ოთახი მორთულია საახალწლოდ. დგას ნაძვის ხე. შემოდის ორთავიანი დევი
პირველი თავი:- დღეს ახალი წელია
ჩვენ კი არსად გველიან,
ყველა ისე გაგვირბის,
ვიყოთ მათი მტერია.
ნეტა ვის რას ვუშავებთ?
ასე რატო გაგვრიყეს?
მოდი, ეს საქციელი
დავანანოთ ამ ბრიყვებს.
მეორე თავი:- გაჩე, ნუღარ ბურდღუნებ,
გვეყო ცუდის კეთება,
კეთილებად ვიქცევით?
შეგვიყვარონ იქნება.
მოდი, ნურვის შევუჭამთ
შემონახულ მარაგებს,
პირველი თავი- როცა მშია, იცოდე
მე არავინ მადარდებს.
მეორე თავი- მხოლოდ თავზე რომ ფიქრობ,
ყველას აფრთხობ, აშინებ,
ზეიმიდან მიტომაც,
გაგვაგდებენ მაშინვე.
პირველი თავი- რაღაც ბევრს ლაპარაკობ, მე ისედაც გაბრაზებული ვარ. გაჩუმდი თორემ...
მეორე თავი- რა თორემ?
პირველი თავი- რა და შეგჭამ
მეორე თავი- აბა გაბედე (თავებით კინკლაობენ)
პირველი თავი- კარგი გვეყოფა ჩხუბი. მარტო რომ არ ვიყოთ, იცი რა გავაკეთოთ?
მეორე თავი- რა?
პირველი- მოვიტაცოთ თოვლის ბაბუა და ფიფქია
მეორე- კარგი რა, უფრო შეგვიძულებენ.
პირველი- აბა, მარტო ვიყოთ? ჩვენ არ გვინდა გართობა და საჩუქრები?
მეორე- მერე, ბავშვები ცოდონი არ არიან?
პირველი- უჰ, მომაბეზრე თავი... აი, ზანზალაკების ხმა ისმის, წავედით...
(შემოჰყავთ თოვლის ბაბუა და ფიფქია)
თოვლის ბაბუა- ეს რა ჰქენი დევო? რატომ მოგვიტაცე? ბავშვები გველიან.
ფიფქია- მოიწყენენ პატარები, ცოდონი არიან.
პირველი- ჩვენ არა ვართ ცოდონი?
მეორე- ჩვენც გვინდა გართობა. (პირველს) გაუშვათ ესენი, თორემ ბავშვები მოვლენ, მაინც წაგვართმევენ, წაიყვანენ, ჩვენ კი... შეგვიძულებენ
პირველი- აბა გაბედონ!
(შემოდიან ბავშვები: ცეკვავენ, ხტუნავენ თოვლის ბაბუა და ფიფქიასთან ერთად)
მეორე- მოდი, ჩვენც ჩავერთოთ, თუ მიგვიღეს
პირველი- ჩავერთოთ (ნელ - ნელა უახლოვდებიან და წრეში ცეკვავენ)
ბავშვი 1- გაუშვი, დევო, თოვლის ბაბუა
ბავშვი 2- ფიფქიაც გაუშვი რა, გთხოვ
ბავშვი 3- აბა რა ახალი წელი იქნება მათ გარეშე?
პირველი თავი- ჩვენ რა ვაკეთოთ მარტო?
მეორე თავი- ჩვენ... მოდი, გავხდეთ კეთილები და წაგვიყვანენ ბავშვები
ბავშვები- წაგიყვანთ, წაგიყვანთ
პირველი თავი- მე არ ვიქნები დღეიდან ავი
დამემოწმება მეორე თავი.
მეორე თავი- არავის ვავნოთ, ვფიცავართ დედას,
ჩვენ იგი გვიყვარს ყველაზე მეტად.
ბავშვი 1- დავუჯეროთ მეგობრებო?
ბავშვი 2- დავუჯეროთ, დავუჯეროთ
ბავშვი 3- დედას ტყუილად ხომ არ დაიფიცებდნენ?
(ყველანი მიდიან ბავშვებთან ზანზალაკების რეკვით)
თოვლის ბაბუ- აბა, ერთად მოვილხინოთ!
ახალი წლის მობრძანებას მოგილოცავთ მთელი გულით,
საახალწლო სურვილები თქვენთვისა გვაქვს შენახული.
ფიფქია- დაგვებედოს სიხარული, წარმატება შინ და გარეთ,
ჩვენი ერის სიძლიერემ, აატიროს მტერი მწარედ.
ბავშვი 1- გაძლიერდეს ჩვენი ჯიში და იხაროს ჩვენმა გენმა,
ვერაფრით ვერ დაგვიმონოს გარეშე თუ შინა მტერმა.
პირველი თავი- - რაც წაგვართვეს, დავიბრუნოთ ანდა ძალით, ანდა ნებით,
ამ ახალ წელს გავიხაროთ სამაჩაბლოთ, აფხაზეთით.
მეორე თავი- - დე, შეიგნოს ყველამ, ვინც კი, გვიღალატა ჩვენ მაცდურად,
კვლავაც შევძლებთ ჭირშიც, ლხინშიც ვიდგეთ ერთად, ვიდგეთ ძმურად.
ბავშვი 2- ამ ახალ წელს მოგილოცავთ ყველა ქართველს, ნამდვილ მოყმეს,
ვისაც ძალუძს ძველებურად ჩაეხუტოს თავის მოძმეს.
ბავშვი 3- ვისაც ძალუძს, მოყმისათვის გააკეთოს, თუნდაც მცირე,
თუ დაჭირდა საქართველოს, იყოს მისი შესაწირე.
პირველი თავი- - მოგილოცავთ ყველას, ყველას, სულ სიკეთე დაგებედოთ,
ავი თვალით აწი ჩვენთვის, არავის არ შეეხედოს.
მეორე თავი- - დაე, ვიყოთ ჯანმრთელები და შორს იყოს ჩვენგან დარდი,
ბედნიერად გაგვითენდეს ეს ახალი წელიწადი.
ბავშვი 4- ძველ წელიწადს გავატანოთ უსაქმურად ყოფნა სახლში,
ბევრს ვისწავლით? არ შევირცხვენთ, მერე, არსად ჩვენ თავს ხალხში.
თოვლის ბაბუა- - დე, აგიხდეთ ყველა ნატვრა, ოცნება და კარგი ფიქრი,
მოვუმატოთ სწავლას თორემ, აი, წლები როგორ მიქრის.
ბავშვი 5- ჩვენი კლასის სიძლიერით რომ რომ ყველანი გავახაროთ,
უფრო მეტად მოვინდომოთ, წიგნი ისე შევიყვაროთ.
ბავშვი 6- თოვლის პაპამ მოგვიტანოს წარმატება, ბევრი ათი,
მოვეფეროთ ჩვენს ახლობლებს, დაფასება შევძლოთ მათი.
ფიფქია- ილხენდეს და ნეტარებდეს ჩვენი იმერ - ამიერი,
ყველგან ქუხდეს ლილეო და ტკბილი მრავალჟამიერი.
ყველანი მღერიან „მრავალჟამიერს“. მერე იწყებენ ცეკვას
სხვა სცენარები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
გახადეთ ბავშვი გამბედავი
არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - უთხარით, რომ ყოველთვის უყურონ ადამიანის თვალების ფერს. თვალებით კონტაქტის დამყარებით ნაკლები შანსია ბავშვი დაიჩაგროს. იგი დაეხმარება მორცხვ ბავშვს გახდეს უფრო თავდაჯერებული.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო