kids.ge logo

ვივანის ნადიმი

ფავორიტებში დამატება

ერთ მშვენიერ დილას ჩვენს ჯადოსნურ ტყეში მზის სხივები უჩვეულოდ თბილად მოეფერა ხეებს. ტყის პატარა მკვიდრნი უკვე რაღაცას ჩურჩულებდნენ და გაღიმებულნი მიიჩქაროდნენ ვივანის ქოხისკენ. იმ დღეს ხომ მისი დაბადების დღე იყო.

ვივანი დილით ადრე გამოვიდა, თვალები მოჭუტა, მზეს მიესალმა და ჩაილაპარაკა:  - დღეს ჩემი დაბადების დღეა… დროა დიდი ნადიმი გავმართო!

როგორც ყოველთვის, ცოტა ხმამაღლა მოუვიდა ჩვენს გიგანტურ მეგობარს, ან უბრალოდ მისი ხმა ისმოდა ასე. გარშემო ახლადგაღვიძებული ჩიტუნები და ჭიებიც კი მაშინვე ამოძრავდნენ სიხარულით. ყველამ იცოდა როგორი საოცარი მზარეული იყო ვივანი. ის ყველაზე უცნაურ და გემრიელ საჭმელებს ამზადებდა. ტყის პლანეტაზე არ არსებობდა გემო, რომელსაც ვერ გამოიყვანდა. თბილ ქვებზე გამომცხვარი თაფლიანი სოკოები, მოლივლივე ორთქლში მოხარშული ბალახის სუპები, “ათასნაირი ტყის ხილი” და მისი ცნობილი „ზღაპრული ჩაი“. როგორც ამბობდნენ, ვინც ამ ჩაის დალევდა, გულში თბილ ამბავს იგრძნობდა. ის ამ ჩაის ამზადებდა თავისი საიდუმლო ინგრედიენტით, რომლის პოვნაც მხოლოდ მას შეეძლო ამ ტყეში. 

ვივანი სისხამ დილითვე გაემართა ტყის სიღრმეებისკენ. დიდჯიბეებიან ქურთუკს იცვამდა, რომელშიც თითოეული ბალახისთვის, სოკოსთვის ან ფოთოლისთვის ცალკე ადგილი ჰქონდა განკუთვნილი. იგი არ არჩევდა მხოლოდ გემოს, თითოეულ ინგრედიენტს თავისი ემოცია და თავისი მოგონება ჰქონდა.

მალევე ჩანთა უკვე ტყის პროდუქტით ჰქონდა სავსე, თავის ხის თავშესაფარში დაბრუნდა და მაგიდაზე ფურცლები დაყარა. ეს არ იყო ჩვეულებრივი ფურცლები, ეს იყო ფოთლები, რომლებიც თავის თავზე ლამაზად იბეჭდავდნენ სიტყვებს, როცა ვივანი რეცეპტებს კარნახობდა. 

თითოეულ მეგობარს გაუგზავნა მოსაწვევი, რომელზეც ეწერა:

„მეგობარო, მოდი იმ ადგილას, სადაც ჩვენი წარსული მოგონებები მომავალ დღესასწაულად იქცევა. ჩემი ნადიმი შენს სიცილს ელის და შენი ღიმილი უკვე ნახევარია ყველა რეცეპტის.“

თითოეულ ბარათს თან მოჰყვებოდა მცენარეთა პატარა სურნელოვანი ნაკუწი.

ამ დღეს ყველა მეგობარს ერთად ნახავდით, ვისაც მოსვლა შეეძლო არავინ დაიზარებდა, რადგან ყველას უყვარდა დიდი კაცი. ვივანი იდგა მაგიდასთან, თვალებში ბედნიერების სხივი ენთო და ოჯახის წევრივით უყურებდა თითოეულ მეგობარს.

ნადიმის დაწყებამდე ყველა ერთად შეკრიბა და თქვა:

— როცა ერთად ვართ, სამყარო უკეთეს გემოს იძენს...

ახლა ვივანის დიდებული ნადიმის კერძებსაც გადავწვდეთ. თითოეული მათგანი სათუთად შერჩეული, ემოციური და პერსონაჟების ხასიათზე მორგებული იყო ხოლმე.

ნადიმის მენიუ ასეთი გახლდათ:

„ვარსკვლავური სიტკბო“: თხელ ცისფერ ფირფიტაზე გაფენილი კოსმოსური პურები, მომზადებული უძველესი მარცვლებით, რომლებიც ვივანმა ერთხელ მთვარის ჩრდილში მოაგროვა. ზედ დაესხა თაფლისა სოუსი, რომელიც ბავშვობის მონატრებული მოგონებების გემოს აღძრავდა.

„სიყვარულის ფოთოლზე შემწვარი დრაკონის ნამცხვარი“: კენკრის რბილი ნამცხვარი, გულში პატარა, ტკბილი ფოთლებით, რომლებიც ჩუმად ტკაცუნებდნენ პირში მოხვედრისას. ვივანი ამბობდა, რომ ეს ნამცხვარი მხოლოდ მას გამოსდიოდა, ვინც ნამდვილ სიყვარულს იცნობს.

„მუსიკიანი კენკრის წვნიანი“:  წითელ-იასამნისფერ ფერებში მოთამაშე წვნიანი, რომლის თითოეული ბუშტი გასკდომისას მცირე ჯადოსნურ ბგერას გამოსცემდა. ბევრს უნდოდა ამ წვნიანის რეცეპტი, თუმცა ვივანი მას საიდუმლოდ იტოვებდა. 

„ლოგიკური ლაზანია“:  ფენებად დალაგებული თხელი ბოსტნეული და კიდევ რაღაცები, რომლის არც ერთი ინგრედიენტი ცნობილი არ იყო არავისთვის, ვივანის გარდა. ისინი ერთად მთლიანი სურათის მსგავსად იკვრებოდა, თითქოს საჭმელი იყო ამოხსნილი თავსატეხი, როგორც მათემატიკური ამოცანა.

„ფაფუკი სიმართლის ბურთი“:  გირჩების ნაზი ღვეზელი, რომელიც რბილად იშლებოდა ხელში და ისე იფანტებოდა, თითქოს ბაბუაწვერას ყვავილს შეეხე. ზედ დაწვეთებული სიროფი მზის სხივებს ირეკლავდა და ცალკე სანახაობას ქმნიდა.

და ბოლოს ვივანის ახალი დესერტი.

„ღიმილის ნაყინი“: ჩვეულებრივი ნაღებისგან დამზადებული ნაყინი, ტყის კენკრითა და ხილით. ამ ნაყინს არაფერი ჰქონდა სხვა კერძების მსგავსად უცნაური, რადგან ნაყინი ისედაც ჯადოსნური და განსაკუთრებულია. 

როცა ნადიმის პირველი კერძები უკვე დაგემოვნებული იყო და ყველა თბილი გრძნობით შეჰყურებდა ერთმანეთს, ტყის გაღმა ჰაერში პირველად გაჟღერდა მუსიკა.

თავდაპირველად ჩუმი, მაგრამ სასწაულებრივ ნაცნობი ჰანგები:

საშუალო სიმაღლის ფლეიტის ხმამ ბალახებიც ააცეკვა, ხეების კენწეროებმა კი თითქოს  ჩუმი აკომპანიმენტი დაუკრეს.

თითოეული ბგერა იყო ცეკვა, რომელიც მოგონებებს აღძრავდა.

ამ ჰანგებს აკომამიკო ავრცელებდა თავისი ჯადოსნური ფირსაკრავით, რომელსაც მისი პატარა ტყუპები ვილინს უწოდებდნენ. აკომამიკოს გვერდით იდგა მისი შვილი ნინადუ, თავისივე შეკერილი ულამაზესი ფარფატა კაბა ეცვა, რა თქმა უნდა იქვე იყვნენ ნინადუს ტყუპი ძმები პატარა ზუტო და ვუტო, რომლებიც ისე გვანან ერთმანეთს, რომ სანამ თვითონ არ იტყვიან ზუსტად არასდროს არავინ იცის რომელ მათგანს ესაუბრება. 

ეს მუსიკა არც ხმადაბალი იყო და არც ხმაურიანი, იგი იყო შინაგანი სიმშვიდის ხმა. მუსიკა, რომელიც ყველას აერთიანებდა. თავად ვივანი კი ჯადოსნურ წრის შუაგულში იდგა და ამ მომენტით ტკბებოდა. 

ცაზე ვარსკვლავებმა შემოავლეს თვალები ტყეს. დინდუმ ღიმილით გახედა თათუსა და ქუბის, რომლებსაც უკვე მფრინავ ჰამაკში ჩასძინებოდათ ერთმანეთზე მიყრდნობილებს. რა თქმა უნდა იქვე იყო ტორიც, მისი დედიკო ეთო და აჩიც იქვე მხიარულად საუბრობდნენ, ძველ ამბებს იხსენებდნენ მათი მოგზაურობებიდან.

ქედოს თავის დაბჯიასთან ერთად ჩასძინებოდა მის მეგობარ დაჯიზე დაყრდნობილს.

ლუი და სანტი თავის მეგობარ დაიკოებს ნუცისა და ელეს ეთამაშებოდნენ ფეხბურთს, ისინი არასოდეს იღლებოდნენ ერთად თამაშით. 

ვივანმა მოიძრო თავისი დიდი რუხი მოსასხამი, ბალახზე დააფინა და ვისაც არ ეძინა თავისთან მოიხმო:

— მოდით, სანამ დავშორდებით, თითოეულმა გულით ჩაგვჩურჩულოს მადლობა დღევანდელი დღისათვის. ხვალ ტყე ისევ იქნება ტყე, მაგრამ ეს ლამაზი დღე მის ფესვებში დარჩება. როცა ვინმე ამ ადგილას ჩაივლით, გაგახსენდებათ რომ აქ ერთი მაგიური მოგონება ჩაბუდებულა.

ნელნელა დასასრულს მიუახლოვდა ის ლამაზი დღე. ბავშვებმა თავიანთი დანთებული ცეცხლი ბოლომდე ჩააქრეს, რადგან კარგად იცოდნენ უსაფრთხოების წესები, რომ წასვლისას ტყეში ცეცხლის კვალი და ნაპერწკალიც კი არ უნდა დაეტოვებინათ. როცა ვარსკვლავები ბნელ ცაზე უკვე მშვიდად ბჟუტავდნენ, ვივანმა ჩამჩურჩულა დღის ბოლო სიტყვები:

—  ყველაზე კარგი მომენტი ის არის, როცა არც წარსულზე ვფიქრობთ და არც მომავალზე, უბრალოდ ერთად ვსხედვართ, აქ და ახლა. ასე დაიფარა ღამე ტყეში სითბოთი, სიჩუმით, სიყვარულითა და კეთილი მოგონებით, რომელიც არასოდეს დაიკარგება. ცოცხალი არსების გული კი მუდამ სავსე უნდა იყოს სიცოცხლის სიყვარულით.

ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა ზღაპრები

დიქტატურიდან გაქცეული

სარკიდან  მოსული მოგზაურიტყის ბაღში იმ დღეს ჩვეული სიმშვიდე იყო. ჩვენი ელფების მიერ ნაპოვნი ძველი სარკე დიდი მუხების უკან ხის ფესვებთან იდგა. მას ბავშვები ხშირა...

ვივანის ნადიმი

ერთ მშვენიერ დილას ჩვენს ჯადოსნურ ტყეში მზის სხივები უჩვეულოდ თბილად მოეფერა ხეებს. ტყის პატარა მკვიდრნი უკვე რაღაცას ჩურჩულებდნენ და გაღიმებულნი მიიჩქაროდნენ ვ...

 სადათვიის ტყიდან

ტყეში ჩვეულად ლამაზი დილა იყო. მზე ნაზად ეფინებოდა ხეებს, ჩიტები უკვე ცელქად ეხუტებოდნენ ჰაერში ერთმანეთს და ბავშვებიც მდელოზე დარბოდნენ. თედუნია იმ დღეს განსაკ...

მწვანე ფენიქსი

“ყველაზე კეთილი და კარგი საქმე რაც შეგიძლია ტყის პლანეტაზე გააკეთო არის ხე დარგო, ეს იგივეა რომ ახალი სიცოცხლე შექმნა, აჩუქო შანსი ახალ არსებას იგრძნოს სიცოცხ...

ემოციური პასუხისმგებლობა

ჩვეული ლამაზი დილა იყო ტყის ბაღში, ბავშვები ფოთლების ბატუტზე დახტოდნენ და თამაშობდნენ, მაგრამ იგრძნეს რომ იმ დღეს რაღაც აშკარად აკლდათ. თედუნიამ ხმამაღლა თქვა:-...

პირველი დაშვება

იყო და არა იყო რა, სიცოცხლის უკეთესი რა იქნებოდა?!დედამიწიდან მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით კოსმოსურ ხომალდში ცხოვრობდა ერთი გალაქტიკათშორისი მოგზაური. მ...

ემოციების ქვები

ჩვეული ლამაზი და მზიანი დღე იყო ტყის პლანეტაზე, ზამთარი იყო და ცოტა ციოდა, თითქოს ზამთრის სუსხი და დილის მზე დილის ტანგოს ცეკვავდნენ ჩვენს სახეზე. ისე სასიამო...

ნახატი ზღაპრები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: ქემოკლიძე:


Kids.ge-ს რჩევები

ნუ ეცდებით ყველაფრის გამოსწორებას

მიეცით ბავშვებს საშუალება თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. როდესაც შეამჩნევთ ბავშვის გაღიზიანებას რაიმე საკითხისადმი, ნუ ეცდებით მაშინვე დახმარებას. ნება მიეცით თავად გადაჭრას პრობლემა.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026