kids.ge logo

ახალი წლის ზეიმი

ფავორიტებში დამატება
მონაწილენი: წითელქუდა, ნაცარქექია, მგელი, ბავშვები, დევი, ორთავიანი დევი, მელია, დათვი

(წითელქუდა ზის ფანჯარასთან და მოწყენილი იყურება გარეთ)

წ - ახლი წელი მოდის, მე კი მარტო დავრჩი. არ მინდა მარტო შევხვდე ახალ წელს. აქეთ არავის ველი, ამიტომ მე წავალ სტუმრად სკოლაში, ბავშვებტან. ვიცი, ჩემი მისვლა გაუხარდებათ. საჩუქრებსაც წავიღებ ქიშმიშს, ჩურჩხელას, ხურმის ჩირს.( ჩაალაგებს კალათში, ჩაიცმევს თბილად და მიდის. წინ შემოხვდება ნაცარქექია)

ნ - გამარჯობა წითელქუდა. საით გაგიწევია?

წ - ნაძვისხის ზეიმზე მივდივარ ნაცარქექია. აბა, მარტო ხომ არ შევხვდები ახალ წელს?

ნ - რა კარგია, რა კარგი! რა იქნება მეც რომ წამოვიდე?

წ - მგონი არ ეწყინებათ შენი მისვლა, წამოდი.

ნ - საჩუქრად ჭყინტ ყველსა და ნაცარს მივუტან

წ - კარგი ნაცარქექია, მიუტანე. წავიდეთ, თორემ დაგვაგვიანდება ( გამოჩნდება მგელი)

მგ - ოოო, ეს ვინ მოდი ჩემსკენ თავისი ფეხით? წითელქუდა, როგორ გამახარე!

 მე ვარ ავი მგელი,

ეშვები მაქვს მჭრელი,

საახალწლოდ შენგან

მე კარგ სადილს ველი.

ნ - კარგი რა, მგელო, რა დროს წითელქუდას შეჭმაზე ფიქრია? სულ შენს მუცელზე როგორ უნდა ფიქრობდე?

წ - მგელუკა, შევრიგდეთ. ჩვენ ბავშვებთან მივდივართ ზეიმზე. წამო შენც.

მგ - ზეიმზე? არ შეგჭამო? კარგი, კარგი, წამოვალ

(გამოჩნდება დევი)

დ - ეი, ნაცარქექიავ, ხომ დაგიჭირე?

ნ - ვაი, დევი! მიშველეთ.

მგ - დევო, დევო ავყია

შერიგებას ვლამობთ,

ჩვენ ზეიმზე მივდივართ,

ჩვენთან ერთად წამო

დ - რაო? შერიგებაო?

წ - დიახ, დიახ დევო. დღეს შერიგების დღეა. შერიგების და ზეიმის. არ წამოხვალ ჩვენთან?

დ - რატომაც არა, მეც მინდა ზეიმზე ყოფნა.

წ - აი, მოვედით!

ნ - გამარჯობათ ბავშვებო! თქვენთან სტუმრად მოვედით

მგ - ერთად გვინდა მოვილხინოთ. ერთად ვიმღეროთ, ვიცეკვოთ.

(ბავშვები სიხარულით ეგებებიან)

1 - მობრძანდით, მობრძანდით ძვირფასო სტუმრებო!

2 -ჩვენ სტუმრებისთვის ღია გვაქვს სახლის და გულის კარები.

3 - ერთად ვიმხიარულოთ

4 - ვიცეკვოთ და ვიმღეროთ

5 - თოვლის პაპას შევეგებოთ, საჩუქრებს მოგვიტანს

წ - საჩუქრები ჩვენც მოგიტანეთ. აი, ჩირი, ქიშმიში და ჩურჩხელა

ნ- აი, ჭყინტი ყველი და ნაცარი

მგ - (კვდება სიცილით0 ნაცარიო? ხა, ხა, ხა. ნაცარი რისთვის სჭირდებათ სულელო.

ნ - სულელიცა ხარ და უარესიც. ნაცარს დავყრით, ზედ შეშებს დავაწყობთ და კოცონს უფრო ადვილად დავანთებთ. აბა, შენ რა მოიტანე? (მგელი დაირცხვენს)

1 - მადლობა საჩუქრებისთვის, ჩვენო ძვირფასებო

2 - ყველაფერი ძალიან კარგია.

 3 - კიდევ რითი გაგვახარებთ?

წ -  გიმღერებთ

წითელქუდა გოგო ვარ,

თქვენ მიყვარხართ ძალიან,

მოდით ყველამ ვიმღეროთ,

საჩხუბრად არ გვცალია.

ნ - თქვენსკენ მოვიჩქაროდი,

მივატოვე ზღაპარი,

ახალ წლის მოსალოცად

გადმოვლახე მთა-ბარი.

მგ - მოსალოცად მოვედი,

დაესწარით მრავალსო,

ჯანმრთელობას გისურვებთ

და უხვად, მოსავალსო.

დ - თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო. ახლა მე მისმინეთ

ახალ წლის დილის მოლოცვა მინდა,

მომაქვს ულევი სურვილი წმინდა,

ყველამ იცოცხლეთ ძალიან დიდხანს,

სხვა უკეთესი აბა რა გითხრათ.

(ისმის კაკუნი, შემოდის ნიანგი გენა)

 გ - ვაი, ტყეში როგორ ცივა

გავიყინე კინაღამ,

მე ასეთი თოვლი, ყინვა,

არასოდეს მინახავს.

1 - უი! ნიანგი გენა!

2- აქეთ რამ გადმოგაგდო?

3 - მოდი ჩვენთან, აქ თბილა

გ - ახალი წლის მოსალოცად წამოვედი, მაგრამ ძალიან შემცივდა...

4 - ძალიან კარგი, გვიხარია შენი მოსვლა

(ისევ კაკუნი. შემოდის დათვი)

დ - მიყვარს ჭამა, მიყვარს ძილი

ზაფხულშიც და ზამთარშიც,

საზეიმოდ კი მზადა ვარ

კარგ დარშიც და ავდარშიც.

5 - აი, დათუნაც გვესტუმრა. მალე თოვლის პაპაც მოვა

6 - ფიფქიაც ხომ მოჰყვება?

(უცებ სლუკუნ-სლუკუნით შემოდის მელია)

მ - ვაი, ვაი, ვაი

ამბავი მაქვს ცუდი,

ვეღარ მოვა პაპა

მოწმედა მყავს კუდი.

წ - რა იყო, მელაკუდა, რა მოხდა?

ნ - რატომ ტირი მელია?

მ - თოვლის პაპა და ფიფქია მოიტაცეს...

ერთხმად - ვინ?

დ- რაო?

მგ - ვინ გაბედა?

მ -  თქვენსკენ მოიჩქაროდნენ. გზაში ორთავიანი დევი დახვედრია და მოუტაცია...

დ - ჩემი მოძმე? ეს როგორ იკადრა

1-      წავიდეთ

2-      გავათავისუფლოთ

ნიანგი - უჰჰ, სიცივეში უნდა გავიდეთ?

ნ - შენ დარჩი გენა, ჩვენ მოვიყვანთ

ნიან - არა... მეც წამოვალ

წ- დარჩი გენა, დარჩი. რომ გაცივდე, ცოდვა ხარ. ნაძვის ხეს უდარაჯე, რომ სანთლები არ ჩაქრეს. კიდევ ვინმემ რამე არ მოიპაროს

( მიდიან დევთან)

მგ - გამარჯობა, დევო

1 თავი-აქ რამ მოგიყვანა მგელო?

2 თავი - აბა, ჩქარა მოუსვი აქედან თორემ..

დევი - აბა, მოკეთევ, რა ხდება, რა ჩაიდინე

1 თ - შენ რაღას მოეთრიე აქ?

2 თ - გგონია შენ დაგინდობ?

წ - რაზე ბრაზობ დევო,

კეთილო და კარგო?

დ - ნეტავი ამ მუქარით,

ვის რა უნდა არგო?

1 თ - არ ვარ კეთიილი, არ მიყვარს სტუმარი

2 თ- რატომ მოხვედით, ვითომ მოგენატრეთ?

ნ - ახალი წელი მოდის და გვინდა ერთად შევხვდეთ

მგ - თოვლის პაპა და ფიფქია კი არ ჩანანან.

დ- ჩვენ კი საჩუქრები გვინდა

დევი - ვიცით, აქ გყავს ისინი. გაუშვი და ერთად ვიზეიმოთ

1 თ - მეტი რა გინდათ?

2 თ- მარტო ჩვენთან იქნება

საჩუქრების თოვა

1 თ - და ახალი წელი

მარტო ჩვენთან მოვა.

1 - დევო ბრაზიანო

2         - ცუდო, ავზნიანო.

3-      არაფრის არ გრცხვენია?

4-       პაპა მარტო შენია?

1 თ- არ ვარ მე ბრაზიანი

2თ -მაგრამ თოვლის პაპას ვერ გავუშვებ

წ - არ ჯობია ყველამ ერთად ვიზეიმოთ ?

მგ - აი, მეც კი შევურიგდი წითელქუდას და ბავშვებთან მოვედი

დ - ზამთრის ძილსაც შეველიე ამ ზეიმის გულისთვის

1 თ- არა!

2თ- არა და არა!

ნ - აბა, მე მომისმინეთ. ჩვენ გეტყვით გამოცანებს, თუ გამოიცნობ, აქ ვიზეიმებთ

დევი - თუ არა, გამოუშვებ თოვლის პაპას და ფიფქიას

1 თ- არ მინდა

1-      შეგეშინდა?

2-      იცი, რომ დამარცხდები!

2 თ - არაფრის არ გვეშინია. აბა გისმენთ

წ -მორთულია ათასფერად

  ყველგან იწონებს თავს,

ბამბის ფთილებით ტოტებზე

ლამაზ პატარძალს ჰგავს.

1 თ - ათასფრადო? თავს იწონებსო?

2თ - ცისარტყელა

მგ- ვაი, ვაი..(. ხითხითებს) ნაძვის ხეა, ნაძვის ხე.

1თ- ხოოო, ეს შეგვეშალა. აბა შემდეგი

ნ - ორი მუცელი და ყური ოთხი ,

შეძლებ რომ მასზე შენ დაჯდე მორთხმით

2თ- (სიხარულით) ეს მე ვარ, მეეეე. ოთხი ყურიო...

დ - ბურტყუნებს  შენ არადა... ბალიშია, ბალიში

1 - რამდენიც გინდა იარო,

თუნდ ასჯერ შემომიარო,

ერთ გვერდსაც კი ვერ მიპოვი,

გამომიცანი რა ვარო.

2 - აბა დევო, გამიცანი

1 თ - ჩემი სამფლობელო

2 თ - ხო, ხო, ჩემი სამფლობელო

3-      ეს წრეწირია დევო, წრეწირი

4-       ვერც ერთი ვერ გამოიცანით

5-      გამოუშვი აბა შენი ტყვეები

1თ- მერე, ჩვენ მარტო დავრჩეთ

2თ- ჩვენც გვინდა საჩუქრებიიიი (ტირის)

წ- მოდით, ყველანი დავბრუნდეთ სკოლაში

მელ- შერიგების წელი მოდის, ხოდა ყველა შევრიგდეთ

ნ- ერთად გავაგრძელოთ ზეიმი. გენაც ხომ იქ გველოდება

დევ - იქ ყველას მოგვცემენ საჩუქრებს

დათ- წავიდეთ, წავიდეთ

 

(ყველანი სიმღერით მიდიან. შორს ჩანს ნაძვისხე და გენა სანთლით ხელში)

ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!

ნახატი სცენარები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 
Kids.ge-ს რჩევები

თანამშრომლობის წახალისება

ქვეყნის ნებისმიერ სკოლამდელი აღზრდის საკლასო ოთახში ნახავთ, რომ ბავშვები წყნარად ზიან წრის გარშემო, ხელს იწევენ სანამ რამეს იტყვიან, ერთმანეთს გადასცემენ ხელსახოცებს და საჭმელს. ისმის კითხვა: როგორ აღწევენ ამას მასწავლებლები? როგორ შეუძლიათ მათ ნებაყოფლობით მართონ 4 წლამდე ასაკის რამდენიმე ბავშვი ერთად? არ არსებობს საიდუმლო ფორმულა, თუმცა, არსებობს რამდენიმე რჩევა

ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ანი კაპანაძის ბლოგი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი

„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი”   პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2024