დაიბადა 1997 წლის 25 აპრილს, თბილისში. 3 წლამდე ცხოვრობდა და ფეხი აიდგა გურიაში, სოფელ ჯურუყვეთში. არის თბილისის 39-ე ბაგა-ბაღის აღსაზრდელი და 147-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, აქვს საჯარო მმართველობის ბაკალვრის ხარისხი, არის “ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” მრავალი პროექტის კურდამთავრებული და ამჟამად სწავლობს აღმზრდელის პროგრამაზე.
2017 წლიდან იყო ორგანიზაცია “ახალგაზრდა საქართველოს” თანადამფუძნებელი, მუშაობდა ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების სფეროში.
აქვს საბავშვო და ახალგაზრდული ბანაკების ლიდერობის გამოცდილება.
უყვარს ფეხბურთი, მუსიკა, ფილმები, ლაშქრობა, დაინტერესებულია ანიმაციების შექმნითა და სცენარის წერით.
2023 წლიდან ტყის საბავშვო ბაღში დაიწყო აღმზრდელ-პედაგოგის საქმიანობა და დღემდე უწყვეტად მუშაობს სკოლამდელ განათლებაში ბავშვებისთვის.
2026 წლის გაზაფხულზე გამოიცა მისი პირველი საბავშვო წიგნი - “ტყის ბაღის ზღაპრები”.
ავტორის საკონტაქტო ქსელები:
instagram: https://www.instagram.com/145h44/
E-mail: Lashakhiz@gmail.com
Linkedin: https://www.linkedin.com/in/lasha-khizanishvili-501318135/
Ecoclub: https://ecoclub.ge/