kids.ge logo

მწვანე ფენიქსი

ფავორიტებში დამატება

“ყველაზე კეთილი და კარგი საქმე რაც შეგიძლია ტყის პლანეტაზე გააკეთო არის ხე დარგო, ეს იგივეა რომ ახალი სიცოცხლე შექმნა, აჩუქო შანსი ახალ არსებას იგრძნოს სიცოცხლის ენერგია, ეს სამყარო არასოდეს დაგივიწყებს ამ სიკეთეს. ტყის პლანეტაზე თუ რაიმეს სიცოცხლეს აჩუქებ ის მუდამ შენი მადლიერი იქნება ამის გამო, იქნება შენი მფარველი სადამდეც მისი ძალა და ენერგია ეყოფა ამას.”


კოდური დრო 11:32, ზამთარი


დაცემული ანგელოზები: 

დილით რომ გავიღვიძე, ფანჯრიდან უცნაური სანახაობა დავინახე. გარშემო ყველაფერი თეთრი გამხდარიყო. ვიცოდი ეს თოვლი იყო, მაგრამ ჩემი თვალით არასოდეს მენახა, რეალობაში ბევრად ლამაზი იყო. ცოტა ხანს გაშეშებული ვუყურებდი ფანჯრიდან, მერე სწრაფად მოვწესრიგდი, ხელ-პირი დავიბანე, კბილები გავისუფთავე, ნოყიერი საუზმე მივირთვი, რომ დილიდან საკმარისი ენერგია მქონოდა, დილის გამამხნევებელი ვარჯიშები გავაკეთე, თბილად ჩავიცვი რომ ამ თოვლში პატარებთან ერთად მეთამაშა, თუმცა ვიცოდი დიდებიც არანაკლებ გავერთობოდით.

სირბილით მივედი ბაღში, უკვე ყველანი იქ იყვნენ. ალექსი, პეტრე, ელე, თომასი და ორი თომა, ერთი თავის ტრანსფორმერ რობოტს ასწავლიდა თოვლისგან გუნდების გაკეთებას, მეორე რა თქმა უნდა ხის წვერზე ასულიყო და იქიდან აკვირდებოდა ყველაფერს, ნიკოც იქვე იყო თავის რობოტ დინოზავრთან ერთად დარბოდა თოვლის მინდორში. ლამაზი სანახაობა იყო, მეგან ქვისგულიც იქვე იყო, ქვისგული ერქვა, მაგრამ სულაც არ იყო ქვის გულის, ძმისგული უფრო შეეფერებოდა, მაგრამ ასე უწოდებდა საკუთარ თავს. მუსიკას უსმენდა და ყველაფერს აკვირდებოდა, ლამაზი სანახაობა იყო, თავისუფალი თამაში თოვლში. ისე გართულიყვნენ ვერც კი შემამჩნიეს და მეც ცოტა ხნით მარტო გასეირნება გადავწყვიტე, თოვლიან ტყეში სხვანაირი სიჩუმე ტრიალებდა, ასეთი უცნაური და იდუმალი სიმშვიდის ხმა არასოდეს მიგრძვნია. ამ სიჩუმეს რიტმულად არღვევდა ჩემი ჩაბიჯები. რომ ჩაგვეწერა ალბათ რამე კარგი ელექტრონული მუსიკა დაიწერებოდა იმ ხმებით, რომელსაც თოვლი გამოსცემდა სხეულთან შეხებისას. ცოტა ვისეირნე და იმ ამბებზე ჩავფიქრდი, რამდენიმე დღის წინ რომ მოხდა: ვენეციის ხეივანში მივდიოდი, როცა მიწაზე რაღაცის მძიმედ დაცემის ხმები შემომესმა, ჯერ ერთი, მერე მეორე და ასე ექვსჯერ, სანახავად გავიქეცი, ხმები დიდი გემების ველიდან მოდიოდა, სწრაფად გავედი და ისეთი რამ დავინახე ცოტა ხნით გაშეშებული დამტოვა. უხუცესი მუხები მიწიდან ამოვარდნილან და ერთმანეთზე დაწოლილიყვნენ, ასეთი რამ აქ არასოდეს მომხდარა, ყველა მუხასთან მივედი, ხელით შევეხე გიგანტურ მეგობრებს, როგორც ჩანს მათი სიცოცხლე აქ დამთავრდა.

რა მოხდა? სიცივეს ვერ გაუძლეს? არა ამაზე ბევრად უარესი ყინვები გადაგვიტანია ამ ტყეში, იქნებ თოვლის სიმძიმეს ვერ გაუძლეს? მაგრამ თოვლი ჩემს მოსვლამდეც ბევრჯერ მოვიდოდა აქ. ქარი? არა, ამ ხეებს ისეთი ქარიშხლებისთვის გაუძლიათ, თქვენ რომ არც კი დაგესიზმრებათ. ამასობაში ტყის დედოფალი ანა გამოჩნდა თავის შავ ცუგო ბუნჩიკოსთან ერთად, გვერდით პატარა შავ-თეთრი ლეკვები მოყვებოდნენ, ბავშვებივით უხაროდათ, მათაც ჩემსავით პირველად ნახეს თოვლი. შორიდანვე შემამჩნიეს და ჩემთან მოვიდნენ, ანამ თვალზე ცრემლი შემატყო და მკითხა რა მოხდაო. ანა უკვე ტყის დედოფალი იყო, იმდენ ხანს ერთგულად იცავდა ამ ტყეს, რომ ისინი უკვე თითქმის ერთნი იყვნენ, გრძნობდნენ ერთმანეთის ემოციებს, მათი კავშირი ტყის სოკოს სპორებივით მტკიცე და სწრაფი იყო, უფრო ძლიერი ვიდრე თათუსა და ქუბის შექმნილი რადიოტალღების სიხშირე ჩვენს ტელეფონებზე. ანამ დამამშვიდა, ნუ ღელავ ასე ხდება, ეს მუხები უკვე 300 წლისა იყვნენ, ძალიან დაიღალნენ და მათი დასვენების დროს იყოო. მათ ადგილას ახალი მუხები უნდა დავრგოთ ისინი კი დაწვებიან და დიდ გემებად გააგრძელებენ არსებობას, ასე პატარებთან თამაშში დაგეხმარებიანო. რაც არ უნდა მოხდეს ისინი არასოდეს მიგვატოვებენ, ამ ტყეში ხეს თუ დარგავ და სიცოცხლეს აჩუქებ ის სამუდამო მადლიერების ნიშნად მუდამ შენთან დარჩებაო.

მომეწონა მისი სიტყვები და გადავწყვიტე ჩემი პატარა მეგობრებისთვის მეთქვა ამის შესახებ. შეგვეძლო ახალი ერთგული მეგობრები გაგვეჩინა თუ ყველანი თითო ხეს მაინც დავრგავდით.

მზის ნათელმა მზერამ მალევე გააპარა თოვლი ტყიდან, თოვლი ისევ წყალი გახდა და გააგრძელა მიწის სიღრმეებში უსასრულო ლაშქრობა.

რამდენიმე დღეში ჩვენმა მეგობარმა ტყის მცველებმა ხის ნერგები მოგვიტანეს. ყველანი ერთად დავირაზმეთ და ვენეციის გვერდით, ნაძვების წრეში გადავწყვიტეთ ახალი ხეების დარგვა.

ანა მართალი იყო, ზუსტად ის ხეები მალე ჩვენი დიდი მეგობრები გახდნენ და ყოველდღიურად ისე გვეხმარებოდნენ რომ ხშირად ვერც კი ვამჩნევდით ამას, თუმცა ისინი მართლაც სულ ჩვენს გვერდით იყვნენ, ტყის პლანეტის პირველი შვილები, ერთგული და ძლიერი მეგობრები. მათ ბევრი რამ გვასწავლეს და ყველაფერი ნახეს რაც ამ გარემოში ხდებოდა, რომ შეეძლოთ იმაზე ბევრად მეტ ამბავს მოყვებოდნენ, ვიდრე ჩემი ან თქვენი დღიურები მოყვებიან, მაგრამ ხეებს ლაპარაკი არ უყვართ და რადგან ჩვენი მეგობრები არიან, პატივი უნდა ვცეთ მათ სურვილებს, რადგან თავად არ სურთ, ჩვენ ვერ ვაიძულებთ რომ ილაპარაკონ. ყველას და ყველაფერს ჩვენი საზღვრები, პირადი სივრცე და შეზღუდვები გვაქვს ამ სამყაროში, იდეალური ან სრულყოფილი არავინ და არაფერია, მაგრამ სწორედ ამ არასრულყოფილებაში ვეძებთ ნამდვილ სილამაზეს.


ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ფალიაშვილი-ნადირაძე:


Kids.ge-ს რჩევები

მიეცით ბავშვს ხელოვნების მასალები

მიეცით ბავშვს ფერადი ფანქრები, საღებავები, თიხა და სხვა მასალები, რათა მან გამოხატოს თავისი შემოქმედება.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026