მდინარეზე ვიწრო ხიდი იყო. ამ ხიდზე ორი ჯიუტი თხა შეხვდა ერთმანეთს. გვერდის აქცევა შეუძლებელი იყო. ერთ-ერთს უკან უნდა დაეხია და გზა დაეთმო.
- უკან დაიხიე! - უთხრა ერთმა მეორეს.
- ნურას უკაცრავად! რატომ უნდა დავიხიო? მე პირველი ამოვედი ამ ხიდზე. შენ თვითონ დაიხიე!
არც ერთს არ უნდოდა უკან დახევა. მოუვიდათ ჩხუბი. დაეჯახნენ ერთმანეთს რქებით.
ჯიუტმა თხებმა თავი ვეღარ შეიმაგრეს და ყირამალა გადაეშვნენ წყალში.
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ წყლის უსაფრთხოება
აუხსენით ბავშვს, რომ არ უნდა იცურაოს მარტო და არ უნდა იცურაოს სახიფათო ადგილებში.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო