kids.ge logo

თავდახრილი ენძელა

ფავორიტებში დამატება

ავტორისგან:

ქართულის გაკვეთილზე პირველკლასელებს გაზაფხულის მახარობელ ყვავილებს ვუხსნიდი. ჯერი ენძელაზე მიდგა. ბავშვებს ვკითხე: ნახეთ ,როგორი თავდახრილი დგას ენძელა მეთქი! ჩემმა გონიერმა მოსწავლემ საოცარი პასუხი გამცა.მისმა  პასუხმა მიბიძგა მოთხრობის დასაწერად.

---

 

-ბაბუ, ბაბუ, მოდი მინდორში გავისეირნოთ. იქ ბევრი ია-ენძელა დაგხვდება.

-კარგი, ლუკა,  გავისეირნოთ!  დილით ამინდის პროგნოზს მოვუსმინე და არამგონია, წვიმამ მოგვისწროს!

ბაბუა და ლუკა მინდორში წავიდნენ სასეირნოდ. ირგვლივ უამრავი ია-ენძელა ამოსულიყო. თავს აწონებებდნენ გარშემომყოფებს. ყვავილები ჩუმად

კისკისებდნენ და საამურ სურნელს აფრქვევდნენ. პატარა ლუკასაც მეტი რა უნდოდა? დაუღალავად დარბოდა მინდორში.  სირბილით დაღლილმა ბიჭუნამ დასვენება გადაწყვიტა.იქვე, მორი დაინახა და ჩამოჯდა. ბავშვმა წამიერად თვალები დახუჭა.  რამდენიმე წუთის შემდეგ თვალები გაახილა და გაკვირვებისგან ბაბუას დაუძახა.

- ბაბუ, ბაბუ, ბააბუ! 

გულგახეთქილი მოხუცი შვილიშვილთან მივარდა. 

- ბაბუ, დახე საოცრებას! ენძელა რატომ დგას თავდახრილი? ბევრი ყვავილი მინახავს და ჩემი გადმოსახედიდან ყველა მათგანი ამაყი და ოდნავ ამპარტავანია. 

მოხუცებული ჩაფიქრდა. ცდილობდა მერცხალა  ბიჭუნასთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი გაეცა. 

-ბაბუა, ბევრი ვიფიქრე  ჩემს კითხვაზე და თავადვე გაგცემ პასუხს! - უპასუხა ჭიკჭიკა ბიჭმა.

- ენძელები ისეთ ადამიანებს ჰგვანან, რომლებიც ცხოვრების განმავლობაში უანგაროდ ეხმარებიან გარშემომყოფებს. ბევრი ფიქრისგან და დარდისგან მათი ფოთლები მხოლოდ დარდით დამძიმებულია. სევდა და ნაღველი მათ თავებს ძირს ახრევინებს.

გაოცებული ბაბუა ლუკას სიამაყით უყურებდა და თვალებზე   ჩამოგორებულ ცრემლებს  ვერ იკავებდა.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

მოწყენილი კალამი

გრძელმა, ლურჯმა კალამმა თვალი გაახილა თუ არა, აღმოაჩინა, იგი სანაგვე ყუთში აღმოჩენილიყო. მის გარშემო ბევრი წითელი და სხვა ლურჯი კალამიც იყო. ჩვენმა მეგობარმა ტი...

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ჩაჩქანიშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვებს ენერგიის დაზოგვა

აუხსენით ბავშვებს, რატომ არის მნიშვნელოვანი ენერგიის დაზოგვა და როგორ უნდა მოხდეს ეს.

სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!
სოფი მაჭავარიანი - გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია!

გახსოვდეს, უკვე გაზაფხულია! ბავშვებო, ერთი პატარა ამბაბი უნდა მოგიყვეთ, როდესაც თქვენი ტოლი ვიყავი, ვკითხე ჩემს მასწავლებელს,-მერი მასწავლებელს; -მასწავლებელო...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026