ჩემს საყვარელ ქუჩას, წელიწადის ნებისმიერი დრო უხდება, მაგრამ გაზაფხულზე, როცა იასამნები ჰყვავიან, ზღაპრულ გზას უფრო ჰგავს ის მისი საოცარი სურნელებით. სწორედ ამ დროს მიყვარს ხოლმე ბებია-ბაბუასთან სტუმრობა, რადგან ბუნების გაღვიძებისას, სიცოცხლეც იწყებს თავიდან დაბადებას, ხოლო სიცივის გამო სახლებში შეყუჟული ბავშვები, ეზოებს ტოვებენ და ამ ლამაზ ქუჩაზე იკრიბებიან. მათ ჟივილს, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებული ჩიტების ჭიკ-ჭიკიც ერთვის და გაზაფხულის მელოდიაც იწერება სისუსხეგაპარულ ჰაერში. ნაცრისფერ, მრგვალი ქვებით ნაშენებ გალავნებს, ადგილ-ადგილ ამშვენებს გაზაფხულის ყვავილების სიფერადე, ალვის ხეებიც ცამდე ისე აზიდულან, თითქოს კენწეროთი ღრუბლებს უნდა გაეთამაშონო. გზის ორივე მხარეს პატარა ნაკადულები ჩამოედინებიან რაკ-რაკით, მოსახლეობა მას რუს ეძახის, ისე კი სარწყავად იყენებენ გვალვების დროს. სოფლის დასასრულს, სადაც ახალი სოფელი იწყება გზაგასაყართან, როგორც დარაჯი, თავს ისე იწონებს ეკლესია, ეს ადგილი კი განსაკუთრებით მშვიდია. ახლაც, როცა გაზაფხული ძალას იკრეფს, კვლავ ამ ზღაპრული გარემოსკენ მიმიწევს გული, ვიცი რომ ბავშვები კვლავ აახმაურებენ ქუჩას და იასამნებიც ისევ აყვავილდებიან.
ჯერ არცერთ მომხამრებელს არა აქვს შეფასება გაკეთებული. თქვენ როგორ გფიქრობთ, რა ასაკის ბავშვისათვის შეიძლება იყოს ეს $work_type საინტერესო? საორიენტაციო ასაკის მისანიჭებლად, გთხოვთ შეხვიდეთ სისტემაში ან გაიაროთ რეგისტრაცია და გვითხრათ, თქვენი აზრით რა ასაკის ბავშვისათვის არის ეს $work_type საინტერესო. თქვენი აზრი ჩვენთვის მნიშვნელოვანია!
ნახატი ნოველები
ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!
არ დაგავიწყდეთ სოციალური უნარების სწავლება - უთხარით, რომ ყოველთვის უყურონ ადამიანის თვალების ფერს. თვალებით კონტაქტის დამყარებით ნაკლები შანსია ბავშვი დაიჩაგროს. იგი დაეხმარება მორცხვ ბავშვს გახდეს უფრო თავდაჯერებული.
„მასწავლებელი - ზოგჯერ უშვილო,მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი” პირველად რომ წავიკითხე იოსებ ნონეშვილის ლექსი, „მასწავლებელი” საოცა...
ზოგადი ინფორმაცია
სასწავლო ცენტრი
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო