ლოლა- დედი, ხედავ, ციყვუნიამ,
ხიდან გირჩი მესროლა.
დედა -ალბათ, შენთან თამაში
მოესურვა მას, ლოლა.
ლოლა- ჩამო ციყვო, ამ ხიდან,
ვითამაშოთ მინდორში.
მო, გავიქცეთ იმ ხემდე,
ვინ მოასწრებს ჩვენ ორში.
ციყვი- მე სირბილი კი ვიცი,
მინდა შენთან თამაშიც,
ხეზე ასვლა რომ ვცადოთ?
შემეჯიბრე ამაში.
დედა - იცით, რა მოვიფიქრე? –
უთხრა დედამ პატარებს,
დედა - ციყვო, მხარზე დასკუპდი,
ლოლა ასე გატარებს.
ტყეში გაისეირნეთ,
შეაგროვეთ გირჩები,
მე კი, დათვლას გასწავლით,
იქვე, გვერდით ვიქნები.
ის გირჩები დავთესოთ,
როცა თამაშს მორჩებით,
ჰო და, გაისს დაგვხვდება,
აქ ნერგები, ნორჩები.-
ციყვი, ნიშნად თანხმობის
დედას ხელში ჩაუხტა
სამეული მეგობრულად
ტყისაკენ გზას გაუდგა.
სხვა სცენარები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ მშობლების დახმარების თხოვნა
დაეხმარეთ ბავშვს, გააცნობიეროს, რომ არ არის სირცხვილი მშობლების დახმარების თხოვნა, როდესაც დროის მართვაში უჭირს.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო