ტყის ბაღში იმ დღეს ჩვეული სიმშვიდე იყო. ჩვენი ელფების მიერ ნაპოვნი ძველი სარკე დიდი მუხების უკან ხის ფესვებთან იდგა. მას ბავშვები ხშირად თამაშისთვის იყენებდნენ, ხან წარმოსახვით პორტალს უწოდებდნენ, შიგნით უცნაურ ვიზუალებს ხედავდნენ და იცინოდნენ ხოლმე.
იმ დილით სარკის ზედაპირმა უცნაურად დაიწყო ციმციმი.
თითქოს წყალი იყო, რომელიც შიგნიდან მოძრაობდა. შემდეგ გარეთ გადმოიღვარა და ამ წყალს ვიღაც ბიჭი გამოყვა.
ქუბიმ მაშინვე შეამჩნია.
- შეხედეთ… სარკე დნებაო.
ბავშვები და კოსმონავტი ახლოს მივიდნენ.
სარკიდან გადმოვარდნილი კაცს წამოდგომაში დაეხმარნენ.
ის აქაური არ იყო, უცნაურად გამოიყურებოდა, მისი ტანსაცმელიც ასეთივე იყო, არასდროს არავის ენახა მსგავსი ფერის ტანსაცმელი, ნაცრისფერს ჰგავდა, მაგრამ თითქოს ფერი საერთოდ არ იყო, მას დაღლილი თვალები ჰქონდა, მაგრამ ძალიან დაკვირვებული.
- მე ზიტიტი ვარ. თქვა მან.
ვივანმა სტუმარს თბილად გაუღიმა და ხელი გაუწოდა, ნაძვის სკამზე ჩამოსხდნენ.
- ჩვენს ტყის პლანეტაზე ყველას აქვს თავისი ადგილი. შენ საიდან მოხვედი?“
კაცმა ბავშვებს გადახედა.
ნახა როგორ ხატავდა ნინაგოგო მიწაზე ჯოხით.
როგორ ატრიალებდა რგოლს თოვა.
ლუი თავისი საკვების კონტეინერს ინახავდა და კოვზს წმენდდა.
ნინადუ, სესო და ელზი ფერადი ნაჭრებისგან ლამაზ ნივთებს კერავდნენ, იქვე თათუ იჯდა და უცნაურ მექანიზმს აწყობდა.
ზიტიტი ცოტა ხანს ჩუმად იყო. ყველაფერს აკვირდებოდა,
შემდეგ თავისი ამბის მოყოლა დაიწყო.