„მე ისეთი ადგილიდან მოვდივარ, სადაც ბავშვებს ასე არ ზრდიან.
ჩვენს ქალაქში სკოლები ძალიან მაღალი კედლებით არის გარშემორტყმული.
დილით ყველა ბავშვი ერთდროულად შედის შენობაში და ზუსტად ერთნაირ სკამებზე ჯდება.
იქ არავინ თამაშობს.
იქ ფიქრობენ, რომ თამაში დროის ფუჭად დაკარგვაა.
მასწავლებლები ამბობენ:
მთავარია ბავშვმა წესების მორჩილება ისწავლოსო.
ბავშვები გაოცდნენ.
ელზი წამოდგა.
- „მაშ როგორ სწავლობთ?“
ზიტიტიმ უპასუხა:
„ჩვენ გვაძლევენ წიგნებს, სადაც უკვე ყველაფრის პასუხია დაწერილი.
ჩვენი საქმეა მხოლოდ დავიმახსოვროთ.
თუ რომელიმე ბავშვი შეკითხვას დასვამს მას ეუბნებიან, რომ ზედმეტს ფიქრობს.
თუ ბავშვი შეცდომას დაუშვებს ეს სირცხვილად ითვლება.
ჩვენს სკოლაში არავინ გვეკითხება რას ვფიქრობთ.
ბავშვები დაზაფრულები უსმენდნენ.
ნინადუმ ჩუმად თქვა:
- „მაგრამ… თუ არ ცდი, როგორ გაიგებ?“
ზიტიტმა მხრები აიჩეჩა.
„იქ ფიქრობენ, რომ ბავშვები უნდა იყვნენ
ერთნაირები რომ შური არ არსებობდეს.
ჩვენ არ გვაძლევდნენ სათამაშოების დაშლის ან აწყობის უფლებას.
არ შეიძლებოდა გეკითხა - რატომ? ’
ყველაფერი უნდა ყოფილიყო ზუსტად ისე, როგორც უფროსები ამბობდნენ.“
სხვა მოთხრობები
დაეხმარე სახელის შერჩევაში
Kids.ge-ს რჩევები
ასწავლეთ ფინანსური დამოუკიდებლობა
მიეცით ბავშვს საშუალება, მართოს თავისი ფული და ისწავლოს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება.
ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საინტერესო