kids.ge logo

ემოციური პასუხისმგებლობა

ნინაგოგოს წერილი: ჩანაწერი 25:17

ფავორიტებში დამატება

ჩვეული ლამაზი დილა იყო ტყის ბაღში, ბავშვები ფოთლების ბატუტზე დახტოდნენ და თამაშობდნენ, მაგრამ იგრძნეს რომ იმ დღეს რაღაც აშკარად აკლდათ. თედუნიამ ხმამაღლა თქვა:

- "ნინაგოგო არ ჩანს… უკვე მთელი კვირაა არ მოსულა!"

ყველას გაუკვირდა. თავიდან გვეგონა, რომ ავად იყო, მაგრამ მეორე დღესაც არ მოვიდა და არც მესამე დღეს გამოჩნდა. ბოლოს გადავწყვიტეთ მოგვეკვლია რატომ ხდებოდა ასე.

ყველანი ერთად შეივკრიბეთ დაწოლილ ხესთან, საკითხზე საბაასოდ.

ელზიმ დაიწყო:

- მოდი, გავიხსენოთ, ბოლო დღეებში რამე ხომ არ მოხდა? იქნებ რაიმე ვაწყენინეეთ?

ყველამ მხრები აიჩეჩა... ორწუთიანი დუმილის შემდეგ ნინადუს გაახსენდა ერთი ეპიზოდი:

- იმ დღეს ნინაგოგომ მომიტანა თავისი ხელით გაკეთებული წერილი და ნახატი… გულით დამიხატა. მე კი… მე ვუთხარი, ეს ნაჯღაბნი რად მინდა მეთქი...

წამიერად მოვარდნილმა ქარმა კიდევ უფრო გაამძაფრა ის სიტყვები. ნინადუმ დაბლა დაიხედა ქვედა ტუჩი ჩვეულად აიბზუა და თვალები აუწყლიანდა.

- მაშინ თითქოს არაფერი მომხდარა, ყველანი ჩვეულებრივ ვთამაშობდით. მაგრამ ახლა ვხვდები, მთელი დღე ნინაგოგო ჩუმი და სევდიანი იყო… ალბათ ძალიან ეწყინა.

ამის გაგონება იყო და ელზიმ გადაწყვიტა ასეთი დიდებული მონოლოგი ეჩუქებინა ჩვენთვის.

- იცით, მეგობრებო, ჩვენი სიტყვები ხან იარაღზე უფრო ძლიერია. ერთ სიტყვას შეუძლია მეგობრის გულში ისეთი ჭრილობა დატოვოს, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებს. იმავე სიტყვას შეუძლია მკურნალი მალამოს ძალაც ჰქონდეს, იმაზე უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერ წამალს.

ბავშვები გულდაწყვეტილები უსმენდნენ, ნინადუ კი უკვე ტიროდა.

ელზი აგრძელებდა...

- ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ ემოციური პასუხისმგებლობა გვაქვს საყვარელი ადამიანების მიმართ და უნდა გვესმოდეს თუ რა გავლენა აქვს ჩვენს ყველა სიტყვას ერთმანეთზე, რადგან ჩვენ მეგობრები და ერთმანეთის განმამტკიცებლები ვართ!

აშკარად საინტერესო წიგნებს კითხულობდა ელზი და კარგ მულტფილმებს უყურებდა, ასეთი რამეები რომ უსწავლია.

მეორე დღეს ყველა ერთად ნინაგოგოს სახლში წავიდნენ. იქ მამა კერიკი და მისი დედიკო დახვდათ, ოთახის კარი ფრთხილად შეაღეს. ნინაგოგო ოთახში იჯდა, თავჩახრილი, თავის საყვარელ სათამაშოებს უყურებდა.

- ნინაგოგოო, ჩუმად დაუძახა ნინადუმ და თავისი საფირმო ღიმილით გახედა.

ნინაგოგოს მათ დანახვაზე უნებლიედ გაეღიმა, მაგრამ მაშინვე წარბები შეკრა.

ელზიმ თვალით ანიშნა ახლოს მიდიო. ნინადუც მივიდა, თავზე ნაზად შეეხო და უთხრა:

- მაპატიე… იმ დღეს ჩემი სიტყვები ძალიან მტკივნეული იყო. მე არ მინდოდა... შენი ნახატი ჩემთვის ძალიან ძვირფასია, იმიტომ რომ მთელი შენი გულით იყო გაკეთებული.

ნინაგოგომ თავი ასწია. მის თვალებში ჯერ კიდევ სევდა ჩანდა, მაგრამ ღიმილი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა.

რა თქმა უნდა წამში გაიგო მისი და აპატია, მათ ხომ ასეთი მყიფე, მაგრამ ისეთი კეთილი გული აქვთ რომ ეს პატარა სხეულები კი არა მთელი პლანეტა ვერ დაიტევდა.

- გპატიობ, ჩუმად თქვა მან, მერე კისკისით მიირბინა ბავშვებთან, ხელი ჩასჭიდა და ოთახში შეიპატიჟა ყველა.

ბავშვები სიხარულით მოეხვივნენ ერთმანეთს და იმ დღიდან ყველამ კარგად იცოდა რომ სიტყვა, ეს არის ძალა. მას ნებისმიერ დროს შეუძლია ერთმანეთს დაგვაშოროს, ან კიდევ უფრო მჭიდროდ დაგვაკავშიროს.

ტყის ბაღში კი იმ დღიდან თითოეული ბავშვი უკვე ორმაგად ზრუნავდა და ფიქრობდა იმაზე თუ რას ამბობდნენ და უფრთხილდებოდნენ ერთმანეთის გრძნობებს.


ასაკობრივი შეფასება ამ ნაწარმოებისთვის ჯერ არ არის მითითებული.

სხვა მოთხრობები

ნახატი მოთხრობები

ამ ნაწარმოების თემაზე ბავშვებს მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს რაიმე დახატული, გაუზიარე ის სხვებს!

გამოგვიგზავნე შენი ნახატიც
 

დაეხმარე სახელის შერჩევაში

დაეხმარეთ ბავშივს სახელის შერჩევაში ჩვენი საიტის ერთიერთ მომხმარებელს. თქვენი აზრით, რომელი სახელი უფრო მეტად ეწყობა ან უხდება გვარს: სამადალაშვილი:


Kids.ge-ს რჩევები

დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით

ნუ ეცდებით ყველაფრის ერთდროულად დანერგვას. დაიწყეთ რამდენიმე ძირითადი აქტივობით და თანდათანობით დაამატეთ ახალი ამოცანები.

Kids.ge-ს რჩევები
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)
სოფი მაჭავარიანი - ბება და წითელი ბოტები (ზღაპარი)

ბება და წითელი ბოტები იცოდი? წელიწადს ოთხი დრო აქვს: ერთი, ორი, სამი, ოთხი… გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ახლა შემოდგომაა — ხეებს ყვით...

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026