გრძელმა, ლურჯმა კალამმა თვალი გაახილა თუ არა, აღმოაჩინა, იგი სანაგვე ყუთში აღმოჩენილიყო. მის გარშემო ბევრი წითელი და სხვა ლურჯი კალამიც იყო. ჩვენმა მეგობარმა ტირილი დაიწყო. აღმოჩნდა, ნიკოს სკოლაში რვეულები აღარ სჭირდებოდა, იგი მხოლოდ ლეპტოპის საშუალებით წერდა და კალამიც ნაგვის ურნაში მოისროლა.
ერთხელ ნიკოს სახლში კომპიუტერთან მუშაობა მოსწყინდა, ბეჭვდისგან თითები დაეღალა და გადაწყვიტა, ისევ კალმით დაეწერა საშინაო დავალება. იგი თავის ურნასთან მივიდა და საკუთარი ხელით გადაყრილი კალმები ამოიღო. კალმებმა შვება იგრძნეს. სიხარულისგან გული შეეკუმშათ. ნიკომ როდესაც წერა დაიწყო, გახარებულმა კალმებმა მადლიერების ნიშნად ბევრი მელანი გამოუშვეს. გაოცებული ბიჭი შეუსვენებლად წერდა საშინაო დავალებას.
დაეხმარე სახელის შერჩევაში
ისწავლეთ გონების დაკარგვის მართვა
ისწავლეთ გონების დაკარგვის მიზეზების ამოცნობა და პირველადი დახმარების გაწევა.
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო