kids.ge logo

სადათვიის ტყიდან

ფავორიტებში დამატება

ტყეში ჩვეულად ლამაზი დილა იყო. მზე ნაზად ეფინებოდა ხეებს, ჩიტები უკვე ცელქად ეხუტებოდნენ ჰაერში ერთმანეთს და ბავშვებიც მდელოზე დარბოდნენ. თედუნია იმ დღეს განსაკუთრებით ენერგიული ჩანდა. კუნძზე აძვრა და ხმამაღლა დაიყვირა:

- მეე სუპერმენი ვააარ!

იმავე წამს, სიტყვის დასრულება და მისი კუნძიდან ჩამოცურება ერთი იყო. ჩამოვარდა"სუპერმენი"და მთელი ტანით ტალახში ჩაფლავდა. ერთი წამით სიჩუმე დადგა და უცებ ყველას სიცილი აუტყდა. უბრალოდ სასაცილო იყო და თავი ვერავინ შეიკავა. თედუნიამ ტალახიდან თავი ამოყო და თქვა:

- ოოო, მგონი სუპერმენი ახლა დასველდა...

რომ დაინახა ყველა იცინოდა არ სწყენია, პირიქით თვითონაც გაეცინა ისე სასაცილოდ დაეცა. გფროცა ფეხი აამოძრავა, ტკივილმა დაიჭირა და პატარა ცრემლი წასკდა. სწორედ მაშინ, ტყის უკანა ბილიკზე მოძრაობა შევნიშნეთ. შორიდან გამოჩნდა გოგონა, რომელსაც მხარზე პატარა ზურგჩანთა ეკიდა, გვერდით კი ციცქნა ციცინათელა დასტრიალებდა, ისე ანათებდა დღისითაც თვალს გჭრიდა.

ჩვენი გაოცებული მზერა შეამჩნია, მაგრამ ჯერ კიდევ შორიდან ჩუმად გვაკვირდებოდა. მერე, როცა თედუნიას ტირილი გაიგო, წამით შეყოყმანდა, მაგრამ მაშინვე წამოიწია და დაგვიძახა ერთი წამით დამელოდეთო. მოგვიახლოვდა, მიწაზე ჩამოჯდა და ჯიბიდან პატარა ხის ჯამი ამოიღო. იქვე მოაგროვა რკო, კვიპაროსის პატარა გირჩი, ნაძვის მწვანე წიწვი და ცოტა ტალახი. სწრაფად, ოსტატურად აურია ერთმანეთში, ჩამუხლული თედუნიას ფეხთან დაიხარა და მალამო წაუსვა.

თედუნიამ იგრძნო რომ ტკივილი წამში გაქრა და ჩვენც დავინახეთ როგორ შეუხორცდა ნატკენი ფეხი. ყველანი გაოცებული ვუყურებდით, უცნაური ხალხი ვიყავით, ამდენი საოცრების მნახველებს ყოველ ჯერზე ხელახლა გვაკვირვებდა ასეთი ახალი ჯადოსნობები. ალბათ სწორედ ეს არის ბედნიერების ერთერთი გასაღები ამ სამყაროში, რომ ყოველთვის მოუბეზრებლად გახარებდეს მარტივი სიკეთეები.

გაკვირვებულმა თედუნიამაც ფეხი გაამოძრავა და სიცილით დაიძახა

- აუ, აღარ მტკივა!

ამაზე ყველამ ოვაციები მივმართეთ უცნობი გოგონას მისამართით, თედუნიამ კი სიცილით უთხრა:

- შენ ჩემი გმირი ხარ!

ნინოს ამაზე ცრემლი მოადგა, ღიმილით ახედა ბავშვებს და თქვა:

- მე ნინო ვარ, სადათვიის ტყიდან მოვდივარ. შემთხვევით ვიპოვე სარკე, რომელშიც ცოტა ხნით უბრალოდ ჩავიხედე, სურათი გადავიღე და მერე უცებ აი აქ აღმოვჩნდი.

ჩვენ ერთმანეთს გადავხედეთ და მაშინვე მივხვდით რომ ეს იყო ისეთი სარკე, რომლითაც ზული სარგებლობდა ხოლმე. როგორც ჩანს სხვა ტყეებშიც გაჩენილიყო მსგავსი სარკეები.

ბავშვები ნინოსთან ახლოს მივიდნენ და დამყოლი ღიმილით სთხოვეს:

- ნინო, არ გინდა ცოტა ხნით დარჩე ჩვენთან?

ნინომ ოდნავ დაფიქრებით გახედა თავის პატარა ციცინათელას, მან გახარებულმა შეარხია თავისი პატარა ფრთები, სასაცილოდ თრთოდა და თავიც დაუქნია:

- ხოო, აქ საოცარი ტყეა ძალიან მომეწონა და მინდა ცოტა ხანს თქვენთან ვიყო.

იმ დღიდან ნინო ჩვენი ტყის ყოველდღიური სტუმარი გახდა. შებინდებისას თავის სადათვიის ტყეში ბრუნდებოდა, დანარჩენ დროს კი ჩვენს გვერდით ატარებდა, მხოლოდ სურათი უნდა გადაეღო იმ სარკეში და მაშინვე ჩვენს ტყის პლანეტაზე გაჩნდებოდა. ის მცენარეების გარჩევას, დათესვას, გაზრდას, მოვლას, მათი თვისებების ცოდნასა და მათი დახმარებით სხვადასხვა ნაყენების მომზადებას გვასწავლიდა.

ხანდახან ჩვენც ვსტუმრობდით მის ტყეს. იქ მხოლოდ ჩვენ ვიყავით და მანამდე ნინოც მარტო ცხოვრობდა თავის ციცინათელასთან ერთად. იქ სხვა ხეები იზრდებოდა, უცნაური ფორმის სოკოები და ფერადი ოხერები, რომლებსაც ჩვენს ტყეში ვერ ნახავდი. როგორც გაირკვა ნინოს ჩვენში ყველაზე კარგად ესმოდა მცენარეების ენა. გვეუბნებოდა, რომ ტყეს უნდა უსმინო, თუ ფოთლებს ჩუმად შეეხები, დახუჭავ თვალებს, გაიგონებ რა სჭირდებათ ტყეებსა და მის ბინადრებს.

ბავშვებს განსაკუთრებით უყვარდათ ის დღეები, როცა ნინო ყველას ახალი ნაყენების დამზადებას და კეთილი სოკოების ამორჩევას ასწავლიდა. ტორი ერთხელ ძალიან ბედნიერი იყო როცა უმარტივესად მოამზადა მისი საყვარელი ჩაი ბალახეულით და იმაზე ბევრად გემრიელი გამოუვიდა ვიდრე აქამდე იცოდა. მთელი საღამო ბედნიერი ხატავდა თავის საყვარელ ჯარის ნივთებსა და მისი ფანტაზიით შექმნილ სუპერგმირების. იმ დღიდან თუ ვინმე რამეს იტკენდა ნინოს მალამოები წამში გვეხმარებოდა.

მალევე, ნინო ჩვენი ტყის ოჯახის ნაწილი გახდა.

ერთ საღამოს, როცა ცეცხლის ირგვლივ ვისხედით, მან თავისი ციცინათელა მეგობრის ხმა გადმოგვცა:

- თქვენი ტყე და ჩვენი ტყე ძალიან ჰგავს ერთმანეთს... მაგრამ იცოდეთ, ეს სარკეები ერთმანეთთან ბევრ სხვა ტყესაც აკავშირებს. შეიძლება კიდევ ახალ თქვენნაირ მეგობარს შევხვდეთ, მაგრამ შეიძლება ყოველთვის კეთილი არსებები არ მოვიდნენ ჩვენთან, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, ვისწავლოთ ცუდი და კარგი ენერგიების გარჩევა რომ დაცულები ვიყოთ.

იმ ღამით ყველანი ნინოსა და მისი ციცინათელას გარშემო ვიყავით შემოკრებილები. ის გვპირდებოდა, რომ გვასწავლიდა ყველაფერს, რასაც იცნობდა. ასე თითქოს ჩვენი ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა, ტყე კი კიდევ უფრო ცოცხალი გახდა.

ყველამ იცოდა: ტყეს, მეგობრობასა და ცოდნას საზღვრები არ აქვს.


ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: დოლბანძე:


Kids.ge-ს რჩევები

ასწავლეთ ბავშვებს ეკოლოგიურად სუფთა დასუფთავება

გამოიყენეთ ბუნებრივი საწმენდი საშუალებები სახლის დასუფთავებისთვის.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026