავი...

იავნანამ რა ჰქმნა?

თბილისიდან რომ აღმოსავლეთისკენ წახვიდე, ერთი დღის მოგზაურობის შემდეგ მიადგები ერთს გრძელს მთასა, რომელსაც ჰქვია ცივი. ამ ცივის მთაზე რომ ახვიდე და იქით, აღმოსავ...

ჯიუტი თხები

მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო. - უკან დაიხიე! - უთხ...

ცრუპენტელა

ბავშვი ცხვრებს აძოვებდა. ვითომ მგელი დაინახა, დაიწყო ყვირილი: მიშველეთ მგელიო. გლეხები გაიქცნენ, ნახეს ტყუილი იყო. ასე მოატყუა მეორედ და მესამედ. მეოთხედ მგელი ...

ცოტნე დადიანი

მეცამეტე საუკუნის შუა წლებში საქართველოსათვის თავდადებულობით თავი ისახელა ერთმა დიდებულმა ქართველმა, სახელად ცოტნე დადიანმა. აი, როგორ მოხდა ეს ამბავი. თამარ მ...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ხოსიტაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ უსაფრთხოება

აუხსენით ბავშვს, რა არის უსაფრთხო და რა არა ჰიგიენის დაცვის დროს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026