ჩემო პატარებო, ადრე ბავშვებს ძალიან უყვარდათ ერთად ყოფნა, ერთად თამაში. იგონებდნენ ათასნაირ გასართობს. ხან მეგობრულად თამაშობდნენ, ხან კინკლაობდნენ, იბუტებოდნენ, შემდეგ ისევ რიგდებოდნენ და აგრძელებდნენ ერთად ყოფნას.
ერთი სოფლის ერთ-ერთ უბანში ბევრი ბავშვი ცხოვრობდა, ამიტომ, ამ უბანში მუდამ ბავშვთა ჟივილ-ხივილი ისმოდა. აქვე ცხოვრობდა ერთი, ყველასგან გამორჩეული პატარა გოგო. გამორჩეული იყო იმით, რომ მუდამ მწვანე კაბა და ფეხსაცმელი ეცვა, სულ ცოტა რამეც სწყინდა, იბუტებოდა. ეგრევე ხეზე აძვრებოდა, ფოთლებში იმალებოდა და უცნაურ ხმებს გამოსცემდა. ბავშვები ამ ხმას მიჰყვებოდნენ და ადვილად პოულობდნენ ამ უცნაურ გოგონას, ხეს გარშემო შემოეხვეოდნენ, ხან ებოდიშებოდნენ, ხან თხოვდნენ და შემოირიგებდნენ, რომ ისევ ერთად ეთამაშათ ხოლმე. გოგონას რადგან ხშირად სწყინდა ძალზე უმნიშვნელო რამეც კი და მიძვრებოდა ხეებზე, ბავშვებს მობეზრდათ სულ მისი ძებნა და თავი გაანებეს. თუ უნდა მოვიდეს და გვეთამაშოს, თუ არა და იჯდეს ხეზეო. ამაზე ხომ უფრო და უფრო იბუტებოდა და ბრაზისაგან მწვანდებოდა გოგონა. საერტოდ არ ჩამოდიოდა ხიდან, უცნაურ ხმებს გამოცემდა და ეს ხმა მით უფრო ძლიერად ისმოდა, რაც უფრო მოღრუბლული ამინდი იყო და ცა საწვიმრად ემზადებოდა.
იმ კეთილ, ცისფერ ფერიას ეცოდებოდა ეს თავისებური გოგონა, ურჩევდა მას დაევიწყებინა ახირებული ქცევები და ჩვეულებრივი ბავშვივით ეცხოვრა, მაგრამ გოგონა სულ უფრო და უფრო იფუყებოდა და მწვანდებოდა. ხვდებოდა ფერია, რომ ამ გოგონას ადამიანებთან ცხოვრება არ უნდოდა, ტან ამინდის გაუარესების საოცარი წინათგრძნობა ჰქონდა და გადაწყვიტა, გოგონა ექცია ხეზემცხოვრებ პატარა, მწვანე ბაყაყად. ალბათ თქვენც გინახავთ ასეთი პატარა, მწვანე ბაყაყი, რომელიც ადამიანის დანახვისას გაიფუყება და იმალება ხოლმე, მაგრამ ადამიანები მაინც უყვარს და ამინდის გაუარესებას ხმამაღალი ყიყინით ამცნობს ხოლმე.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
აუხსენით ბავშვს, რომ ყველაფერი, რასაც ის ონლაინ აკეთებს, ტოვებს ციფრულ კვალს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მის წინააღმდეგ.
გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო